საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №471 „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2009 ძალადაკარგული 14.08.2009
ნომერი
№471
სარეგისტრაციო კოდი
200110000.22.033.013309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 23/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.013.309

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №471

2009 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1 და დანართი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი

    მუხლი 1.

1. ეს წესი განსაზღვრავს უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებისას დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების პირობებს.

2. თუ საქართველოს მთავრობის მიერ რომელიმე უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან მისი წევრებისათვის დადგენილი იქნება განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასეთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ან/და მათ წევრებზე ეს წესი არ გავრცელდება.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობა (შემდგომში _ დიპლომატიური წარმომადგენლობა) _ უცხო ქვეყნის საელჩო, საკონსულო, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი;

ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრი (შემდგომში _ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) _ უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალი, რომელსაც გააჩნია დიპლომატიური რანგი, ასევე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა) და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები;

გ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი/მომსახურება _ სახელმწიფო გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალები, საკანცელარიო ავეჯი, საკანცელარიო მოწყობილობა, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საქონელი/მომსახურება, რომელსაც იგი იძენს იმ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) დაფინანსებით, რომლის წარმომადგენელიცაა;

დ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი/მომსახურება _ საქონელი და მომსახურება, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სჭირდება პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის, მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნები. პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.

    მუხლი 2.

1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის ობიექტია:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის;

ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრების პირადი სარგებლობისათვის.

2. საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლისათვის გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და/ან დიპლომატიურ წარმომადგენლობათა წევრებმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ „შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე განაცხადი“ დანართი №1-ის შესაბამისად (შემდგომში _ განაცხადი).

3. განაცხადს თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ანგარიშ-ფაქტურების) პირველი ეგზემპლარი (ეგზემპლარები) და „შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი“ დანართი №2-ის შესაბამისად.

4. განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან (საქონლის/მომსახურების მიწოდების თვიდან) არა უგვიანეს 3 თვისა.

5. დიპლომატიურ წარმომადგენლობას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ წარმომადგენლობის წევრების მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ პირის ოჯახის სხვა წევრთა მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.

7. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. საგადასახადო ორგანო განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაცხადს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15 დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

9. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

10. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ განაცხადის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

11. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე.

    მუხლი 3.

1. დღგ-ის გადამხდელი, რომელიც საქონელს/მომსახურებას აწვდის დიპლომატიურ წარმომადგენლობას (დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს), დიპლომატიური წარმომადგენლობის (დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის), მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დადგენილი წესით გამოწეროს და სრულად შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამასთან, თუ მყიდველი დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრია _ საიდენტიფიკაციო ნომრის სტრიქონზე შეიტანოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში უნდა ჩაიწეროს „X“.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და ამ წარმომადგენლობის წევრების მომართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს იმ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის, ამ წარმომადგენლობის წევრებისათვის ახორციელებენ საქონლის (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ან მომსახურების (კავშირგაბმულობის, დაცვის და სხვა) რეგულარულად ან უწყვეტად მიწოდებას. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დღგ-ის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, ვალდებულნი არიან კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდება განახორციელონ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.

    დანართი №1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის (წევრის) საიდენტიფიკაციო ნომერი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის დიპლომატიური სტატუსის                                                                                 დამადასტურებელი დოკუმენტის №

                                                                ID number of diplomatic representation (member) or document № verifying diplomatic   representation member’s diplomatic status

 

განაცხადი

Application

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე

On VAT Refund of Purchased Goods/Services

 

----------------------            -----------------------------------------------            ------------------------

რიცხვი        თვე (სიტყვიერად)                წელი

Number                    Month (spell out)                    Year

ვის --------------------------------------------------------------------------------------------------

                     To                           საგადასახადო ორგანოს დასახელება

                                         Name of tax authority

 

                     

ვისგან  --------------------------------------------------------------------------------------------

                                From 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის დასახელება ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის სახელი და გვარი

Name of diplomatic representation or diplomatic representation member’s name and surname

                                  

                                       ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                           

მისამართი

Address

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად გთხოვთ დაგვიბრუნოთ და შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) ჩაგვირიცხოთ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხები.

 

Pursuant to Article №232 of Tax Code of Georgia we request the refund and transfer of VAT amount paid for purchased goods/services to the bank account indicated in the Registry of Tax Invoices Issued by Supplier on Purchased Goods/Services.

 

დანართი:

Appendix:

 

1. შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი  ---- ფურცლად

 Registry of Tax Invoices Issued by Supplier on Purchased Goods/Services       ……   pages

 

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ---- ფურცლად

     Tax invoices   ……..   pages

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი:

Authorized person of diplomatic representation or member of diplomatic representation:

 

----------------------------------                            ----------------------------------                      

 სახელი, გვარი                                                            ხელმოწერა

  Name, Surname                                                              Signature

დანართი №2

 

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი

Registry of Tax Invoices Issued by Supplier On Purchased Goods/Services

მყიდველის დასახელება

(სახელი, გვარი)

Customer

(name, surname)

დიპლომატიური წარმომადგენლობის (წევრის) საიდენტიფიკაციო ნომერი ან დიპლომატიური წარმომადგენლობისწევრის დიპლომატიური სტატუსის   დამადასტურებელი დოკუმენტის №

ID number of diplomatic representation (member) or document № verifying diplomatic representation member’s diplomatic status

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

Tax Invoice

საქონლის/

მომსახურების შეძენის თვე, წელი

(ციფრებით)

Month, year (in figures) of purchase of

goods/services

 

დღგ-ის თანხა

(ლარი)

VAT amount

(GEL)

საბანკო დაწესებულების რეკვიზიტები და ანგარიშის №

Bank details

and account №

სერია

Series

გადახ-დილია

Paid

ექვემდე-ბარება დაბრუ-ნებას

Subject to refund

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი:

Authorized person of diplomatic representation or member of diplomatic representation:

 

----------------------------------                  ----------------------------------        

 სახელი, გვარი                                                            ხელმოწერა

 Name, Surname                                                             Signature