ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2011 ბოლო ცვლილება 06.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
010330000.10.003.016443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110722011, 22/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 18.01.2021წ.

 

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. 2011 წლის 1 აგვისტოდან სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 400 (ოთხასი ) ლარის ოდენობით.

2. სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, 2011 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვროთ 400 (ოთხასი) ლარით.

3. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3​1. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით:

ა) ვერცხლის მედლის მფლობელებს – 800 (რვაასი) ლარი;

ბ) ბრინჯაოს მედლის მფლობელებს – 500 (ხუთასი) ლარი.

3​2. სპორტის ოლიმპიურ სახეობებში:

ა) მსოფლიო ჩემპიონებს (დიდებს შორის) დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

ბ)  ევროპის ჩემპიონებს (დიდებს შორის) დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

3​3. პირის მიერ ამ მუხლის მე-3, 3​1 და 3​2 პუნქტებში მითითებული მიღწევებიდან ორის ან მეტის  ერთდროულად ფლობის შემთხვევაში, მისი სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება  შემდეგი სახით:

ა) ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი) ან/და ამ მუხლის 3​2 პუნქტში მითითებული მიღწევ(ებ)ის მფლობელი (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს, რომელიც იმავდროულად არის პარალიმპიური თამაშების პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ან/და ამ მუხლის 3​2 პუნქტში მითითებული მიღწევ(ებ)ის მფლობელი (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

დ) პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

ე) სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონს (დიდებს შორის), რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ან/და სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ევროპის ჩემპიონი (დიდებს შორის), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით;

ვ) ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ევროპის ჩემპიონი (დიდებს შორის), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. 2011 და შემდგომ წლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

5. (ამოღებულია - 17.10.2019, №492).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 18.01.2021წ.

მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის №29 დადგენილება „ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილება „შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ . გილაური

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისთვის, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“, №284, 20.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010330000.10.003.016443 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1425620-2/