საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №859 ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა (კაპრალ – სერჟანტთა) ხელფასზე წელთა ნამსახურობის მიხედვით ყოველთვიური პროცენტული დანამატის დაწესების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2005 ძალადაკარგული 02.02.2006
ნომერი
№859
სარეგისტრაციო კოდი
270070000.22.033.007647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 24/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.070.000.22.033.007.647

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №859

2005 წლის 22 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა და სამხედრო მოსამსახურეთა (კაპრალ – სერჟანტთა) ხელფასზე წელთა ნამსახურობის მიხედვით ყოველთვიური პროცენტული დანამატის დაწესების თაობაზე

,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველკვარტალურად გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს (კაპრალ – სერჟანტი) დაუწესდეთ ხელფასზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ჯამი) წელთა ნამსახურობის მიხედვით ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 2-დან 5 წლამდე – 10%;

ბ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

გ) 10-დან 15 წლამდე – 20%;

დ) 15-დან 20 წლამდე – 25%;

ე) 20-დან 25 წლამდე – 30%;

ვ) 25-დან 30 წლამდე – 35%;

ზ) 30 წელი და მეტი – 40%.

2. დაუშვებელია ზემოაღნიშნული დანამატის დარიცხვა შრომის ანაზღაურების ფონდში შესაბამისი ასიგნების გარეშე.

3. წელთა ნამსახურობის მიხედვით ყოველთვიური დანამატის დარიცხვა განხორციელდეს ნამსახურობის შესახებ სათანადო ამონაწერის (ცნობის) საფუძველზე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს.

5. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.

6. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

ი. მერაბიშვილი