საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №394 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2006 ძალადაკარგული 13.01.2009
ნომერი
№394
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.009774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 176, 29/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.774

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №394

2006 წლის 29 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

დ. კეზერაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

2.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის ბრძანება №331-სსმIII,№89, 26.06.2007წ.,მუხ.962

3.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №547-სსმIII,№134, 26.09.2007წ.,მუხ.1466

4.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

5.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 მაისის ბრძანება №246-სსმIII,№69, 07.05.2008წ.,მუხ.741

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია (ტექსტში შემდგომ – ადმინისტრაცია) არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინისტრის და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

 

 

5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია“ და შტამპები, აგრეთვე ბლანკები საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისათვის.

თავი II. ადმინისტრაციის ამოცანები

6. ადმინისტრაციის ამოცანებია:

ა) სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

გ) სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო არასაიდუმლო) უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს არქივის მართვა;

ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;

ზ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ვიზირება;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა საკადრო საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა და შემდგომში მისი განვითარების უზრუნველყოფა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის ბრძანება №331-სსმIII,№89, 26.06.2007წ.,მუხ.962

7. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

თავი III. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

8. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.

9. ადმინისტრაციის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

10. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

11. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.   

12. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;

ბ) დასამტკიცებლად წარადგენს ადმინისტრაციის ერთიან საშტატო ნუსხას;

გ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ წახალისების ან/და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;

თ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციის ფუნქციების შესრულებაზე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის შესაბამისად, გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

 

თავი IV. სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობით ადმინისტრაცია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

13. ადმინისტრაცია მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი) მეშვეობით:

ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის ბრძანება №331-სსმIII,№89, 26.06.2007წ.,მუხ.962

14. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

15. ქვედანაყოფს, საჭიროებისამებრ, გააჩნია ბლანკი შიდა და გარე მიმოწერისათვის და ბეჭედი.

16. ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

თ) ანგარიშს აბარებს ადმინისტრაციის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

17. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილებას ანიჭებს იურიდიული დეპარტამენტის სა-ჯარო მოხელეებს სასამართლო ინსტანციებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

18. ქვედანაყოფის სამმართველოსა და განყოფილებას ხელმძღვანელობს შესაბამისად სამმართველოსა და განყოფილების უფროსი.

19. სამმართველოსა და განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შემოსულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

გ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფის თანამშრომლებს;

დ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

19​1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის მათში შემავალი ერთეულების უფროსებს (შემდგომში – უფროსი), თავდაცვის სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჰყავთ მოადგილეები (შემდგომში – უფროსის მოადგილე), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

192. უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უფროსის მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

193. უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;

ბ) მონაწილეობს ქვედანაყოფში (ერთეულში) შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობს ქვედანაყოფში (ერთეულში) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

20. საქმისწარმოების დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) საერთო კანცელარიის სამმართველო;

ბ) საიდუმლო წარმოების განყოფილება;

გ) სამინისტროს არქივის განყოფილება;

დ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

21. საქმისწარმოების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი;

გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;

დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზება და გაფორმების სის-წორეზე კონტროლის განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამი-ნისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

კ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;

ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;

მ) საქმისწარმოების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების კომპიუტერული მომსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

21​1.(ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

21​2. (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

22. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ბ) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) დაგეგმვის, პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო;

23. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;

გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

ზ) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;

თ) თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;

ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;

კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ნ) ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით, შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობა;

ო) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

პ) ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება.

24. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.

25. იურიდიული დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;

ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას და ვიზირებას;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;

დ) იურიდიულ კონსულტაციას უწევს სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს;

ე)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ვ) უზრუნველყოფს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ზ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში;

თ) წარმომადგენლობს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ი) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

კ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე;

ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მ) აძლევს მეთოდურ მითითებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერთების) იურისტებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის, სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას.

პ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

25​1. (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

25​2. (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

26. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) დაგეგმარების სამმართველო.

27. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზების უზრუნველყოფა;

გ) ადგენს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების პროგრამებს, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხას, გეგმებისა და ბრძანებების პროექტებს და აკონტროლებს მათში განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობას;

დ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა (მათ შორის, საკანცელარიო ნივთები, სასმელები და სხვა);

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი;

ზ) თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხების მიზნობრივი განკარგვისა და დროულად ჩამოწერის კონტროლი;

თ) საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ი) ყველა კატეგორიის ვიზიტის საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და ვიზირებისათვის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირისათვის წარდგენა;

კ) უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების, კვებისა და სამახსოვრო საჩუქრების შეძენის ორგანიზება, შიდა საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ლ) უცხო ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტებისას, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნებში ვიზიტებისას, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიის ვიზების მომზადება;

მ) დამტკიცებული გეგმებითა და ბრძანებებით განსაზღვრული და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა;

ო) თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების დროს უზრუნველყოფს შეხვედრის თარგმნას.

28. (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

29(ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

30. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;

ბ) კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

გ)(ამოღებულია);

დ)(ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

31. (ამოღებულია).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

32. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

321. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პერსონალის მიმართ:

ა.ა) მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება-წარმოება;

ა.ბ) შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, მოსამსახურეთათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ა.გ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგების გავლენის ანალიზი, ვაკანსიების შევსების სისტემის ანალიზი;

ა.დ) კადრების რაოდენობრივი შემადგენლობისა და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა;

ა.ე) მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ა.ვ) მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. პერსონალის პროფესიული დონის ობიექტური შეფასების და თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა;

ა.ზ) თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;

ა.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების პროექტების მომზადება;

ა.ი) თანამშრომელთა საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება, აგრეთვე ჩინებისა და რანგების მიკუთვნების არსებული მექანიზმის სრულყოფა;

ა.კ) მუშაკთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება;

ა.ლ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე;

ა.მ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ა.ნ) პერსონალის ანალიზი ასაკობრივი მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილების მიხედვით;

ა.ო) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ,,ორგანიზაციული აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ა.პ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისთვის ,,სამუშაო აღწერის“ მომზადება და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ა.ჟ) ,,ორგანიზაციული აღწერის“ და ,,სამუშაო აღწერის“ დოკუმენტის ფორმის განსაზღვრა, შემუშავება და მათი შევსების წესის დადგენა. ,,ორგანიზაციული აღწერის“ და ,,სამუშაო აღწერის“ საფუძველზე თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო პირობების შესწავლა-ანალიზი, შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოცულობისა და ქვედანაყოფის რაოდენობის – შემადგენლობის შესაბამისობის და სამუ-შაო დროის მართვის ანალიზი;

ა.რ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისათვის პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ს) ანგარიშგების ერთიანი სისტემის შექმნა ყოველი საჯარო მოსამსახურის მიერ გაწეული სამუშაოსა და მივლინებების ეფექტურობის ანალიზის მიზნით;

ა.ტ) პერსონალს შორის სამსახურებრივი ურთიერთობების, ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის არსებობის შესწავლა-ანალიზი, ფსიქოლოგიური ტეს-ტირება და შესაბამისი დასკვნების-რეკომენდაციების მომზადება;

ა.უ) კომპეტენციების ფარგლებში შემავალ საკითხებზე ანალიზის შედეგად რეკომენდაციებისა და პროგნოზების შემუშავება;

ა.ფ) პერსონალის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და ამ პროცესში სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე აქტიური მონაწილეობის მიღება;

ა.ქ) პერსონალის სამსახურში მოზიდვის შერჩევისა და დანიშვნის პოლიტიკის შემუშავება;

ა.ღ) მოხელეთა რეზერვის ჩამოყალიბების სრულყოფილი მექანიზმის შექმნა;

ა.ყ) პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის შემუშავება;

ა.შ) საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სრულყოფის ხელშეწყობა;

ა.ჩ) საკადრო მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა განახლება;

ა.ც) პერსონალის ფუნქციონალური მოვალეობების რაციონალური განაწილების მიზნით, ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ა.ძ) საჯარო მოსამსახურეთა მოტივირება-სტიმულირების ერთიანი კონცეპტუალური მიდგომების, პრინციპებისა და ფორმების განსაზღვრა;

ა.წ) პერსონალის მოძრაობისა და დენადობის ანალიზი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;

ბ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალისათვის);

გ) თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

დ) სამოქალაქო ოფისის ორგანიზაციული სტრუქტურის პოლიტიკის შემუშავება და მისი ჩამოყალიბების პროცესში, რჩევებისა და რეკომენდაციების დონეზე მონაწილეობა;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟიორთა მიღების პროცედურისა და სტაჟირების გავლის კოორდინაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი ს ბრძანება №89-სსმIII,№30, 06.03.2007წ.,მუხ.351

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №547-სსმIII,№134, 26.09.2007წ.,მუხ.1466

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 მაისის ბრძანება №246-სსმIII,№69, 07.05.2008წ.,მუხ.741

32​2. მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემის პროტოტიპის შექმნას;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვას, სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფას, შესრულების ხარისხის ანალიზის და სისტემის განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის გატარებას;

გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემის ინტეგრაციული პროცესების კოორდინაციას;

დ) მართვის ავტომატიზებული სისტემის ფუნქციონირების და ექსპლუატაციის კონტროლს;

ე) კოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემების, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებას;

ვ) ტექნიკური პერსონალის სწავლება/გადამზადების განხორციელებას, ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და შემდგომ ეტაპზე ეფექტურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 22 ივნისის ბრძანება №331-სსმIII,№89, 26.06.2007წ.,მუხ.962

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №645-სსმIII,№156, 06.11.2007წ.,მუხ.1731

თავი V. დასკვნითი დებულება

33. ადმინისტრაციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

 

 

                    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №394 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ““, №394, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.009774 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1426358-5/