უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.009.660
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №800
2006 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ
კარი პირველი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აწესრიგებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, საკადასტრო აღწერის დოკუმენტირების, მონაცემების შემოწმების, მიღების, აღრიცხვის, გამოყენების, შენახვისა და დაცვის წესს და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი
ა) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (არარეგისტრირებული პირები და სხვა) ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლებსაც კანონის, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის, გარიგების ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა, შეეცვალა ან/და შეუწყდა უფლება უძრავ ნივთზე ან რომელთა შესახებაც არსებობს ჩანაწერი საჯარო რეესტრში;
ბ) არარეგისტრირებული პირები – არარეგისტრირებული კავშირი ან სამოქალაქო კოდექსის 208-ე–232-ე და 930-ე–940-ე მუხლებით გათვალისწინებული ამხანაგობები;
გ) პირველადი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
დ) შემდგომი რეგისტრაცია – საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის, გადაცემის, შეცვლის, შეზღუდვის ან შეწყვეტის რეგისტრაცია;
ე) საკადასტრო აღწერა – უძრავი ნივთების შესახებ მონაცემების დოკუმენტირება (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება), რომლებიც ასახავენ უძრავი ნივთების ადგილმდებარეობას, დანიშნულებას, საზღვრებს, ზომებს და მათთან დაკავშირებულ უფლებებს;
ვ) უძრავი ნივთის აღრიცხვა – სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგების ასახვა საკადასტრო რუკაზე;
ზ) საკადასტრო აღწერის დოკუმენტირება – საკადასტრო აღწერის შედეგად მოპოვებული გრაფიკული და ტექსტური მონაცემებისათვის სტანდარტული დოკუმენტური სახის მიცემა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;
თ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი – ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით და განსაზღვრულ მასშტაბში შესრულებული მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის საზღვრების, ფართობისა და ადგილმდებარეობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულება;
ი) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემა – საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის №206 ბრძანებულებით დადგენილი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემა (WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში);
კ) გეომონაცემთა ბაზა – უძრავი ნივთის მიმართ უფლებრივი მდგომარეობისა და ტექნიკური პარამეტრების ამსახველი გრაფიკული და ტექსტური მონაცემების სისტემური ერთობლიობა;
ლ) სატელიტური მეთოდი – უძრავი ნივთის მახასიათებელი წერტილის ადგილმდებარეობის დადგენა გლობალური პოზიციონირების სადგურის საშუალებით (მეთოდის გამოყენების ხელსაწყო – GPS);
მ) ტაქეომეტრიული და თეოდოლიტური მეთოდი – უძრავი ნივთის მახასიათებელი წერტილის ადგილმდებარეობის დადგენა ოპტიკური საამზომველო ხელსაწყოს საშუალებით;
ნ) არაპირდაპირი აზომვის მეთოდი – უძრავი ნივთის მახასიათებელი წერტილის ადგილმდებარეობის დადგენა კუთხეებისა და მანძილების გადაკვეთის საშუალებით;
ო) დიგიტალიზაციის (დეშიფრირების) მეთოდი – წერტილის ადგილმდებარეობის კოორდინატების (x,y) განსაზღვრა გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მოყვანილ აერო ან კოსმოსურ გამოსახულებაზე.
მუხლი 3. საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები
სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი უფლებები:
ა) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, სამისდღეშიო რჩენის, მემკვიდრეობის, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის, საკუთრების უფლების დადასტურების ან პრივატიზების გზით, აგრეთვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვება;
ბ) აღნაგობა, უზუფრუქტი, იპოთეკა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უძრავი ნივთის იჯარისა და ქირავნობის უფლებები, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სანოტარო წესით დაუმოწმებელი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იჯარის უფლება;
გ) კანონიერ ძალაში შესული საქორწინო ხელშეკრულებით დადგენილი ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეეხება უძრავ ნივთს;
დ) ბინის მესაკუთრეთა ან/და ამხანაგობის წევრთა შორის დადებული შეთანხმებები;
ე) სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი ჩანაწერის წარმოება საჯარო რეესტრში.
მუხლი 4. საჯარო რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები
უძრავ ნივთზე სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, რომლებსაც არ ითვალისწინებს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლი, ექვემდებარება საჯარო რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციას.
მუხლი 5. უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია და საკადასტრო კოდის ფორმირება
1. უძრავ ნივთს ენიჭება განუმეორებელი საკადასტრო კოდი და სწორედ ამ კოდით აღირიცხება იგი სააღრიცხვო ბარათზე, სარეგისტრაციო მოწმობაზე, საკუთრების სიგელზე, ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმაზე და საკადასტრო რუკაზე.
2. საბაზო საკადასტრო კოდის ფორმირება ხდება მიწის ნაკვეთისა და ხაზოვანი ნაგებობის იდენტიფიკაციის მიზნით.
3. მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობება-ნაგებობებისა და მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ინდივიდუალური საკუთრების ერთეულების (ბინები, ოფისები და სხვა) იდენტიფიკაციისათვის საბაზო კოდს ემატება შენობა-ნაგებობის და ინდივიდუალური საკუთრების ერთეულის კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. უძრავი ნივთის გაერთიანებისას ან გაყოფისას ახლად შექმნილ უძრავ ნივთს ენიჭება ახალი კოდი.
მუხლი 6. სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრის დადგენის წესი
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგის-ტრაციო ზონებად, ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა – სექტორებად, სექტორი კი – კვარტალებად.
2. სარეგისტრაციო ზონის, სექტორისა და კვარტალის საზღვრებს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სარეგისტრაციო ზონის საზღვარი ძირითადად უნდა ემთხვეოდეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებს. მყარი ადმინისტრაციული საზღვრების არარსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ზონის საზღვარი დგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4. სექტორის საზღვრები არ უნდა კვეთდეს ზონის საზღვრებს და ძირითადად უნდა ემთხვეოდეს დასახლებების (სოფელი, დაბა, ქალაქი), დასახლებათა გაერთიანებების (თემი) და დასახლებების ნაწილების (უბნების) საზღვრებს.
5. კვარტალის საზღვრები არ უნდა კვეთდეს სექტორის საზღვრებს. კვარტალების საზღვრები ძირითადად უნდა გადიოდეს ადვილად იდენტიფიცირებად და დროში შედარებით მუდმივად შენარჩუნებად ხაზოვან ტოპოგრაფიულ კონტურებზე (გზები, მდინარეები, არხები, ხევები და სხვა).
6. კვარტალის საზღვრების დადგენისას კვარტალის ფარგლებში მოქცეული ნაკვეთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500-ს.
7. ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრების ამსახველი დოკუმენტაციის ერთი ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
8. სარეგისტრაციო სამსახურში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იქნეს გაკრული შესაბამისი სარეგისტრაციო ზონის, სექტორებისა და კვარტალების საზღვრების ნახაზი.
მუხლი 7. სახელმწიფო რეგისტრატორის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
1. ზონის (ზონების) ან/და სექტორის (სექტორების) სახელმწიფო რეგისტრატორი (შემდგომ – რეგისტრატორი), უფლებამოსილია:
ა) მოახდინოს, უარი განაცხადოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს უფლებათა რეგისტრაცია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;
ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე მოამზადოს და გასცეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შემდგომ – ამონაწერი), სარეგისტრაციო მოწმობა, საკუთრების სიგელი, საკადასტრო რუკებისა და გეგმების ასლები;
გ) ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს ხელახალი საკადასტრო აღწერის ჩატარება;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოამზადოს და დაამტკიცოს უძრავი ნივთის საკადასტრო გეგმა;
ე) დასაბუთებული უარი განაცხადოს არარეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისების, სხვა პირის სარგებლობაში გადაცემის და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან ხორციელდება სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილების (განჩინების) ან საკანონმდებლო აქტის საფუძველზე;
ვ) რეგისტრატორი ასევე უფლებამოსილია შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები.
2. რეგისტრატორი პასუხს არ აგებს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე.
3. რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მუხლი 8. რეგისტრატორის ბეჭედი და ხელმოწერა
1. რეგისტრატორის ბეჭდითა და ხელმოწერით მოწმდება საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო ჩანაწერები.
2. სახელმწიფო რეგისტრატორს აქვს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის დასახელება და მცირე სახელმწიფო გერბი.
3. ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშები ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
4. ბეჭედი ინახება რეგისტრატორის სამუშაო ადგილზე და დაუშვებელია მათი სხვა პირისათვის გადაცემა. ბეჭედი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრატორისათვის. ცალკეულ შემთხვევებში მისი გამოყენების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით, შესაძლებელია მიეცეს სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებულ სხვა პირს.
5. რეგისტრატორი ვალდებულია ბეჭდის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
6. დაკარგული ან დაზიანებული ბეჭდის სანაცვლოდ რეგისტრატორს გადაეცემა ახალი ბეჭედი, რომელსაც უნდა ჰქონდეს დაკარგული ბეჭდისაგან განმასხვავებელი ნიშანი.
7. ახალი ბეჭდის დამზადების შემდეგ დაზიანებული ან დაკარგული ბეჭდის პოვნის შემთხვევაში ნაპოვნი ბეჭედი უნდა გაიჭრას ორ ნაწილად. ბეჭდის გაჭრილი ნაწილები ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღწერილი პროცედურის შესახებ უნდა შედგეს ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აქტი, ბეჭდის გაჭრილი ნაწილები მოთავსდეს კონვერტში და კონვერტი დაილუქოს. ბეჭდის განადგურებას უნდა ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და ის რეგისტრატორი, რომლის ბეჭედიც დაიკარგა.
მუხლი 9. უფლებათა რეგისტრაციის ადგილი
უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში.
მუხლი 10. სარეგისტრაციო წარმოების ენა
სარეგისტრაციო წარმოების ენაა ქართული.
მუხლი 11. უფლების რეგისტრაციის ვადის ათვლა
1. სარეგისტრაციო წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე.
2. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 12. უფლებამოსილების მიუკერძოებლად განხორციელება და კანონის წინაშე თანასწორობა
1. რეგისტრატორი ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.
2. დაუშვებელია დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მისთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან დისკრიმინაციული ზომების მიღება.
მუხლი 13. რეესტრის საჯაროობა
საჯარო რეესტრის ჩანაწერი და უფლების რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია (ნახაზი, გეგმა, სქემა და სხვა) გასაცნობად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 14. პროფესიული საიდუმლოება
1. რეგისტრატორს და სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებულ პირს უფლება არა აქვს გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება რეგისტრატორის და სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
2. სხვის პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის და ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელების ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
კარი მეორე
თავი II. პირველადი რეგისტრაცია
მუხლი 15. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას – თუ მიწის ნაკვეთზე განლაგებული არ არის შენობა-ნაგებობა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, თუ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დამატებით – შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც ასახული იქნება სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის უფლებების გავრცელების საზღვრები და ფართობი.
მუხლი 16. მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) უძრავი ნივთის ბინის/ერთეულის ორდერი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს მომართვაში.
მუხლი 17. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი ნორმატიული ან სამართლებრივი აქტები;

გ) შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დამატებით – შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც ასახული იქნება თვითმმართველი ერთეულის, როგორც თანამესაკუთრის უფლებების გავრცელების საზღვრები და ფართობები.
მუხლი 18. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ქონებრივი შენატანის საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ სასამართლოს აქტი ან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი იურიდიული პირის დაფუძნებისა და საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის თაობაზე (სს-ის შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე) თანდართული დოკუმენტაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 19. ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) თუ საკუთრების უფლება რეგისტრირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მაშინ დამატებით სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 20. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია (სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა) ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე;
ბ) კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მუხლი 21. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) 1998 წლის 12 ნოემბრამდე გამოცემული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, პროექტის შეთანხმების ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული პროექტი);
გ) ერთჯერადი საზღაურის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) საგადასახადო ორგანოს ცნობა მიწის გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ;
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ვ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 22. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის პირველადი რეგისტრაცია
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი (პირდაპირი მიყიდვის, სპეციალური და ღია აუქციონის დროს);
ბ) იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო წესით დამოწმების გარეშე) (იპოთეკის წარმოშობის რეგის-ტრაციისას); დოკუმენტი იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მოწერილობა იპოთეკის გაუქმების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულების შესახებ ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ (შეწყვეტის რეგისტრაციისას);

მუხლი 23. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების (ქონების მართვის) სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი;

მუხლი 24. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს);

მუხლი 25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე აღიარებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია
სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის არსებობდა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში და რომლებზედაც აღნიშნული დროისათვის განლაგებული იყო ინდივიდუალური სახლები, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობას და მასზე ინდივიდუალური სახლის არსებობას;

გ) თუ საკუთრების უფლება რეგისტრირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და მათზე განლაგებულ ინდივიდუალურ სახლებზე, მაშინ დამატებით სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 26. მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობის ბინაზე/ერთეულზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ბინაზე/ერთეულზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

ბ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული იყო ცნობა-დახასიათება, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ცნობა-დახასიათება. ხოლო თუ ცნობა-დახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ახსნა-განმარტება აღნიშნულის თაობაზე;

მუხლი 27. მშენებარე და მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
1. მშენებარე შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) პროექტის შეთანხმების ბრძანება ან/და ბრძანებით დამტკიცებული პროექტი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ე) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნა-გებობაზე შეიტანება ჩანაწერი „მშენებარე“, სამომავლო საკუთრების უფლების მითითებით.
3. მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნაგებობაზე ჩანაწერი „მშენებარე“ უქმდება.
მუხლი 28. მშენებარე და მშენებლობადამთავრებულ მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე და მათ კონკრეტულ ინდივიდუალურ საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
1. მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ი მშენებლობის ნებართვა;
გ) მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის სართულების მიხედვით ინდივიდუალური და საერთო საკუთრების ფართობების განლაგების სქემა, დამოწმებული პროექტის ავტორისა და დამკვეთის მიერ;
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნა-გებობაზე შეიტანება ჩანაწერი „მშენებარე“, სამომავლო საკუთრების უფლების მითითებით.
3. მშენებარე მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის კონკრეტულ ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სამომავლო საკუთრების უფლების მქონე პირის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ან უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
4. მშენებლობადამთავრებულ მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე და მათ კონკრეტულ ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნაგებობაზე ჩანაწერი „მშენებარე“ უქმდება.
თავი III. შემდგომი რეგისტრაცია
მუხლი 29. ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების შემდგომი რეგისტრაცია
ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის ხელშეკრულება ან სამკვიდრო მოწმობა;
ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (აღნიშნული არ მოითხოვება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას).
მუხლი 30. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (ნასყიდობის, აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) მხოლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;

დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 31. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 32. სამისდღეშიო რჩენის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მასში ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მისი ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი (შეწყვეტის რეგისტრაციისას);

2. სარჩენის უძრავ ნივთზე მარჩენალის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ვალდებულების გრაფაში შესაბამისი ჩანაწერით, რომელიც უქმდება სარჩენის გარდაცვალების შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში მარჩენალმა უნდა წარადგინოს სარჩენის გარდაცვალების მოწმობა.
მუხლი 33. საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაცია
საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) ქორწინების ან განქორწინების მოწმობა, სანოტარო წესით დამოწმებული საქორწინო ხელშეკრულება და საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი საქორწინო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი და განქორწინების მოწმობა (შეწყვეტის რეგისტრაციისას);

მუხლი 34. საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის ან კაპიტალის შემცირებისა და შენატანის პარტნიორისათვის დაბრუნების შესახებ;
ბ) შესაბამისი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილების შესახებ;
გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;

ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 35. იურიდიული პირების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
იურიდიული პირების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შესაბამისი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იურიდიული პირის რეორგანიზაციის (შერწყმის, გაყოფის, გამოყოფის, შეერთების ან მიერთების) ან ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) დოკუმენტი იურიდიული პირის ქონების განაწილების შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული;

მუხლი 36. უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას და მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

2. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში და შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები პროპორციულია მათ მიერ გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

3. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში და შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები არ არის პროპორციული მათ მიერ გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ნაკვეთების გაერთიანების შესახებ, სადაც უნდა ჩანდეს მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა წილები;

გ) შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

4. თუ გასაერთიანებელი უძრავი ნივთები მდებარეობენ სხვადასხვა კვარტალის ფარგლებში, მაშინ გასაერთიანებელი უძრავი ნივთების ერთ კვარტალში მოქცევის მიზნით იცვლება კვარტალის საზღვრები და შემდეგ ხდება უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მუხლი 37. უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
2. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად არ იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

3. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება (განჩინება);

გ) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
4. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისებისას წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელზეც შესრულებულია დაყოფის სქემატური ნახაზი;

5. თუ თანამესაკუთრეების შეთანხმება მათ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე დადასტურებულია სანოტარო წესით ან წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის დაყოფის ან უძრავი ნივთის ერთ-ერთი ნაწილის გასხვისების თაობაზე, დაყოფის შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთების რეგისტრაცია ხდება ცალ-ცალკე.
მუხლი 38. იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება (იპოთეკის რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, იპოთეკარის მომართვა იპოთეკის გაუქმების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულების შესახებ ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 39. სხვისი საკუთრებით სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) ხელშეკრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) შეწყვეტის შესახებ ან უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის თაობაზე (შეწყვეტის რეგისტრაციისას);

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის უფლების, მასში ცვლილების ან მისი შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს იჯარის უფლების, უფლებაში ცვლილების ან უფლების შეწყვეტის სანოტარო წესით დაუმოწმებელი, ხოლო მხარეთა ნების არსებობისას სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
მუხლი 40. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულება (აღნიშნული არ მოითხოვება კანონისმიერი სერვიტუტის შემთხვევაში) (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (შეწყვეტის რეგისტრაციისას);

მუხლი 41. ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების შესახებ და ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა და ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების უფლებამოსილება;

მუხლი 42. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვებისას რეგისტრატორი ახდენს საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. თუ მესაკუთრის მიერ გატანილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მაშინ დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი ან მესაკუთრის განცხადება ამონაწერის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ.
თავი IV. ხაზოვან ნაგებობებზე უფლებათა რეგისტრაცია
მუხლი 43. ხაზოვან ნაგებობებზე უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია
1. ხაზოვან ნაგებობაზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის სარეგისტრაციო სამსახურში.
2. ხაზოვან ნაგებობაზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია წარმოებს უფლების რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის სარეგისტრაციო სამსახურში.
3. ხაზოვან ნაგებობაზე უფლების შემდგომი რეგისტრაცია წარმოებს იმავე სარეგისტრაციო სამსა-ხურში, სადაც განხორციელდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია.
4. ხაზოვან ნაგებობაზე უფლებათა რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებების და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ხაზოვანი ნაგებობის განლაგების სქემატური საკადასტრო ნახაზი.
5. ხაზოვან ნაგებობაზე უფლებათა რეგისტრაციას ახდენს ზონის რეგისტრატორი.
6. ხაზოვან ნაგებობაზე უფლების რეგისტრაციის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირზე გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სქემატური საკადასტრო რუკა, რომელიც დამზადებულია დაინტერე-სებული პირის მიერ წარმოდგენილი სქემატური საკადასტრო ნახაზის საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებს.
7. თუ ხაზოვანი ნაგებობა განლაგებული რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მაშინ იმ ზონის რეგისტრატორი, რომელშიც მოხდა უფლების რეგისტრაცია, ვალდებულია რეგისტრირებულ ხაზოვან ნაგებობაზე ინფორმაცია (სქემატური საკადასტრო რუკისა და ამონაწერის ასლი) გადააგზავნოს ყველა იმ ზონის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა.
თავი V. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
მუხლი 44. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტაციის გამოყენების წესი
1. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არ არის უძრავი ნივთის ფართობი, აღნიშნულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
2. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები შეცდომით დართულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში სხვა მისამართზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე, მაშინ დოკუმენტაცია დაერთვის შესაბამის სააღრიცხვო ბარათს და გაიცემა ცვლილების შესაბამისი საინფორმაციო ცნობა, რომელსაც თან ერთვის წერილობითი დასკვნა აღნიშნული ცვლილებების შესახებ.
3. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემულ საინფორმაციო ცნობაში ან/და საინვენტარიზაციო გეგმაზე არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად დატანილია მცდარი ფართობი, მაშინ რეგისტრატორი ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობის შესაბამისად.
4. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში არსებობს ჩანაწერი შენობა-ნაგებობის სრულად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ, მაშინ საინვენტარიზაციო გეგმა გაიცემა აღნიშნულის მითითებით.
5. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე საინვენტარიზაციო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში არქივის მიერ უნდა გაიცეს ის საინვენტარიზაციო გეგმა, რომლის მონაცემებიც შეესაბამება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო თუ არც ერთი საინვენტარიზაციო გეგმა არ შეესაბამება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ მონაცემებს, უნდა გაიცეს უკანასკნელი აღწერით შესრულებული საინვენტარიზაციო გეგმა.
მუხლი 45. უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთების წარდგენისა და უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრირდება ერთად, პირველადი რეგისტრაციის სახით ანუ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე აღნიშნული იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა.
2. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დაუმოწმებელი ასლი, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც იდენტური უნდა იყოს არქივში არსებული დოკუმენტის ასლისა, ხოლო თუ დაინტერესებული პირი ვერ წარადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას, მაშინ უძრავ ნივთზე უფლების დადგენა უნდა განხორციელდეს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის შესაბამისად.
3. თუ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში, დაინტერესებული პირის მიერ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან/და უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია უფლების რეგისტრაცია მოახდინოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ.
4. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დადასტურებულია ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შტამპით, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში არ მოიპოვება ან აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე სააღრიცხვო ბარათში არ არის შეტანილი ჩანაწერი, წარმოადგენს უფლების საჯარო რეეტრში რეგისტრაციის საფუძველს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი დამატებით წარადგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ უფლებაზე მის მიერ ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან ცნობა-დახასიათება გატანილი არ ყოფილა.
5. სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტში უძრავ ნივთზე კონკრეტული სანივთო, ვალდებულებითი ან სხვა უფლების არსებობის დადგენა წარმოადგენს უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს, მიუხედავად იმისა, დაევალა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებით (განჩინებით) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს უფლების რეგისტრაცია.
6. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან/და ტექინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებულ დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის ფონეტიკურ-მორფოლოგიური შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, კნინობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები (მაგ.: პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.) ერთმანეთს შეესაბამება, დაინტერესებულ პირზე უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირდება მის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ მიეთითება სააღრიცხვო ბარათში.
7. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ზევით არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
8. თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი ნაკლებია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
9. თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მყარი საზღვრები და საკა-დასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
10. თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი საზღვრები და საკადასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
11. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო ნაწილი აღრიცხულია როგორც ფაქტობრივად დაკავებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ნაწილზე საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დაკავებული ნაწილიც.
12. თუ ადგილობრივი მმართველობის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა ისე, რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა ერთოდეს ახსნა-განმარტება ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული უფლებამოსილი პირის ცნობა-დახასიათების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე.
13. სარეგისტრაციოდ წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტის დედანი, სანოტარო ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი.
14. რეგისტრაცია არ წარმოებს იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, ან/და გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და აღნიშნული შესწორებანი არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
15. ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო, ვალდებულებითი ან საგარანტიო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იყოს მისი მიღებიდან (გამოცემიდან) ან დამოწმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამატებით გადაიხდება მომსახურების საფასური აღნიშნული კანონით დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით. თუ თანასაკუთრების უფლება წარმოშობილია უფლების დამადასტურებელი ერთი და იმავე დოკუმენტის საფუძველზე და ეს დოკუმენტი ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ საკუთარი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა დადგენილ ვადაში, მაშინ სხვა თანამესაკუთრე (თანამესაკუთრეები) მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით არ იხდის მომსახურების საფასურის სამმაგ ოდენობას.
კარი მესამე
თავი V. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილება
მუხლი 46. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი
1. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წრე განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება საკადასტრო აღწერის წარმოება, საკადასტრო აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება ან/და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი კონკრეტული პირისათვის რეკლამის გაწევა.
3. სარეგისტრაციო სამსახურებში მოთხოვნის საფუძველზე თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ მისი ინიციატივით ან დაფინანსებით ორგანიზებულ სისტემურ საკადასტრო აღწერაზე.
თავი VI. საკადასტრო აღწერის შედეგების დოკუმენტირება
მუხლი 48. საკადასტრო აღწერის ზოგადი პირობები
1. საკადასტრო აღწერის საბოლოო შედეგი წარმოდგენილ უნდა იქნეს WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში (სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატთა სისტემა). აღწერის მეთოდებიდან შესაძლებელია გამოყენებული იქნეს:
ა) სატელიტური აზომვის მეთოდი (GPS-ით);
ბ) ტაქეომეტრიული ან თეოდოლიტური მეთოდი;
გ) არაპირდაპირი აზომვის (კუთხეებისა და მანძილების გადაკვეთის) მეთოდი;
დ) დიგიტალიზაციის მეთოდი.
2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკეული ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე შემდეგი მასშტაბის ფარგლებში:
ა) 1:500 – არა უმეტეს 0.15 მ-სა;
ბ) 1:1000 – არა უმეტეს 0.25 მ-სა;
გ) 1:2000 – არა უმეტეს 0.50 მ-სა;
დ) 1:5000 – არა უმეტეს 1.0 მ-სა.
3. საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) შენობა-ნაგებობა;
გ) წერტილოვანი ობიექტები (მაგ: ბოძი, ჭა, ხე, ბუჩქი და სხვა);
დ) ხაზოვანი ნაგებობები;
ე) სერვიტუტების გავრცელების საზღვრები;
ვ) გასხვისების ზოლების საზღვრები;
ზ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები (მაგ: მდინარე, ხრამი, ხევი და სხვა).
მუხლი 49. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის დანიშნულება;
ბ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი;
გ) მიწის ნაკვეთის ფართობი;
დ) სერვიტუტის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სასაზღვრე გვერდების ზომები;
ვ) შენობა-ნაგებობის რიგითი ნომრები და მათი განაშენიანების ფართობები;
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი;
თ) მიწის ნაკვეთის აზომვის თარიღი;
ი) პირობითი ნიშნები.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფონად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორთოფოტოგეგმა.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მასშტაბი უნდა შეირჩეს მონაცემთა გარკვევით წაკითხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.
მუხლი 50. შენობა-ნაგებობაზე ინფორმაციის წარმოდგენის სპეციფიკა
1. თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა გამოსახულ უნდა იქნეს გარე პერიმეტრის მაჩვენებელი პოლიგონის სახით. ასეთ შემთხვევაში შენობა-ნაგებობის გეგმა არ მოითხოვება.
2. თუ შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაში იმყოფება, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც გამოსახული იქნება ცალ-კეული თანასაკუთრების უფლების გავრცელების საზღვრები და ფართობი.
3. შენობა-ნაგებობის გეგმა წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ქაღალდის ვერსიის სახით, თვალსაჩინო მასშტაბში (მაქსიმუმ 1:500) და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შენობა-ნაგებობის დანიშნულება (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი და სხვა);
ბ) ადგილმდებარეობა/მისამართი ან რიგითი ნომერი;
გ) შენობა-ნაგებობის საერთო და ინდივიდუალური/ცალკეული უფლების გავრცელების ფართები (ნახაზზე ექსპლიკაციის სახით);
დ) აზომვის თარიღი.
მუხლი 51. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია
1. საკადასტრო აღწერის მონაცემთა დიგიტალური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.
2. წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.
3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზოვანი ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.
4. პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) შენობა-ნაგებობა;
გ) სერვიტუტისა და გასხვისების ზოლების საზღვრები;
დ) ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.
5. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის – ობიექტის დასახელებას და ტიპს;
ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის – ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს;
გ) შენობის პოლიგონური ფენისათვის – შენობის რიგით ნომერს (ორთანრიგიანი), ობიექტის დანიშნულებას (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი სხვა), შენობა-ნაგებობის მდგომარეობას (მშენებარე, მშენებლობადასრულებული), სართულიანობას, განაშენიანების ფართობს, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობს, შენობა-ნაგებობაში საერთო საკუთრების ფართობს (მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის), შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალური საკუთრების ფართობებს (მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის).
6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;
ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;
გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი. ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე – 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;
დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები;
ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;
ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზოვანი ნაგებობისა);
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა/ნაგებობების შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;
თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.
თავი VII. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნისა და მიღების წესი
მუხლი 52. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის წესი
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება, თუ:
ა) უძრავი ნივთის შესახებ საკადასტრო მონაცემები არ მოიპოვება სარეგისტრაციო სამსახურში ან გამოვლენილია სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო აღწერის მონაცემთა შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ საბუთში არსებულ მონაცემებთან;
ბ) პირი არ ეთანხმება მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს ან მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებს.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ მოითხოვება:
ა) პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ ჩატარებულია სისტემური საკადასტრო სამუშაოები;
ბ) უფლებების შემდგომი რეგისტრაციისას, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურში უკვე არსებობს უძრავი ნივთის სრულყოფილი საკადასტრო ინფორმაცია;
გ) მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე ან მის ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციისას, თუ უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლები არის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში.
მუხლი 53. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შემოწმებისა და მიღების ზოგადი წესი
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – ასევე ბეჭდით.
2. სისტემური საკადასტრო აღწერის შედეგების ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამსახურები, ხოლო თუ სისტემური საკადასტრო აღწერის არეალი არის მცირე – შესაბამისი ზონის სარეგისტრაციო სამსახური.
3. საკადასტრო აღწერის შედეგების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია საკადასტრო აღწერის შედეგების შეუსაბამობა ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან.
კარი მეოთხე
თავი VII. სარეგისტრაციო წარმოება
მუხლი 54. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები
1. სარეგისტრაციო წარმოება მოიცავს რეგისტრაციის პროცესს, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადების მიღებას, აგრეთვე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, შეწყვეტას, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, სააღრიცხვო ბარათში რეესტრის ჩანაწერის, ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური ხასიათის ხარვეზის შესწორებას, ჩანაწერის გაუქმებას და სხვა.
2. სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური.
მუხლი 55. დაინტერესებული პირის ვინაობის დადგენა
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა ხდება ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, რომლის ასლი დაერთვის განცხადებას. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.
2. დაინტერესებული იურიდიული პირის ვინაობის დადგენა ხდება იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი (საგადასახადო ორგანო, იუსტიციის სამინისტრო) რეესტრიდან, რომელიც დაერთვის განცხადებას.
3. სარეგისტრაციო წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. წარმომადგენლობის დამადატურებელი დოკუმენტი დაერთვის განცხადებას.
მუხლი 56. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება). სარეგისტრაციო წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სარეგისტრაციო განცხადებას და დოკუმენტაციას დაინტერესებული პირი წარადგენს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტით წარდგენის შემთხვევაში განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს სათანადო წესით.
2. განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ნივთის ადგილ-მდებარეობის მიხედვით და უნდა შეიცავდეს:
ა) სარეგისტრაციო სამსახურის დასახელებას;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) წარმომდგენის ვინაობას და მისამართს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) განმცხადებლის მოთხოვნის არსს;
ე) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხას;
ვ) განმცხადებლის ხელმოწერას;
ზ) განცხადების წარმომდგენის ხელმოწერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) განცხადების წარდგენის თარიღს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციის მეორე კარით განსაზღვრული სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთები.
4. სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს სხვა რაიმე დამატებითი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და მეორე კარით განსაზღვრული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
მუხლი 57. განცხადების რეგისტრაცია
1. სარეგისტრაციო სამსახური განცხადების მიღებას ადასტურებს განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.
2. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, დრო, ნომერი და დაუყოვნებლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) მომსახურების სახეს;
გ) უძრავი ნივთის მისამართს ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) განცხადების რეგისტრაციის თარიღს, ნომერსა და დროს;
ე) განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
ვ) მიღებული დოკუმენტების ჩამონათვალს;
ზ) გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის ოდენობას.
მუხლი 58. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება
1. რეგისტრატორი დაუყოვნებლივ ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ ინსტრუქციის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მეორე კარით გათვალისწინებული საბუთი ან ინფორმაცია, ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი დოკუმენტის, ინფორმაციის ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების და დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 3, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით 15 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრის შესახებ. მასში აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულება დაეკისრა დაინტერესებულ პირს და მათი წარმოდგენის ვადა.
2. თუ კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს რაიმე დოკუმენტი, ეს ვადა დაცულად ჩაითვლება დოკუმენტის არასახელმწიფო ენაზე წარდგენის დროსაც.
3. შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის დინების განახლების შესახებ. დამატებითი დოკუმენტების წარდგენისას, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირი რეგისტრირებულ განცხადებასა და საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციის ნუსხას, წარდგენის თარიღს და გასცემს განცხადების მიღების ბარათს აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
4. თუ განმცხადებელი დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, რეგისტრატორს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია რჩება სარეგისტრაციო სამსახურში.
მუხლი 59. წარმომადგენელი სარეგისტრაციო წარმოებაში
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სარეგისტრაციო სამსახურთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
2. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.
4. დაინტერესებული პირი, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით, უფლებამოსილია თავადაც აწარმოოს ურთიერთობა სარეგისტრაციო სამსახურთან.
მუხლი 60. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები
1. რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს;
ბ) რეგისტრატორს წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას.
2. უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
3. რეგისტრატორის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორს წარედგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 61. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა
1. რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ:
ა) დაინტერესებული პირის განცხადებით;
ბ) თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება ან ამ უფლების ობიექტი აღარ არსებობს ან გარიგება გაუქმდა კანონით დადგენილი წესით, მხარეთა შეთანხმებით;
გ) თუ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.
2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია რჩება საჯარო რეესტრში.
მუხლი 62. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ:
ა) დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას;
ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად არის ცნობილი;
დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.

3. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს რეგისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ.
მუხლი 63. საჯარო რეესტრის ჩანაწერის განხორციელება
1. რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა.
2. უფლების რეგისტრაცია გულისხმობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის შეტანას სააღრიცხვო ბარათში. უფლების პირველადი რეგისტრაციისას ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი, ხოლო უფლების შემდგომი რეგისტრაციისას სააღრიცხვო ბარათში შეიტანება ახალი ჩანაწერი ან ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი.
3. უფლების რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა განცხადების რეგისტრაციის თარიღი.
4. სარეგისტრაციო ჩანაწერის წარმოება ხდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
5. საჯარო რეესტრში ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ისე, რომ ქაღალდის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ჩანაწერის კვალის მოსპობა. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს მჭიდროდ, რათა გამოირიცხოს ორ ჩანაწერს შორის სხვა ჩანაწერის შესაძლებლობა. რეესტრში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა. ჩანაწერი შეტანილ უნდა იყოს მკაფიოდ, რათა გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
6. ჩანაწერში სიტყვების შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველ-თაოდ მიღებული და ცნობილია ან შემოკლების შედეგად გაუგებარი არ ხდება სიტყვის ან/და წინადადების მნიშვნელობა.
7. სარეგისტრაციო დოკუმენტები დაერთვის სააღრიცხვო ბარათს და ინახება არქივში.
8. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტები და სააღრიცხვო ბარათი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, იგი უნდა იყოს აკინძული და ზონარგაყრილი. ამასთანავე, ზონარი ქაღალდით ისე უნდა იყოს დაწებებული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს რეგისტრატორის ბეჭედი და ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი – დოკუმენტის ფურცელზე.
მუხლი 64. საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებისა და დამატების შეტანა
1. რეგისტრატორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მოახდინოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების რეგისტრაცია.
2. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების შეტანის რეგისტრაციის საფუძვლებია:
ა) მესაკუთრის შეუცვლელად მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო) და სხვა ცვლილება, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული;
ბ) ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც დაზუსტებას იწვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან/და დამატებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები;
დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტი.
4. რეგისტრირებულ მონაცემებში საკუთარი ინიციატივით ცვლილების ან/და დამატების შეტანამდე რეგისტრატორი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს აცნობოს შესაძლო ცვლილების ან/და დამატების შესახებ და საკუთარი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად განუსაზღვროს მათ 20-დღიანი ვადა.
5. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 65. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება
1. რეგისტრატორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გაასწოროს ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის უზუსტო გადატანით, ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ხარვეზად ჩაითვლება ჩანაწერში დაშვებული ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე ჩანაწერის სხვა ნაწილებიდან და/ან სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს ჩანაწერის შინაარსის არსებით შეცვლას.
2. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე წარმოებს რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით და ერთი სამუშაო დღის ვადაში.
3. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება რეგისტრატორის მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოებს დაინტერესებული პირისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდგომ.
4. ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 66. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
1. საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება, თუ:
ა) წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს;
გ) წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საჯარო რეესტრში საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების რეგისტრაცია;
დ) ამოიწურა ვადით განსაზღვრული უფლების მოქმედების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ ჩანაწერის საფუძველთან ერთად.
3. საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების შემთხვევაში სარეგისტრაციო ჩანაწერები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან კარგავენ იურიდიულ ძალას.
მუხლი 67. დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოება
1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს კანონმდებლობით დაწესებულ ვადაზე ადრე.
2. სარეგისტრაციო სამსახური დაჩქარებულ სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე და დადგენილ ვადებში.
მუხლი 68. რეგისტრატორის გადაწყვეტილება
1. რეგისტრატორის გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით და იგი წარმოადგენს ინდივი-დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სათაურს;
ბ) სარეგისტრაციო სამსახურის მისამართს;
გ) რეგისტრატორის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
დ) გამოცემის თარიღს და სარეგისტრაციო ნომერს;
ე) საქმის გარემოებებს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს (ის საკანონმდებლო ან კანონმდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს გადაწყვეტილება).
2. გადაწყვეტილება მიღებიდან ერთი დღის ვადაში უნდა გადაეცეს ან ფოსტით გაეგზავნოს განმცხადებელს.
3. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ის ორგანო ან თანამდებობის პირი, ვისთანაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
4. რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია
მუხლი 69. განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი
განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით შეიტანება მონაცემები გაცხადებული მოთხოვნისა და შესრულებული სარეგისტრაციო ქმედების შესახებ.
მუხლი 70. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი
1. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს;
ბ) ფართობს (დაზუსტებულს, დაუზუსტებელს);
გ) მისამართს (ადგილმდებარეობას);
დ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
ე) საკუთრების უფლების სახეს;
ვ) წინა საკადასტრო კოდს;
ზ) მესაკუთრის (თანამესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
თ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; პირველადი რეგისტრაციისას – საკუთრების დამადასტურებელი საბუთების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს;
ი) თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაცემებს;
კ) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ობიექტების საკადასტრო კოდებსა და მონაცემებს;
ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეზღუდვის (სარგებლობის) ან ვალდებულებითი დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რეკვიზიტებსა და შეზღუდვის შინაარსს;
მ) იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელთა სასარგებლოდაც შეზღუდულია ან დატვირთულია უფლება;
ნ) უფლების დამადასტურებელი საბუთების არსებით პირობებს;
ო) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ ჩანაწერს სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სანოტარო წესით დამოწმებული ისეთი გარიგების მოთხოვნების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ან მოახდენს უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა სანივთო უფლებაზე;
პ) უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ჟ) მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
რ) იპოთეკის სახესა და მისი უზრუნველყოფის პირობებს.
2. თითოეულ მიწის ნაკვეთზე, ბინაზე/ერთეულზე ან დამოუკიდებელი სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე ივსება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი.
3. სააღრიცხვო ბარათის განუმეორებელი ნომერი იდენტურია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდისა.
4. სააღრიცხვო ბარათის ძალაში მყოფი ჩანაწერები წარმოადგენს უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ იურიდიულ საფუძველს.
5. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება წარმოებს უფლების დამადასტურებელი საბუთების და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საფუძველზე.
6. სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს სახელმწიფო რეგისტრატორი.
მუხლი 71. სარეგისტრაციო მოწმობა
1. სარეგისტრაციო მოწმობა არის უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე გაცემული ძირითადი იურიდიული დოკუმენტი.
2. სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში შედის მისი გამოცემის მომენტიდან.
3. სარეგისტრაციო მოწმობა დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
4. სარეგისტრაციო მოწმობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარისათვის მისი გადაცემიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 72. საკუთრების სიგელი
1. საკუთრების სიგელი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე და ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს.
2. საკუთრების სიგელი დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
მუხლი 73. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
2. ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებზე ამონაწერი გაიცემა სახელობით.
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეიცავს გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ბათილია ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის სააღრიცხვო ბარათს მისი გაცემის მომენტისათვის.
4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განუყოფელ ნაწილს (დანართს) წარმოადგენს საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ძალაშია გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
7. ამონაწერი წარმოადგენს უძრავ ნივთზე შემდგომი გარიგების და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
თავი IX. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსიის დამატებით მოთხოვნის წესი
საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამატებით მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო სამსახურებში იარსებებს საკადასტრო ინფორმაციის აღრიცხვისა და გამოყენების კომპიუტერული სისტემა. იმ სარეგისტრაციო სამსახურებში, სადაც რეგისტრაციის პროცესი უკვე კომპიუტერიზებულია, შეიძლება დაინტერესებული პირის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსიის დამატებით ნებაყოფლობით წარმოდგენა.
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.009.660
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №800
2006 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო🔗
წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს და მარეგისტრირებელ ორგანოთა უფლებამოსილებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი🔗
ა) ნივთი – მოძრავი ან უძრავი ნივთი;
ბ) მოძრავი ნივთი – ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად;
გ) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი და ცალკე უფლების ობიექტი;
დ) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე ან აშენებული) ან მის გარეშე;
ე) ინდივიდუალური საკუთრების საგანი – მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე ან აშენებული);
ვ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგება ორზე მეტი ერთეულისაგან (საკუთრების უფლების ობიექტისგან);
ზ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული – ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად;
თ) ცალკე უფლების ობიექტი – ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს;
ი) არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე;
კ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ლ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
მ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;
ნ) სარეგისტრაციო წარმოება – მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
ო) შესაბამისი რეესტრი – ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი რეესტრი;
პ) საკადასტრო აღწერა – უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დოკუმენტირება (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება);
ჟ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი – უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრები🔗
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის მათზე უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
2. ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
4. უძრავ ნივთზე უფლება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაციის დღედ ითვლება შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის დღე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი🔗
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება საკადასტრო კოდი. უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის ფორმირების წესს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები:
ა) საკუთრება;
ბ) იპოთეკა;
გ) აღნაგობა;
დ) უზუფრუქტი;
ე) სერვიტუტი;
ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ) იჯარა, ქვეიჯარა;
თ) თხოვება.
4. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია და უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 5. უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა🔗
1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე უფლება, რომლებიც თავისი შინაარსით გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
2. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარ-დგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.
4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხა-დების წარდგენის (რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 6. ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი🔗
1. ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, გარდა ყადაღადადებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების, მათ შორის, ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციისა.
3. მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს ყადაღის რეგისტრაციაზე, თუ ყადაღის დადების დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ყადაღის საგნისა და მისი მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას ან/და ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 7. ყადაღის რეგისტრაციის და რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა🔗
1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ყადაღა, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ყადაღათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
2. რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რიგითობის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 8. მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.
2. მარეგისტრირებელ ორგანოში რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების მიზნით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგისტრაციო ზონებად. სარეგისტრაციო ზონის ფორმირების პირობებს, სტრუქტურას და საზღვრებს ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
4. სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციას აწარმოებს სარეგისტრაციო ზონის შესაბამისად.
5. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
6. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მწარმოებელი სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ინფორმაცია გადააგზავნოს ყველა იმ ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია ცალკე უფლების ობიექტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 9. მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება🔗
1. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.
3. დოკუმენტაციის ასლის სისწორის დამოწმებისას მარეგისტრირებელი ორგანო ადგენს ფორმულარს. ფორმულარი იწერება ასლის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. ფორმულარის შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფორმულარი მოწმდება მარეგისტრირებელი ორგანოს სამსახურებრივი ბეჭდით. თუ დოკუმენტის ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ფურცლები ისე უნდა აიკინძოს, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ფურცლების განცალკევება.
4. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტების ასლებს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.
5. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს მის მიერ გამოცემული ან გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.
7. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
8. სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია არაუფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში, სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.
9. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით, ხოლო დოკუმენტი გაიცეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით.
10. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების, ხოლო ამ სახით მიღებული, გამოცემული ან გაცემული დოკუმენტი – ამ ინსტრუქციისა თუ მოქმედი კანონმდებლობის მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მართვის ავტომატური საშუალებების შესაძლებლობებსა და მუშაობის პრინციპებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 10. რეგისტრაციის საფუძვლები🔗
1. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. რეგისტრაციისთვის გადაიხდება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.
3. რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძვლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის) თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 11. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება🔗
1. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.
2. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) გადაწყვეტილების სახეს;
ბ) სათაურს;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;
გ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს;
დ) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;
ე) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას.
ვ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
ზ) სამსახურებრივ ბეჭედს.
3. გადაწყვეტილებაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული გადაწყვეტილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 12. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი🔗
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
2. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით, ხოლო ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით.
3. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 13. რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები🔗
1. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.
2. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.
3. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
4. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ.-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ.-ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
5. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი – როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა გაიცეს მიწის ნაკვეთის უფლებააღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.
6. თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.
7. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე.
8. თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.
9. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის იმ ნაწილებზე და ნაგებობა-დანადგარებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობითა თუ თანამესაკუთრეთა შეთანხმებით წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს (სხვენი, სარდაფი და სხვა), თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ამხანაგობის (მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნით.
10. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე, მიუხედავად იმისა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია თუ არა თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება, თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
11. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 14. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
კარი მეორე
თავი II. პირველადი რეგისტრაცია
მუხლი 15. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას – თუ მიწის ნაკვეთზე განლაგებული არ არის შენობა-ნაგებობა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, თუ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დამატებით – შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც ასახული იქნება სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის უფლებების გავრცელების საზღვრები და ფართობი.
მუხლი 16. მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის ბინაზე/ერთეულზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) უძრავი ნივთის ბინის/ერთეულის ორდერი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს მომართვაში.
მუხლი 17. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვა ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი ნორმატიული ან სამართლებრივი აქტები;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დამატებით – შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც ასახული იქნება თვითმმართველი ერთეულის, როგორც თანამესაკუთრის უფლებების გავრცელების საზღვრები და ფართობები.
მუხლი 18. მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის (შპს და სს) საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (ქონებრივი შენატანის საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ სასამართლოს აქტი ან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი იურიდიული პირის დაფუძნებისა და საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის თაობაზე (სს-ის შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე) თანდართული დოკუმენტაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 19. ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) თუ საკუთრების უფლება რეგისტრირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მაშინ დამატებით სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 20. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია (სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა) ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე;
ბ) კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მუხლი 21. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) 1998 წლის 12 ნოემბრამდე გამოცემული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, პროექტის შეთანხმების ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული პროექტი);
გ) ერთჯერადი საზღაურის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) საგადასახადო ორგანოს ცნობა მიწის გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ;
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ვ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 22. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის პირველადი რეგისტრაცია
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების ან/და იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი (პირდაპირი მიყიდვის, სპეციალური და ღია აუქციონის დროს);
ბ) იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო წესით დამოწმების გარეშე) (იპოთეკის წარმოშობის რეგის-ტრაციისას); დოკუმენტი იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მოწერილობა იპოთეკის გაუქმების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულების შესახებ ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მუხლი 23. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების (ქონების მართვის) სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 24. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე აღიარებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია
სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის არსებობდა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში და რომლებზედაც აღნიშნული დროისათვის განლაგებული იყო ინდივიდუალური სახლები, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობას და მასზე ინდივიდუალური სახლის არსებობას;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) თუ საკუთრების უფლება რეგისტრირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და მათზე განლაგებულ ინდივიდუალურ სახლებზე, მაშინ დამატებით სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 26. მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობის ბინაზე/ერთეულზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ბინაზე/ერთეულზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული იყო ცნობა-დახასიათება, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ცნობა-დახასიათება. ხოლო თუ ცნობა-დახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ახსნა-განმარტება აღნიშნულის თაობაზე;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 27. მშენებარე და მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
1. მშენებარე შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) პროექტის შეთანხმების ბრძანება ან/და ბრძანებით დამტკიცებული პროექტი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ე) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნა-გებობაზე შეიტანება ჩანაწერი „მშენებარე“, სამომავლო საკუთრების უფლების მითითებით.
3. მშენებლობადამთავრებულ შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნაგებობაზე ჩანაწერი „მშენებარე“ უქმდება.
მუხლი 28. მშენებარე და მშენებლობადამთავრებულ მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე და მათ კონკრეტულ ინდივიდუალურ საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია
1. მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) პროექტის შეთანხმების ბრძანება ან/და ბრძანებით დამტკიცებული პროექტი;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა;
გ) მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთის სართულების მიხედვით ინდივიდუალური და საერთო საკუთრების ფართობების განლაგების სქემა, დამოწმებული პროექტის ავტორისა და დამკვეთის მიერ;
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნა-გებობაზე შეიტანება ჩანაწერი „მშენებარე“, სამომავლო საკუთრების უფლების მითითებით.
3. მშენებარე მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის კონკრეტულ ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სამომავლო საკუთრების უფლების მქონე პირის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ან უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
4. მშენებლობადამთავრებულ მრავალბინიან/მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაზე და მათ კონკრეტულ ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღრიცხვო ბარათში შენობა-ნაგებობაზე ჩანაწერი „მშენებარე“ უქმდება.
(ამოღებულია)
თავი III. შემდგომი რეგისტრაცია
მუხლი 29. ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების შემდგომი რეგისტრაცია
ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის ხელშეკრულება ან სამკვიდრო მოწმობა;
ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (აღნიშნული არ მოითხოვება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას).
მუხლი 30. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს) ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, თანდართული სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება (ნასყიდობის, აუქციონის, კონკურსის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის დროს) და მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) მხოლოდ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 31. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 32. სამისდღეშიო რჩენის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მასში ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მისი ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. სარჩენის უძრავ ნივთზე მარჩენალის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ვალდებულების გრაფაში შესაბამისი ჩანაწერით, რომელიც უქმდება სარჩენის გარდაცვალების შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში მარჩენალმა უნდა წარადგინოს სარჩენის გარდაცვალების მოწმობა.
მუხლი 33. საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაცია
საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) ქორწინების ან განქორწინების მოწმობა, სანოტარო წესით დამოწმებული საქორწინო ხელშეკრულება და საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი საქორწინო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი და განქორწინების მოწმობა (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 34. საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საწარმოს საწესდებო კაპიტალში უძრავი ნივთის შეტანით ან კაპიტალის შემცირების შედეგად შენატანის დაბრუნებით წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანის ან კაპიტალის შემცირებისა და შენატანის პარტნიორისათვის დაბრუნების შესახებ;
ბ) შესაბამისი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილების შესახებ;
გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 35. იურიდიული პირების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
იურიდიული პირების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად უძრავ ნივთზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შესაბამისი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი იურიდიული პირის რეორგანიზაციის (შერწყმის, გაყოფის, გამოყოფის, შეერთების ან მიერთების) ან ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) დოკუმენტი იურიდიული პირის ქონების განაწილების შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული;
გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ე) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 36. უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას და მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
2. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში და შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები პროპორციულია მათ მიერ გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
გ) თუ საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაიკარგა ან დაზიანდა, ისე რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, განცხადება აღნიშნულის თაობაზე.
3. თუ მომიჯნავე უძრავი ნივთები არ წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, მდებარეობს ერთი საკადასტრო კვარტალის ფარგლებში და შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები არ არის პროპორციული მათ მიერ გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ნაკვეთების გაერთიანების შესახებ, სადაც უნდა ჩანდეს მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა წილები;
ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) შემოთავაზებული გაერთიანების შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
4. თუ გასაერთიანებელი უძრავი ნივთები მდებარეობენ სხვადასხვა კვარტალის ფარგლებში, მაშინ გასაერთიანებელი უძრავი ნივთების ერთ კვარტალში მოქცევის მიზნით იცვლება კვარტალის საზღვრები და შემდეგ ხდება უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მუხლი 37. უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
1. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთი პირის საკუთრებას, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
2. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად არ იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
3. თუ უძრავი ნივთი წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად იცვლება თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება (განჩინება);
ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები;
დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაყოფის შედეგად წარმოქმნილ ყოველ მიწის ნაკვეთზე.
4. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისებისას წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელზეც შესრულებულია დაყოფის სქემატური ნახაზი;
ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
5. თუ თანამესაკუთრეების შეთანხმება მათ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაყოფაზე დადასტურებულია სანოტარო წესით ან წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის დაყოფის ან უძრავი ნივთის ერთ-ერთი ნაწილის გასხვისების თაობაზე, დაყოფის შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთების რეგისტრაცია ხდება ცალ-ცალკე.
მუხლი 38. იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
იპოთეკის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება (იპოთეკის რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, იპოთეკარის მომართვა იპოთეკის გაუქმების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულების შესახებ ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი იპოთეკის გაუქმების შესახებ (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 39. სხვისი საკუთრებით სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) ხელშეკრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი სარგებლობის უფლების (ქირავნობა, იჯარა, თხოვება) შეწყვეტის შესახებ ან უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის თაობაზე (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის უფლების, მასში ცვლილების ან მისი შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს იჯარის უფლების, უფლებაში ცვლილების ან უფლების შეწყვეტის სანოტარო წესით დაუმოწმებელი, ხოლო მხარეთა ნების არსებობისას სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
მუხლი 40. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია
სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულება (აღნიშნული არ მოითხოვება კანონისმიერი სერვიტუტის შემთხვევაში) (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (შეწყვეტის რეგისტრაციისას);
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 41. ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ამხანაგობის წევრის/წევრების მიერ მისი/მათი წილის შესაბამის უძრავ ნივთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სანოტარო წესით დამოწმებული ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების შესახებ და ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა და ამხანაგობის თანასაკუთრების უძრავი ნივთის წევრებს შორის წილობრივად განაწილების უფლებამოსილება;
ბ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 42. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვებისას რეგისტრატორი ახდენს საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. თუ მესაკუთრის მიერ გატანილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მაშინ დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ამონაწერი ან მესაკუთრის განცხადება ამონაწერის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
თავი IV. ხაზოვან ნაგებობებზე უფლებათა რეგისტრაცია
მუხლი 43. ხაზოვან ნაგებობებზე უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაცია
1. ხაზოვან ნაგებობაზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის სარეგისტრაციო სამსახურში.
2. ხაზოვან ნაგებობაზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია წარმოებს უფლების რეგისტრაციით დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის სარეგისტრაციო სამსახურში.
3. ხაზოვან ნაგებობაზე უფლების შემდგომი რეგისტრაცია წარმოებს იმავე სარეგისტრაციო სამსა-ხურში, სადაც განხორციელდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია.
4. ხაზოვან ნაგებობაზე უფლებათა რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებების და ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ხაზოვანი ნაგებობის განლაგების სქემატური საკადასტრო ნახაზი.
5. ხაზოვან ნაგებობაზე უფლებათა რეგისტრაციას ახდენს ზონის რეგისტრატორი.
6. ხაზოვან ნაგებობაზე უფლების რეგისტრაციის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირზე გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სქემატური საკადასტრო რუკა, რომელიც დამზადებულია დაინტერე-სებული პირის მიერ წარმოდგენილი სქემატური საკადასტრო ნახაზის საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებს.
7. თუ ხაზოვანი ნაგებობა განლაგებული რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მაშინ იმ ზონის რეგისტრატორი, რომელშიც მოხდა უფლების რეგისტრაცია, ვალდებულია რეგისტრირებულ ხაზოვან ნაგებობაზე ინფორმაცია (სქემატური საკადასტრო რუკისა და ამონაწერის ასლი) გადააგზავნოს ყველა იმ ზონის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა.
თავი V. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
მუხლი 44. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტაციის გამოყენების წესი
1. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არ არის უძრავი ნივთის ფართობი, აღნიშნულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
2. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები შეცდომით დართულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში სხვა მისამართზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე, მაშინ დოკუმენტაცია დაერთვის შესაბამის სააღრიცხვო ბარათს და გაიცემა ცვლილების შესაბამისი საინფორმაციო ცნობა, რომელსაც თან ერთვის წერილობითი დასკვნა აღნიშნული ცვლილებების შესახებ.
3. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემულ საინფორმაციო ცნობაში ან/და საინვენტარიზაციო გეგმაზე არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად დატანილია მცდარი ფართობი, მაშინ რეგისტრატორი ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობის შესაბამისად.
4. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში არსებობს ჩანაწერი შენობა-ნაგებობის სრულად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ, მაშინ საინვენტარიზაციო გეგმა გაიცემა აღნიშნულის მითითებით.
5. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე საინვენტარიზაციო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში არქივის მიერ უნდა გაიცეს ის საინვენტარიზაციო გეგმა, რომლის მონაცემებიც შეესაბამება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო თუ არც ერთი საინვენტარიზაციო გეგმა არ შეესაბამება სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ მონაცემებს, უნდა გაიცეს უკანასკნელი აღწერით შესრულებული საინვენტარიზაციო გეგმა.
მუხლი 45. უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთების წარდგენისა და უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრირდება ერთად, პირველადი რეგისტრაციის სახით ანუ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების (აღიარების) თაობაზე საგადასახადო ორგანოს ცნობის გარეშე. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება ასევე აღნიშნული იპოთეკის უფლებაში ნებისმიერი ცვლილება ან იპოთეკის უფლების შეწყვეტა.
2. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დაუმოწმებელი ასლი, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც იდენტური უნდა იყოს არქივში არსებული დოკუმენტის ასლისა, ხოლო თუ დაინტერესებული პირი ვერ წარადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას, მაშინ უძრავ ნივთზე უფლების დადგენა უნდა განხორციელდეს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის შესაბამისად.
3. თუ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში, დაინტერესებული პირის მიერ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან/და უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია უფლების რეგისტრაცია მოახდინოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში არსებული უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ.
4. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დადასტურებულია ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შტამპით, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათში არ მოიპოვება ან აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე სააღრიცხვო ბარათში არ არის შეტანილი ჩანაწერი, წარმოადგენს უფლების საჯარო რეეტრში რეგისტრაციის საფუძველს. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი დამატებით წარადგენს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ უფლებაზე მის მიერ ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან ცნობა-დახასიათება გატანილი არ ყოფილა.
5. სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტში უძრავ ნივთზე კონკრეტული სანივთო, ვალდებულებითი ან სხვა უფლების არსებობის დადგენა წარმოადგენს უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს, მიუხედავად იმისა, დაევალა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებით (განჩინებით) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს უფლების რეგისტრაცია.
6. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან/და ტექინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში არსებულ დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის ფონეტიკურ-მორფოლოგიური შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – უზუსტობა ასოებში, კნინობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები (მაგ.: პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.) ერთმანეთს შეესაბამება, დაინტერესებულ პირზე უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირდება მის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ მიეთითება სააღრიცხვო ბარათში.
7. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ზევით არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
8. თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი ნაკლებია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
9. თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მყარი საზღვრები და საკა-დასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი უფლების რეგისტრაციას ახდენს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებული ფართობის შესაბამისად.
10. თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გააჩნია მყარი საზღვრები და საკადასტრო აღწერის შედეგებით მისი ფართობი, კონფიგურაციის უცვლელად ან კონფიგურაციის უმნიშვნელო ცვლილებით, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობზე ან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, რეგისტრატორი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
11. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო ნაწილი აღრიცხულია როგორც ფაქტობრივად დაკავებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო ბარათით რეგისტრირებულ ნაწილზე საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დაკავებული ნაწილიც.
12. თუ ადგილობრივი მმართველობის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება დაიკარგა ან დაზიანდა ისე, რომ მისი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა ერთოდეს ახსნა-განმარტება ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული უფლებამოსილი პირის ცნობა-დახასიათების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე.
13. სარეგისტრაციოდ წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტის დედანი, სანოტარო ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი.
14. რეგისტრაცია არ წარმოებს იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, ან/და გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და აღნიშნული შესწორებანი არ არის სათანადო წესით დამოწმებული.
15. ყველა ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების, სხვა სანივთო, ვალდებულებითი ან საგარანტიო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უნდა იყოს მისი მიღებიდან (გამოცემიდან) ან დამოწმებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამატებით გადაიხდება მომსახურების საფასური აღნიშნული კანონით დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით. თუ თანასაკუთრების უფლება წარმოშობილია უფლების დამადასტურებელი ერთი და იმავე დოკუმენტის საფუძველზე და ეს დოკუმენტი ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ საკუთარი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინა დადგენილ ვადაში, მაშინ სხვა თანამესაკუთრე (თანამესაკუთრეები) მისი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციისას დამატებით არ იხდის მომსახურების საფასურის სამმაგ ოდენობას.
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 16. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 18. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 33. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 34. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 36. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 40. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 41. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 42. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 43. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 44. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗

მუხლი 46. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 48. საკადასტრო აღწერის ზოგადი პირობები🔗
1. საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.
2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში:
თავი V. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილება
მუხლი 46. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი
1. საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წრე განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება საკადასტრო აღწერის წარმოება, საკადასტრო აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება ან/და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი კონკრეტული პირისათვის რეკლამის გაწევა.
3. სარეგისტრაციო სამსახურებში მოთხოვნის საფუძველზე თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ მისი ინიციატივით ან დაფინანსებით ორგანიზებულ სისტემურ საკადასტრო აღწერაზე.
თავი VI. საკადასტრო აღწერის შედეგების დოკუმენტირება
მუხლი 48. საკადასტრო აღწერის ზოგადი პირობები
1. საკადასტრო აღწერის საბოლოო შედეგი წარმოდგენილ უნდა იქნეს WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში (სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატთა სისტემა). აღწერის მეთოდებიდან შესაძლებელია გამოყენებული იქნეს:
ა) სატელიტური აზომვის მეთოდი (GPS-ით);
ბ) ტაქეომეტრიული ან თეოდოლიტური მეთოდი;
გ) არაპირდაპირი აზომვის (კუთხეებისა და მანძილების გადაკვეთის) მეთოდი;
დ) დიგიტალიზაციის მეთოდი.
2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკეული ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე შემდეგი მასშტაბის ფარგლებში:
ა) 1:500 – არა უმეტეს 0.15 მ-სა;
ბ) 1:1000 – არა უმეტეს 0.25 მ-სა;
გ) 1:2000 – არა უმეტეს 0.50 მ-სა;
დ) 1:5000 – არა უმეტეს 1.0 მ-სა.
3. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:
3. საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) შენობა-ნაგებობა;
გ) ცალკე უფლების ობიექტი;
დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები;
ე) წერტილოვანი ობიექტი;
ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები.
4. საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
5. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთთა არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 49. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია🔗
1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას/მისამართს;
ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
გ) მიწის ნაკვეთის ფართობს;
დ) საზღვრების გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);
ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს;
ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;
თ) საკადასტრო აღწერის თარიღს;
ი) პირობით ნიშნებს.
2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მასშტაბში: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 50. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია🔗
1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.
გ) წერტილოვანი ობიექტები (მაგ: ბოძი, ჭა, ხე, ბუჩქი და სხვა);
დ) ხაზოვანი ნაგებობები;
ე) სერვიტუტების გავრცელების საზღვრები;
ვ) გასხვისების ზოლების საზღვრები;
ზ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები (მაგ: მდინარე, ხრამი, ხევი და სხვა).
მუხლი 49. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის დანიშნულება;
ბ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი;
გ) მიწის ნაკვეთის ფართობი;
დ) სერვიტუტის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სასაზღვრე გვერდების ზომები;
ვ) შენობა-ნაგებობის რიგითი ნომრები და მათი განაშენიანების ფართობები;
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი;
თ) მიწის ნაკვეთის აზომვის თარიღი;
ი) პირობითი ნიშნები.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფონად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორთოფოტოგეგმა.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მასშტაბი უნდა შეირჩეს მონაცემთა გარკვევით წაკითხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.
მუხლი 50. შენობა-ნაგებობაზე ინფორმაციის წარმოდგენის სპეციფიკა
1. თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა გამოსახულ უნდა იქნეს გარე პერიმეტრის მაჩვენებელი პოლიგონის სახით. ასეთ შემთხვევაში შენობა-ნაგებობის გეგმა არ მოითხოვება.
2. თუ შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაში იმყოფება, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გეგმა, რომელზედაც გამოსახული იქნება ცალ-კეული თანასაკუთრების უფლების გავრცელების საზღვრები და ფართობი.
3. შენობა-ნაგებობის გეგმა წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ქაღალდის ვერსიის სახით, თვალსაჩინო მასშტაბში (მაქსიმუმ 1:500) და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შენობა-ნაგებობის დანიშნულება (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი და სხვა);
ბ) ადგილმდებარეობა/მისამართი ან რიგითი ნომერი;
გ) შენობა-ნაგებობის საერთო და ინდივიდუალური/ცალკეული უფლების გავრცელების ფართები (ნახაზზე ექსპლიკაციის სახით);
დ) აზომვის თარიღი.
მუხლი 51. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია
1. საკადასტრო აღწერის მონაცემთა დიგიტალური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.
2. წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.
3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საზღვრები, გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.
3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზოვანი ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.
4. პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) შენობა-ნაგებობა;
გ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.
გ) სერვიტუტისა და გასხვისების ზოლების საზღვრები;
დ) ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.
5. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის – ობიექტის დასახელებას და ტიპს;
ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის – ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს;
გ) შენობა-ნაგებობის პოლიგონური ფენისათვის – შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს.
6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:
გ) შენობის პოლიგონური ფენისათვის – შენობის რიგით ნომერს (ორთანრიგიანი), ობიექტის დანიშნულებას (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი სხვა), შენობა-ნაგებობის მდგომარეობას (მშენებარე, მშენებლობადასრულებული), სართულიანობას, განაშენიანების ფართობს, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობს, შენობა-ნაგებობაში საერთო საკუთრების ფართობს (მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის), შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალური საკუთრების ფართობებს (მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის).
6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;
ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;
გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი. ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე – 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;
დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები;
ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;
ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა);
ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზოვანი ნაგებობისა);
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა/ნაგებობების შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;
თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 51. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი🔗
1. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას/მისამართს;
ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);
გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს;
დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);
ე) საკადასტრო აღწერის თარიღს.
2. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს 1:100 – 1:500 მასშტაბში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 52. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 53. (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
თავი VII. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნისა და მიღების წესი
მუხლი 52. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის წესი
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოითხოვება, თუ:
ა) უძრავი ნივთის შესახებ საკადასტრო მონაცემები არ მოიპოვება სარეგისტრაციო სამსახურში ან გამოვლენილია სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო აღწერის მონაცემთა შეუსაბამობა უფლების დამადასტურებელ საბუთში არსებულ მონაცემებთან;
ბ) პირი არ ეთანხმება მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს ან მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებს.
3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ მოითხოვება:
ა) პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში, თუ ჩატარებულია სისტემური საკადასტრო სამუშაოები;
ბ) უფლებების შემდგომი რეგისტრაციისას, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურში უკვე არსებობს უძრავი ნივთის სრულყოფილი საკადასტრო ინფორმაცია;
გ) მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე ან მის ინდივიდუალური საკუთრების ერთეულზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციისას, თუ უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლები არის ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში.
მუხლი 53. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შემოწმებისა და მიღების ზოგადი წესი
1. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – ასევე ბეჭდით.
2. სისტემური საკადასტრო აღწერის შედეგების ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას ახორციელებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამსახურები, ხოლო თუ სისტემური საკადასტრო აღწერის არეალი არის მცირე – შესაბამისი ზონის სარეგისტრაციო სამსახური.
3. საკადასტრო აღწერის შედეგების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია საკადასტრო აღწერის შედეგების შეუსაბამობა ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან.
კარი მეოთხე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 54. სარეგისტრაციო წარმოება🔗
1. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ამ თავით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესით.
2. სარეგისტრაციო წარმოების ენაა ქართული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 55. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში🔗
1. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს როგორც სარეგისტრაციო წარმოების ერთ-ერთი მხარე.
2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის, ხოლო ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების არსებობის შემთხვევაში _ ასევე განცხადების წარმომდგენის მეშვეობით.
3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის ან განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოების ყველა საკითხზე ურთიერთობს მათთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 56. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა🔗
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობა დგინდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.
2. დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
3. დაინტერსებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
4. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის ვინაობა დგინდება პირადობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
5. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, განცხადების წარმომდგენის ვინაობა დგინ-დება ეროვნულ სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით და განცხადების წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
6. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამის ორგანოთა მონაცემთა ბაზა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 57. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება🔗
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.
2. სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
3. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც თავისი არსით სავალდებულოა მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 58. განცხადების წარდგენის წესი🔗
1. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით. განცხადების ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.
3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ხოლო ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში – ასევე ელექტრონული ასლის სახით.
6. წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.
7. სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
8. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დედნის ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეინახოს ელექტრონული ასლის სახით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.
10. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 59. განცხადების რეგისტრაცია🔗
1. მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.
2. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი.
3. განცხადების რეგისტრაციის წიგნის და განცხადების მიღების ბარათის ფორმა და შინაარსი მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 60. სარეგისტრაციო წარმოების ვადა🔗
1. სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
3. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 61. გადაწყვეტილების მიღება🔗
მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 62. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება🔗
1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) განცხადებას თან არ ერთვის ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) განცხადება ან/და მასზე თანდართული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით;
გ) დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას;
დ) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;
ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;
ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;
ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 1 თვე, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით.
4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინ-ფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.
5. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 63. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა🔗
მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;
ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურე-ბელი დოკუმენტი ან ინფორმაცია;
გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან საგანი აღარ არსებობს ან გარიგება თუ უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაუქმდა;
დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;
ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 64. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა🔗
სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას;
ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციას;
გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის, გადასვლის და მასში ცვლილების ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობის ფაქტი;
ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;
ვ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ – ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებე-ბის, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;
ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 65. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი🔗
1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოცემას.
2. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს შეუზღუდავად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 66. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ🔗
1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
2. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 67. რეგისტრირებულ მონაცემში ტექნიკური ხარვეზის გასწორება🔗
მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 68. რეგისტრაციის გაუქმება🔗
1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) წარმოდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;
ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;
ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.
3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ან არარად იქნა ცნობილი;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;
გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის შედეგები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 69. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა🔗
1. რეგისტრირებული მონაცემები გასაცნობად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია – მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა წარმოებს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესით.
3. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის გადაიხდება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.
4. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 70. დოკუმენტაციის გამოთხოვის წესი🔗
1. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვა.
2. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 71. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან🔗
1. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
2. ამონაწერში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
3. ამონაწერის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.
5. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 72. საკადასტრო გეგმა და რუკა🔗
1. საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ძალაში მყოფ საკადასტრო მონაცემებს.
2. საკადასტრო გეგმა გაიცემა ერთ უძრავ ნივთზე, ხოლო საკადასტრო რუკა – არანაკლებ ორზე.
3. საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
4. საკადასტრო გეგმისა და რუკის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა ნებისმიერ პირზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 73. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა🔗
1. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ყადაღის რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის არსებობა/არარსებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
2. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
3. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 74. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის მოთხოვნის წესი🔗
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სარეგისტრაციო წარმოებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აწარმოებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
მუხლი 75. სისტემური რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება🔗
მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მცდარი მონაცემები, თუ აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
თავი VII. სარეგისტრაციო წარმოება
მუხლი 54. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები
1. სარეგისტრაციო წარმოება მოიცავს რეგისტრაციის პროცესს, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადების მიღებას, აგრეთვე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, შეწყვეტას, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, სააღრიცხვო ბარათში რეესტრის ჩანაწერის, ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური ხასიათის ხარვეზის შესწორებას, ჩანაწერის გაუქმებას და სხვა.
2. სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური.
მუხლი 55. დაინტერესებული პირის ვინაობის დადგენა
1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა ხდება ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, რომლის ასლი დაერთვის განცხადებას. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.
2. დაინტერესებული იურიდიული პირის ვინაობის დადგენა ხდება იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი (საგადასახადო ორგანო, იუსტიციის სამინისტრო) რეესტრიდან, რომელიც დაერთვის განცხადებას.
3. სარეგისტრაციო წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. წარმომადგენლობის დამადატურებელი დოკუმენტი დაერთვის განცხადებას.
მუხლი 56. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია სარეგისტრაციო განცხადება (შემდგომში – განცხადება). სარეგისტრაციო წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სარეგისტრაციო განცხადებას და დოკუმენტაციას დაინტერესებული პირი წარადგენს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტით წარდგენის შემთხვევაში განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს სათანადო წესით.
2. განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ნივთის ადგილ-მდებარეობის მიხედვით და უნდა შეიცავდეს:
ა) სარეგისტრაციო სამსახურის დასახელებას;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) წარმომდგენის ვინაობას და მისამართს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) განმცხადებლის მოთხოვნის არსს;
ე) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხას;
ვ) განმცხადებლის ხელმოწერას;
ზ) განცხადების წარმომდგენის ხელმოწერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) განცხადების წარდგენის თარიღს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციის მეორე კარით განსაზღვრული სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთები.
4. სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს სხვა რაიმე დამატებითი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადებისა და მეორე კარით განსაზღვრული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
მუხლი 57. განცხადების რეგისტრაცია
1. სარეგისტრაციო სამსახური განცხადების მიღებას ადასტურებს განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.
2. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, დრო, ნომერი და დაუყოვნებლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) მომსახურების სახეს;
გ) უძრავი ნივთის მისამართს ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) განცხადების რეგისტრაციის თარიღს, ნომერსა და დროს;
ე) განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
ვ) მიღებული დოკუმენტების ჩამონათვალს;
ზ) გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის ოდენობას.
მუხლი 58. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება
1. რეგისტრატორი დაუყოვნებლივ ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ ინსტრუქციის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მეორე კარით გათვალისწინებული საბუთი ან ინფორმაცია, ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი დოკუმენტის, ინფორმაციის ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების და დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 3, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით 15 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრის შესახებ. მასში აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულება დაეკისრა დაინტერესებულ პირს და მათი წარმოდგენის ვადა.
2. თუ კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს რაიმე დოკუმენტი, ეს ვადა დაცულად ჩაითვლება დოკუმენტის არასახელმწიფო ენაზე წარდგენის დროსაც.
3. შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის დინების განახლების შესახებ. დამატებითი დოკუმენტების წარდგენისას, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირი რეგისტრირებულ განცხადებასა და საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციის ნუსხას, წარდგენის თარიღს და გასცემს განცხადების მიღების ბარათს აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
4. თუ განმცხადებელი დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, რეგისტრატორს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია რჩება სარეგისტრაციო სამსახურში.
მუხლი 59. წარმომადგენელი სარეგისტრაციო წარმოებაში
1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სარეგისტრაციო სამსახურთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
2. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.
4. დაინტერესებული პირი, რომელიც წარმოდგენილია სხვა პირით, უფლებამოსილია თავადაც აწარმოოს ურთიერთობა სარეგისტრაციო სამსახურთან.
მუხლი 60. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები
1. რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს;
ბ) რეგისტრატორს წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას.
2. უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
3. რეგისტრატორის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორს წარედგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 61. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა
1. რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ:
ა) დაინტერესებული პირის განცხადებით;
ბ) თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება ან ამ უფლების ობიექტი აღარ არსებობს ან გარიგება გაუქმდა კანონით დადგენილი წესით, მხარეთა შეთანხმებით;
გ) თუ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო რეგისტრაციის შეჩერების ვადაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.
2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია რჩება საჯარო რეესტრში.
მუხლი 62. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ:
ა) დადგენილია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას;
ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად არის ცნობილი;
დ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია (გამოცემულია) ან დამოწმებულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.
2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია რჩება საჯარო რეესტრში.
3. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს რეგისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ.
მუხლი 63. საჯარო რეესტრის ჩანაწერის განხორციელება
1. რეგისტრატორი ახდენს უფლების რეგისტრაციას, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები, ან თუ სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყდა.
2. უფლების რეგისტრაცია გულისხმობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის შეტანას სააღრიცხვო ბარათში. უფლების პირველადი რეგისტრაციისას ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი, ხოლო უფლების შემდგომი რეგისტრაციისას სააღრიცხვო ბარათში შეიტანება ახალი ჩანაწერი ან ივსება ახალი სააღრიცხვო ბარათი.
3. უფლების რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა განცხადების რეგისტრაციის თარიღი.
4. სარეგისტრაციო ჩანაწერის წარმოება ხდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
5. საჯარო რეესტრში ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ისე, რომ ქაღალდის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ჩანაწერის კვალის მოსპობა. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს მჭიდროდ, რათა გამოირიცხოს ორ ჩანაწერს შორის სხვა ჩანაწერის შესაძლებლობა. რეესტრში ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა. ჩანაწერი შეტანილ უნდა იყოს მკაფიოდ, რათა გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
6. ჩანაწერში სიტყვების შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველ-თაოდ მიღებული და ცნობილია ან შემოკლების შედეგად გაუგებარი არ ხდება სიტყვის ან/და წინადადების მნიშვნელობა.
7. სარეგისტრაციო დოკუმენტები დაერთვის სააღრიცხვო ბარათს და ინახება არქივში.
8. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტები და სააღრიცხვო ბარათი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, იგი უნდა იყოს აკინძული და ზონარგაყრილი. ამასთანავე, ზონარი ქაღალდით ისე უნდა იყოს დაწებებული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს რეგისტრატორის ბეჭედი და ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი – დოკუმენტის ფურცელზე.
მუხლი 64. საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებისა და დამატების შეტანა
1. რეგისტრატორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მოახდინოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების რეგისტრაცია.
2. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და დამატების შეტანის რეგისტრაციის საფუძვლებია:
ა) მესაკუთრის შეუცვლელად მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების (ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო) და სხვა ცვლილება, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული;
ბ) ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც დაზუსტებას იწვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან/და დამატებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები;
დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტი.
4. რეგისტრირებულ მონაცემებში საკუთარი ინიციატივით ცვლილების ან/და დამატების შეტანამდე რეგისტრატორი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს აცნობოს შესაძლო ცვლილების ან/და დამატების შესახებ და საკუთარი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად განუსაზღვროს მათ 20-დღიანი ვადა.
5. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 65. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება
1. რეგისტრატორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გაასწოროს ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის უზუსტო გადატანით, ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ხარვეზად ჩაითვლება ჩანაწერში დაშვებული ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე ჩანაწერის სხვა ნაწილებიდან და/ან სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს ჩანაწერის შინაარსის არსებით შეცვლას.
2. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე წარმოებს რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით და ერთი სამუშაო დღის ვადაში.
3. რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება რეგისტრატორის მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოებს დაინტერესებული პირისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდგომ.
4. ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 66. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
1. საჯარო რეესტრის ჩანაწერი უქმდება, თუ:
ა) წარმოდგენილია ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტს;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს;
გ) წარმოდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საჯარო რეესტრში საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების რეგისტრაცია;
დ) ამოიწურა ვადით განსაზღვრული უფლების მოქმედების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ ჩანაწერის საფუძველთან ერთად.
3. საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების შემთხვევაში სარეგისტრაციო ჩანაწერები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან კარგავენ იურიდიულ ძალას.
მუხლი 67. დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოება
1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახური სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს კანონმდებლობით დაწესებულ ვადაზე ადრე.
2. სარეგისტრაციო სამსახური დაჩქარებულ სარეგისტრაციო წარმოებას ახორციელებს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე და დადგენილ ვადებში.
მუხლი 68. რეგისტრატორის გადაწყვეტილება
1. რეგისტრატორის გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით და იგი წარმოადგენს ინდივი-დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სათაურს;
ბ) სარეგისტრაციო სამსახურის მისამართს;
გ) რეგისტრატორის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
დ) გამოცემის თარიღს და სარეგისტრაციო ნომერს;
ე) საქმის გარემოებებს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს (ის საკანონმდებლო ან კანონმდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს გადაწყვეტილება).
2. გადაწყვეტილება მიღებიდან ერთი დღის ვადაში უნდა გადაეცეს ან ფოსტით გაეგზავნოს განმცხადებელს.
3. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ის ორგანო ან თანამდებობის პირი, ვისთანაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
4. რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია
მუხლი 69. განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი
განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით შეიტანება მონაცემები გაცხადებული მოთხოვნისა და შესრულებული სარეგისტრაციო ქმედების შესახებ.
მუხლი 70. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი
1. უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს;
ბ) ფართობს (დაზუსტებულს, დაუზუსტებელს);
გ) მისამართს (ადგილმდებარეობას);
დ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
ე) საკუთრების უფლების სახეს;
ვ) წინა საკადასტრო კოდს;
ზ) მესაკუთრის (თანამესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
თ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; პირველადი რეგისტრაციისას – საკუთრების დამადასტურებელი საბუთების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს;
ი) თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაცემებს;
კ) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ობიექტების საკადასტრო კოდებსა და მონაცემებს;
ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეზღუდვის (სარგებლობის) ან ვალდებულებითი დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რეკვიზიტებსა და შეზღუდვის შინაარსს;
მ) იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელთა სასარგებლოდაც შეზღუდულია ან დატვირთულია უფლება;
ნ) უფლების დამადასტურებელი საბუთების არსებით პირობებს;
ო) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ ჩანაწერს სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სანოტარო წესით დამოწმებული ისეთი გარიგების მოთხოვნების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ან მოახდენს უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა სანივთო უფლებაზე;
პ) უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ჟ) მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
რ) იპოთეკის სახესა და მისი უზრუნველყოფის პირობებს.
2. თითოეულ მიწის ნაკვეთზე, ბინაზე/ერთეულზე ან დამოუკიდებელი სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე ივსება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი.
3. სააღრიცხვო ბარათის განუმეორებელი ნომერი იდენტურია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდისა.
4. სააღრიცხვო ბარათის ძალაში მყოფი ჩანაწერები წარმოადგენს უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ იურიდიულ საფუძველს.
5. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერების შეტანა, შეცვლა ან გაუქმება წარმოებს უფლების დამადასტურებელი საბუთების და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საფუძველზე.
6. სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს სახელმწიფო რეგისტრატორი.
მუხლი 71. სარეგისტრაციო მოწმობა
1. სარეგისტრაციო მოწმობა არის უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე გაცემული ძირითადი იურიდიული დოკუმენტი.
2. სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში შედის მისი გამოცემის მომენტიდან.
3. სარეგისტრაციო მოწმობა დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
4. სარეგისტრაციო მოწმობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარისათვის მისი გადაცემიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 72. საკუთრების სიგელი
1. საკუთრების სიგელი არის დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა უძრავი ნივთის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე და ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს.
2. საკუთრების სიგელი დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
მუხლი 73. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის სარეგისტრაციო წარმოების დამადასტურებელი დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
2. ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებზე ამონაწერი გაიცემა სახელობით.
3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეიცავს გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ბათილია ამონაწერი, რომელიც არ შეესაბამება შესაბამის სააღრიცხვო ბარათს მისი გაცემის მომენტისათვის.
4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განუყოფელ ნაწილს (დანართს) წარმოადგენს საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ძალაშია გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
6. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დასტურდება რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით.
7. ამონაწერი წარმოადგენს უძრავ ნივთზე შემდგომი გარიგების და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
თავი IX. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76. საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსიის დამატებით მოთხოვნის წესი
საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამატებით მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო სამსახურებში იარსებებს საკადასტრო ინფორმაციის აღრიცხვისა და გამოყენების კომპიუტერული სისტემა. იმ სარეგისტრაციო სამსახურებში, სადაც რეგისტრაციის პროცესი უკვე კომპიუტერიზებულია, შეიძლება დაინტერესებული პირის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსიის დამატებით ნებაყოფლობით წარმოდგენა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 13.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №800. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.22.270.009660.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2010.
- სად არის „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №800, 13.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.270.009660 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1427972/