საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.07.2006 ძალადაკარგული 28.12.2007
ნომერი
№836
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.034.008853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 10/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.008.853

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

 

ბრძანება №836

2006 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1242 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,მუხ.2002

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 5​1 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 8​2 მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1242 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,მუხ.2002

1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (გარდა საქვეუწყებო დაწესებულებისა) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №1242 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,მუხ.2002

2. წოდებრივი სარგოების განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 აგვისტო ს ბრძანება №935 - სსმ III, №106, 09.08.2006 წ.,მუხ.1464

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრი ს ბრძანება №1242 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,მუხ.2002

დანართი №1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

№

სამხედრო ან სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები (ლარებში)

1.

გენერალ-პოლკოვნიკი

 

100

2.

გენერალ-ლეიტენანტი

 

90

3.

გენერალ-მაიორი

 

80

4.

ბრიგადის გენერალი

 

70

5.

პოლკოვნიკი

 

60

6.

ვიცე-პოლკოვნიკი

 

50

7.

მაიორი

 

40

8.

კაპიტანი

 

30

9.

უფროსი ლეიტენანტი

 

25

10.

ლეიტენანტი

 

20

11.

უმცროსი ლეიტენანტი

 

15

12.

სერჟანტ-ლეიტენანტი

 

10

13.

მთავარი სერჟანტი

 

9

14.

ბრიგადის სერჟანტი

 

8

15.

ბატალიონის სერჟანტ ი

7

 

16.

მასტერ-სერჟანტი, ზემდეგი

6

17.

უფროსი სერჟანტი

 

5

18.

სერჟანტი

 

4

19.

უმცროსი სერჟანტი

 

3

20.

კაპრალი, პოლიციის რიგითი

 

2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 აგვისტო ს ბრძანება №935 - სსმ III, №106, 09.08.2006 წ.,მუხ.1464

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“, №836, 03.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.034.008853 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1429871-2/