საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.794
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №559
2005 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის №1 ბავშვთა სახლი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის №1 ბავშვთა სახლის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი (შემდგომში – დაწესებულება) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” და „განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით. დაწესებულება სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო საქმიანობას.
2. წინამდებარე წესდება არეგულირებს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის საქმიანობას.
3. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი.
მუხლი 2. მიზნები და ამოცანები
1. დაწესებულების ძირითადი მიზანია:
ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების გონებრივ, ემოციონალურ და ფიზიკურ განვითარებას;
ბ) აღსაზრდელთა სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა;
გ) საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით;
დ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ვ) სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხოვრება, აღზრდა და განათლება;
ზ) ბავშვის ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ, ჰუმანურ, ადამიანური ღირებულებების, მოქალაქეობრიობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, აღსაზრდელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, განათლების ავტონომიისა და საერო ხასიათის პრინციპებზე.
მუხლი 3. საქმიანობის საფუძვლები და ორგანიზება
1. დაწესებულება თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, წინამდებარე წესდებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით.
2. დამფუძნებელსა და დაწესებულებას შორის ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით.
3. დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან და წესდების დამტკიცებისთანავე ენიჭება ამ წესდების მიხედვით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის უფლება.
4. დაწესებულებას გააჩნია საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ბანკში, აგრეთვე გერბიანი ბეჭედი, კუთხოვანი (ტვიფრი), შტამპი სახელწოდებით და ბლანკი.
5. დაწესებულება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” დადგენილი წესით გადის ატესტაციას და აკრედიტაციას.
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები). საგანმანათლებლო გაერთიანებები იქმნება განათლების სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
მუხლი 4. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება
1. დაწესებულებაში განათლებისა და აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე.
2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული სახელმწიფო სტანდარტებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე და მათ ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები.
3. დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია აღმზრდელობითი ჯგუფების შექმნა-ორგანიზება: ჯგუფში 15 ბავშვი.
4. შრომითი აღზრდა შეიძლება განხორციელდეს სასწავლო სახელოსნოებში, მეურნეობაში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ამასთანავე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსაზრდელთა თვითშემოქმედებითი გაერთიანებების სხვადასხვა ფორმა.
5. აღსაზრდელთა მონაწილეობა შრომით საქმიანობაში ნებაყოფლობითია.
6. დაწესებულება დამოუკიდებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისაგან.
7. დაწესებულებაში აკრძალულია (არ დაიშვება) აღსაზრდელთა ძალით გაწევრიანება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მათი იძულებითი ჩართვა სააგიტაციო კომპანიებსა და პოლიტიკურ აქციებში.
8. აღსაზრდელებს უფლება აქვთ იარონ იმ კლუბებში, სექციებში, წრეებზე, სტუდიებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ბავშვთა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ასრულებენ, ასევე მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, ოლიმპიადებზე, გამოფენებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებში.
მუხლი 5. აღსაზრდელთა მიღებისა და გაშვების წესი
1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 15-მდე ასაკის აღსაზრდელები:
ა) ობოლი ბავშვები;
ბ) ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ჩამოართვეს სასამართლო გადაწყვეტილებით;
გ) მარტოხელა დედების შვილები;
დ) დარღვეული ოჯახის ბავშვები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები;
ვ) ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება, პასუხისგებაში არიან მიცემული, მიჩნეული არიან ქმედუუნაროდ, გადიან ხანგრძლივ მკურნალობას, ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი.
2. ბავშვებს ერთი ოჯახიდან ან ნათესაურ კავშირში მყოფ ბავშვებს ათავსებენ ერთ დაწესებულებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როდესაც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ან სხვა მიზეზების გამო ბავშვების აღზრდა და სწავლება სხვადასხვა დაწესებულებაშია განსახორციელებელი).
3. დაწესებულების აღსაზრდელთა უფლებებია:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მიიღონ უფასო განათლება;
ბ) დაწესებულების აღსაზრდელთა (არასრულწლოვანთა) უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
გ) ადამიანური ღირსებების დაცვის, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება;
დ) ემოციურპიროვნული ურთიერთობების მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
ე) ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვა;
ვ) ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, პიროვნების შეურაცხყოფისაგან დაცვა;
ზ) თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევებისა და ინტერესების განვითარება;
თ) კვალიფიციური დახმარების მიღებისა და განვითარებაში არსებული პრობლემების კორექცია;
ი) დასვენების, დღესასწაულების, არდადეგებისა და თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება.
4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას აღსაზრდელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. აღსაზრდელები ვალდებულნი არიან შეასრულონ დაწესებულების შინაგანაწესი, სათუთად მოეპყრან დაწესებულების ქონებას, პატივი სცენ სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა ღირსებას.
მუხლი 6. სასწავლოაღმზრდელობითი პროცესის მონაწილენი, მათი უფლება-მოვალეობები
1. საგანმანათლებლო პროცესის მონაწილენი არიან დაწესებულების აღსაზრდელები და პედაგოგები.
2. დაწესებულების პერსონალის დაკომპლექტების წესი რეგლამენტირებულია წინამდებარე წესდებით:
ა) პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით (წესს ადგენს დაწესებულების დირექტორი) ან მის გარეშე;
ბ) პედაგოგებად მიიღებიან ის პირები, რომლებსაც აქვთ ისეთი პროფესიულპედაგოგიური კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება თანამდებობის ან მიღებული სპეციალობის მოთხოვნებს და დამოწმებულია შესაბამისი საგანმანათლებლო სერტიფიკატით.
3. დირექტორისა და თანამშრომლების ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.
4. პედაგოგებს უფლება აქვთ:
ა) თვითონ შეარჩიონ და გამოიყენონ აღზრდისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების, ცოდნის შეფასების მეთოდები, სასწავლო მასალები, სახელმძღვანელოები;
ბ) კვალიფიკაციის ამაღლებისა.
5. აღსაზრდელთა პირველად სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.
6. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ძირითადი უფლება-მოვალეობაა:
ა) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ და ნერვოფსიქიკურ განვითარებაზე დაკვირვება, სამედიცინო დახმარების გაწევა;
ბ) სანიტარიულჰიგიენურ და ეპიდემიის საწინააღმდეგო რეჟიმზე სამედიცინო კონტროლი;
გ) კონტროლის განხორციელება კვების ხარისხზე, საგანმანათლებლო პროცესში რაციონალური რეჟიმის დაცვაზე. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა შრომითი სწავლების პროცესში;
დ) პროფესიულ სწავლებაში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება.
7. დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას, საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებენ პედაგოგ-ფსიქოლოგები.
8. სოციალური მუშაკები ამყარებენ კავშირს სოციალურ და დასაქმების სამსახურებთან, დახმარებას უწევენ დაწესებულებას აღსაზრდელებისა და კურსდამთავრებულთა საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის საკითხში.
9. დაწესებულებას უფლება აქვს ნება დართოს ბავშვს, რომელსაც შეუსრულდება 15 წელი, დაწესებულებაში უფასო კვებისა და ცხოვრებისა (1 წლის განმავლობაში), მათი შრომითი მოწყობისა ან სწავლის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტამდე.
10. დაწესებულების თანამშრომლებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური შეღავათებისა და გარანტიების მიღების უფლება.
მუხლი 7. მართვა და ხელმძღვანელობა
1. დაწესებულების მართვა ხორციელდება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. დაწესებულების მართვის ორგანოებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო.
მუხლი 8. დირექტორი
1. დაწესებულების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელიც წარმოადგენს დაწესებულებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. სააღმზრდელოსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დაწესებულების დირექტორი:
ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციის, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, ზედამხედველობას ახორციელებს ბავშვთა სახლის სასწავლო-აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს, ბავშვთა სახლის ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს ბავშვთა სახლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
ე) უფლებამოსილია ვადამდე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან, სხვა თანამშრომლებთან, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისთვის;
ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს დაწესებულების ქონებასა და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
ზ) წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს აღსაზრდელთა საჩივრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, შეფასების შესახებ და იღებს შესაბამის ზომებს;
თ) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა;
ი) პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს პირველი მოადგილე.
მუხლი 9. დაწესებულების ადმინისტრაცია
1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება: დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, დირექტორის მოადგილეების და ბუღალტრისაგან.
2. დაწესებულების ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.
3. დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
4. დაწესებულების ადმინისტრაცია:
ა) დაწესებულების ადმინისტრაცია დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას;
გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
დ) ამზადებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს;
ე) ახორციელებს წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან.
2. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცვლილებები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის დამატებით ნაწილში, სტრუქტურაში, შინაგანაწესში.
3. პედაგოგიური საბჭო აჯამებს დაწესებულების მიმდინარე და წლიურ მუშაობას, იხილავს და ამტკიცებს შესაბამის გადაწყვტილებებს.
4. პედაგოგიური საბჭო წყვეტს სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
5. ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში სამი წლის ვადით.
6. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა მესამედი მაინც.
7. დირექტორი და მოადგილეები პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
8. საბჭოს წევრების მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
9. თუ კრებას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარი, პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია ვადამდე გადაირჩიოს მისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
10. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამი წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
11. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 11. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო იქმნება დაწესებულებაში შემოსავლების მიზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით.
2. სამეურვეო საბჭო შედგება პედაგოგიური საბჭოს მიერ სამი წლის ვადით არჩეული 5 წარმომადგენლისაგან. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ყოველწლიურად ხდება სამეურვეო საბჭოს წევრთა მესამედის როტაცია.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში.
5. სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ, სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით.
6. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით;
7. დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
8. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები;
გ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში;
დ) შეიმუშაოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
9. სამეურვეო საბჭოში არჩევა იწვევს პედაგოგიური საბჭოს წევრის სტატუსის დაკარგვას.
10. პედაგოგიური საბჭო თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კომისიას სამი წევრის შემადგენლობით. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. თითოეული პედაგოგი ირჩევს სამ კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, არანაკლებ სიითი შემადგენლობის მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა შესაბამისი უმრავლესობა, დასაშვებია მეორე ტურის ჩატარება. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უბრალო უმრავლესობას. არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს დირექციის წევრსაც, გარდა დირექტორისა.
მუხლი 12. დაწესებულების ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ბავშვთა სახლს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. დაწესებულების დაფინანსება
1. ბავშვთა სახლის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლოსაწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. ბავშვთა სახლის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ბავშვთა სახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 14. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბავშვთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს ამზადებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად.
მუხლი 16. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი წარმოადგენს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.
+

თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანება №41-სსმIII,№8,23.01.2007წ.,მუხ.75
თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანება №41-სსმIII,№8,23.01.2007წ.,მუხ.75
2. დამტკიცდეს თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების თანადართული წესდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანება №41-სსმIII,№8,23.01.2007წ.,მუხ.75
1. თბილისის №1 ბავშვთა სახლი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის №1 ბავშვთა სახლის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანება №41-სსმIII,№8,23.01.2007წ.,მუხ.75
2.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №914-სსმIII,№143,15.10.2007წ.,მუხ.1585
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სააღმზრდელო საქმიანობას.
2. დაწესებულება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. დაწესებულების მისამართია: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი.
მუხლი 2. დაწესებულების მიზნები და ამოცანები🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი (შემდგომში – დაწესებულება) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის” და „განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით. დაწესებულება სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო საქმიანობას.
2. წინამდებარე წესდება არეგულირებს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის საქმიანობას.
3. ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი.
მუხლი 2. მიზნები და ამოცანები
1. დაწესებულების ძირითადი მიზანია:
ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითრებას.
ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადეობაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით;
დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ და პიროვნების თავისუფალი განვითარების, ბავშვის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.
მუხლი 3. აღზრდის პროცესის ორგანიზება🔗
1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს:
ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს;
ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის დაწესებულებაში განთავსების შესახებ;
გ) სამედიცინო ჩანაწერს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ;
დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქოემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით;
ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ ან მზრუნველმა თუ მშობელმა.
მუხლი 4. სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთა წრე და მათი განთავსების წესი🔗
1. დაწესებულებაში განთავსდება 5-დან 18 წლამდე აღსაზრდელი:
ა) ობოლი;
ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად;
გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება ან ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე;
ვ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყოფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო;
ზ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება და დაწესებულებიდან გაყვანა ან/და სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ნაპოვნია და ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი.
3. ნაპოვნი, აგრეთვე ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწესებულებას არ მოეპოვება ინფორმაცია, განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით. ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება დაწესებულებაში სხვა აღსაზრდელებთან ერთად.
4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან შესაბამის რესურსცენტრს.
მუხლი 5. აღსაზრდელის უფლებები🔗
1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება;
ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის, დაწესებულების სხვა თანამშრომლის ან დაწესებულების უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან;
ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.
მუხლი 6. დაწესებულების მართვა🔗
დაწესებულების მართვას ახორციელებს:
ა) დირექცია;
ბ) სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 7. დირექცია🔗
1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილის /მოადგილეების და ბუღალტერისაგან.
2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4.(ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. დირექტორს ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
8. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №914-სსმIII,№143,15.10.2007წ.,მუხ.1585
მუხლი 8. დირექტორის უფლება-მოვალეობები🔗
1. დაწესებულების დირექტორი:
ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით;
დ) უზრუნველყოფს აღმზრდელებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს დაწესებულების ტექნიკურ თანამშრომლებთან;
ე) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება აღმზრდელებთან, სხვა თანამშრომლებთან, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისათვის;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და დაწესებულების სხვა თანამშრომელთა საჩივრებს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;
თ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტს;
ი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
გ) უზრუნველყოს სააღმზრდელო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი;
დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ.
3.(ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №914-სსმIII,№143,15.10.2007წ.,მუხ.1585
მუხლი 9. სამეთვალყურეო საბჭო🔗
1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტრო.
2. სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4-ისა და არა უმეტეს 6ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი;
ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი;
გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი;
დ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4-ზე მეტი წევრისაგან, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას შეავსებს სამინისტროს მიერ დანიშნული მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი/წარმომადგენლები.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ უბრალო უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით.
8. აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება აღმზრდელთა საბჭოს მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები🔗
სამეთვალყურეო საბჭო:
ა) მოიზიდავს შემოსავლებს;
ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას;
გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს;
დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას;
ე)(ამოღებულია);
ვ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს;
ზ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს;
თ) დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა კონკურსის წესს, ხოლო არსებული თანამშრომლების შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №914-სსმIII,№143,15.10.2007წ.,მუხ.1585
მუხლი 11. აღმზრდელთა საბჭო და აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში🔗
1. აღმზრდელთა საბჭო წარმოადგენს დაწესებულების აღმზრდელთა გაერთიანებას, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით.
2. აღმზრდელთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა საბჭოს თავმჯდომარეს და აღმზრდელთა წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აღმზრდელთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 12. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. დაწესებულების დაფინანსება🔗
1. დაწესებულების საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების გონებრივ, ემოციონალურ და ფიზიკურ განვითარებას;
ბ) აღსაზრდელთა სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა;
გ) საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით;
დ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ვ) სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხოვრება, აღზრდა და განათლება;
ზ) ბავშვის ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ, ჰუმანურ, ადამიანური ღირებულებების, მოქალაქეობრიობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, აღსაზრდელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, განათლების ავტონომიისა და საერო ხასიათის პრინციპებზე.
მუხლი 3. საქმიანობის საფუძვლები და ორგანიზება
1. დაწესებულება თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, წინამდებარე წესდებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით.
2. დამფუძნებელსა და დაწესებულებას შორის ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით.
3. დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან და წესდების დამტკიცებისთანავე ენიჭება ამ წესდების მიხედვით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის უფლება.
4. დაწესებულებას გააჩნია საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ბანკში, აგრეთვე გერბიანი ბეჭედი, კუთხოვანი (ტვიფრი), შტამპი სახელწოდებით და ბლანკი.
5. დაწესებულება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” დადგენილი წესით გადის ატესტაციას და აკრედიტაციას.
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაწესებულებას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები). საგანმანათლებლო გაერთიანებები იქმნება განათლების სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
მუხლი 4. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება
1. დაწესებულებაში განათლებისა და აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე.
2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული სახელმწიფო სტანდარტებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე და მათ ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები.
3. დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია აღმზრდელობითი ჯგუფების შექმნა-ორგანიზება: ჯგუფში 15 ბავშვი.
4. შრომითი აღზრდა შეიძლება განხორციელდეს სასწავლო სახელოსნოებში, მეურნეობაში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ამასთანავე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსაზრდელთა თვითშემოქმედებითი გაერთიანებების სხვადასხვა ფორმა.
5. აღსაზრდელთა მონაწილეობა შრომით საქმიანობაში ნებაყოფლობითია.
6. დაწესებულება დამოუკიდებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისაგან.
7. დაწესებულებაში აკრძალულია (არ დაიშვება) აღსაზრდელთა ძალით გაწევრიანება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მათი იძულებითი ჩართვა სააგიტაციო კომპანიებსა და პოლიტიკურ აქციებში.
8. აღსაზრდელებს უფლება აქვთ იარონ იმ კლუბებში, სექციებში, წრეებზე, სტუდიებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ბავშვთა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ასრულებენ, ასევე მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, ოლიმპიადებზე, გამოფენებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებში.
მუხლი 5. აღსაზრდელთა მიღებისა და გაშვების წესი
1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 15-მდე ასაკის აღსაზრდელები:
ა) ობოლი ბავშვები;
ბ) ის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ჩამოართვეს სასამართლო გადაწყვეტილებით;
გ) მარტოხელა დედების შვილები;
დ) დარღვეული ოჯახის ბავშვები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები;
ვ) ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება, პასუხისგებაში არიან მიცემული, მიჩნეული არიან ქმედუუნაროდ, გადიან ხანგრძლივ მკურნალობას, ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი.
2. ბავშვებს ერთი ოჯახიდან ან ნათესაურ კავშირში მყოფ ბავშვებს ათავსებენ ერთ დაწესებულებაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როდესაც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ან სხვა მიზეზების გამო ბავშვების აღზრდა და სწავლება სხვადასხვა დაწესებულებაშია განსახორციელებელი).
3. დაწესებულების აღსაზრდელთა უფლებებია:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მიიღონ უფასო განათლება;
ბ) დაწესებულების აღსაზრდელთა (არასრულწლოვანთა) უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
გ) ადამიანური ღირსებების დაცვის, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება;
დ) ემოციურპიროვნული ურთიერთობების მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
ე) ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვა;
ვ) ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, პიროვნების შეურაცხყოფისაგან დაცვა;
ზ) თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევებისა და ინტერესების განვითარება;
თ) კვალიფიციური დახმარების მიღებისა და განვითარებაში არსებული პრობლემების კორექცია;
ი) დასვენების, დღესასწაულების, არდადეგებისა და თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება.
4. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის მშობელს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას აღსაზრდელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. აღსაზრდელები ვალდებულნი არიან შეასრულონ დაწესებულების შინაგანაწესი, სათუთად მოეპყრან დაწესებულების ქონებას, პატივი სცენ სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა ღირსებას.
მუხლი 6. სასწავლოაღმზრდელობითი პროცესის მონაწილენი, მათი უფლება-მოვალეობები
1. საგანმანათლებლო პროცესის მონაწილენი არიან დაწესებულების აღსაზრდელები და პედაგოგები.
2. დაწესებულების პერსონალის დაკომპლექტების წესი რეგლამენტირებულია წინამდებარე წესდებით:
ა) პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით (წესს ადგენს დაწესებულების დირექტორი) ან მის გარეშე;
ბ) პედაგოგებად მიიღებიან ის პირები, რომლებსაც აქვთ ისეთი პროფესიულპედაგოგიური კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება თანამდებობის ან მიღებული სპეციალობის მოთხოვნებს და დამოწმებულია შესაბამისი საგანმანათლებლო სერტიფიკატით.
3. დირექტორისა და თანამშრომლების ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.
4. პედაგოგებს უფლება აქვთ:
ა) თვითონ შეარჩიონ და გამოიყენონ აღზრდისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების, ცოდნის შეფასების მეთოდები, სასწავლო მასალები, სახელმძღვანელოები;
ბ) კვალიფიკაციის ამაღლებისა.
5. აღსაზრდელთა პირველად სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.
6. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ძირითადი უფლება-მოვალეობაა:
ა) აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ და ნერვოფსიქიკურ განვითარებაზე დაკვირვება, სამედიცინო დახმარების გაწევა;
ბ) სანიტარიულჰიგიენურ და ეპიდემიის საწინააღმდეგო რეჟიმზე სამედიცინო კონტროლი;
გ) კონტროლის განხორციელება კვების ხარისხზე, საგანმანათლებლო პროცესში რაციონალური რეჟიმის დაცვაზე. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა შრომითი სწავლების პროცესში;
დ) პროფესიულ სწავლებაში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება.
7. დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას, საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებენ პედაგოგ-ფსიქოლოგები.
8. სოციალური მუშაკები ამყარებენ კავშირს სოციალურ და დასაქმების სამსახურებთან, დახმარებას უწევენ დაწესებულებას აღსაზრდელებისა და კურსდამთავრებულთა საზოგადოებასთან სოციალური ადაპტაციის საკითხში.
9. დაწესებულებას უფლება აქვს ნება დართოს ბავშვს, რომელსაც შეუსრულდება 15 წელი, დაწესებულებაში უფასო კვებისა და ცხოვრებისა (1 წლის განმავლობაში), მათი შრომითი მოწყობისა ან სწავლის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტამდე.
10. დაწესებულების თანამშრომლებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური შეღავათებისა და გარანტიების მიღების უფლება.
მუხლი 7. მართვა და ხელმძღვანელობა
1. დაწესებულების მართვა ხორციელდება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. დაწესებულების მართვის ორგანოებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო.
მუხლი 8. დირექტორი
1. დაწესებულების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელიც წარმოადგენს დაწესებულებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. სააღმზრდელოსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დაწესებულების დირექტორი:
ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციის, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, ზედამხედველობას ახორციელებს ბავშვთა სახლის სასწავლო-აღმზრდელობით და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს, ბავშვთა სახლის ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს ბავშვთა სახლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
ე) უფლებამოსილია ვადამდე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან, სხვა თანამშრომლებთან, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისთვის;
ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს დაწესებულების ქონებასა და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
ზ) წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს აღსაზრდელთა საჩივრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, შეფასების შესახებ და იღებს შესაბამის ზომებს;
თ) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა;
ი) პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
4. დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს პირველი მოადგილე.
მუხლი 9. დაწესებულების ადმინისტრაცია
1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება: დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, დირექტორის მოადგილეების და ბუღალტრისაგან.
2. დაწესებულების ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.
3. დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
4. დაწესებულების ადმინისტრაცია:
ა) დაწესებულების ადმინისტრაცია დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას;
გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
დ) ამზადებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს;
ე) ახორციელებს წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან.
2. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცვლილებები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის დამატებით ნაწილში, სტრუქტურაში, შინაგანაწესში.
3. პედაგოგიური საბჭო აჯამებს დაწესებულების მიმდინარე და წლიურ მუშაობას, იხილავს და ამტკიცებს შესაბამის გადაწყვტილებებს.
4. პედაგოგიური საბჭო წყვეტს სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
5. ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში სამი წლის ვადით.
6. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა მესამედი მაინც.
7. დირექტორი და მოადგილეები პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
8. საბჭოს წევრების მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
9. თუ კრებას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარი, პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია ვადამდე გადაირჩიოს მისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
10. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამი წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
11. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 11. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო იქმნება დაწესებულებაში შემოსავლების მიზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით.
2. სამეურვეო საბჭო შედგება პედაგოგიური საბჭოს მიერ სამი წლის ვადით არჩეული 5 წარმომადგენლისაგან. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ყოველწლიურად ხდება სამეურვეო საბჭოს წევრთა მესამედის როტაცია.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში.
5. სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები წინასწარ, სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით.
6. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით;
7. დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
8. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი საკადრო და არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები;
გ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში;
დ) შეიმუშაოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
9. სამეურვეო საბჭოში არჩევა იწვევს პედაგოგიური საბჭოს წევრის სტატუსის დაკარგვას.
10. პედაგოგიური საბჭო თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კომისიას სამი წევრის შემადგენლობით. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. თითოეული პედაგოგი ირჩევს სამ კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, არანაკლებ სიითი შემადგენლობის მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა შესაბამისი უმრავლესობა, დასაშვებია მეორე ტურის ჩატარება. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმათა უბრალო უმრავლესობას. არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს დირექციის წევრსაც, გარდა დირექტორისა.
მუხლი 12. დაწესებულების ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ბავშვთა სახლს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. დაწესებულების დაფინანსება
1. ბავშვთა სახლის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
მუხლი 14. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი🔗
1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსოეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლოსაწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. ბავშვთა სახლის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ბავშვთა სახლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 14. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. მისთვის გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობანაგებობებს დაწესებულება მესამე პირს გადასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბავშვთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს ამზადებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად.
მუხლი 16. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის №1 ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 იანვრის ბრძანება №41-სსმIII,№8,23.01.2007წ.,მუხ.75
მუხლი 17. გარდამავალი დებულებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლი წარმოადგენს ქ. თბილისის №1 ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №559. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.007794.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2009.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №559 ,,თბილისის №1 ბავშვთა სახლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“, №559, 13.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007794 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430233/