საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.07.2006 ძალადაკარგული 14.04.2009
ნომერი
№2-118
სარეგისტრაციო კოდი
340010000.22.032.008906
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 21/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.906

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-118

2006 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-134 - სსმ III, №125, 05.09.2007 წ., მუხ.1371

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მიზნები

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ე) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება;

ვ) სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;

ზ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა;

გ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

დ) საერთაშორისო დახმარებათა ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-134 - სსმ III, №125, 05.09.2007 წ., მუხ.1371

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს დეპარტამენტებიდან, სამმართველოებიდან, განყოფილებებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და სხვა მასალები;

ბ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;

გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

დ) დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

5. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და კორესპონდენციას;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;

დ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებს;

ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის დავალებებსა და მითითებებს.

6. სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-134 - სსმ III, №125, 05.09.2007 წ., მუხ.1371

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-134 - სსმ III, №125, 05.09.2007 წ., მუხ.1371

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპენტენცია

ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობას;

ბ) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორ-განიზაციებს შორის ურთიერთობათა კოორდინაციას;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის სამთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაციას;

დ) ევროკავშირთან სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაციას;

ე) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე აგრარულ სექტორში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაციას;

ვ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობას;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან აგროსასურსათო სექტორში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას;

თ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელაგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენას, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაციას; დელაგაციების სამინისტროში მიღების ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოქმების სათანადო წესით გაფორმების უზრუნველყოფას;

ი) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების კოორდინაციას;

კ) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;

ლ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების და ამოცანების შესრულებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-134 - სსმ III, №125, 05.09.2007 წ., მუხ.1371

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

1. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

2. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ა დ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-118, 12.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008906 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430239-1/