ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.07.2011 ბოლო ცვლილება 23.05.2014
ნომერი
№19.04.793
სარეგისტრაციო კოდი
010260030.37.101.016070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110725041, 26/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №19.04.793

2011 წლი ს   22 ივლისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საგანგებო  და გადაუდებელი  სიტუაციების მართვის სააგენტოს  რეორგანიზაციის და მისი  წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №02.35.55 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ზ​1 “ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო, ამ სააგენტოს გამოეყოს და შეიქმნას ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.

2 . ძალადაკარგულად გამოცხადეს „ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) და გარდაქმნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის № 31.19.1451 დადგენილების მე-2 პუნქტი და დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ს წესდება ( დებულება) (დანართი 1).

3. (ამოღებულია - 23.01.14, №02 .35.55).

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №02.35.55 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

4 . ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, მისი წესდებით (დებულებით) ამ ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

5. ეს დადგენილება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე -მერი)    დ . ნინიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №32.13.1324 - ვებგვერდი, 06.12.2011 წ.

2. ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №20.02.759 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.

3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №34.04.1266 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 თებერვლის  დადგენილება №06.01.162 - ვებგვერდი, 21.02.2013 წ.

5. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 მარტის დადგენილება № 11.01.309 - ვებგვერდი, 28.03.2013 წ.

6. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება № 23.08.1005 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.

7. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №29.04.1436 - ვებგვერდი, 27.11 .2013 წ.

8. ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №02.35.55 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

დანართი 1

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა: ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება ,,სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

 ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;

ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;

გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;

ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, დადგენილი სპეციალური ფორმით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში;

ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენი, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;

კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;

ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;

მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;

ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა.

ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;

პ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;

რ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა;

უ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზება და განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც ექვემდებარებიან ზედამხედველობას;

ფ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ქ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულების, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების ხარისხის კონტროლი;

ღ) სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიუიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

ყ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით;

შ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება;

ჩ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;

ც) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ძ) ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;

წ) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლი და რეგულირება, მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისგან.

3. სა აგენტო ს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს, მშენებლობის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ვ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ანდა ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ზ) კანონით დადგენილი წესით, დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის;

თ) ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს;

ი) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას, შეიმუშაოს სა აგენტო სა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში;

ლ) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;

მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში ქალაქ თბილისის მასშტაბით;

ნ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით;

ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციებით, საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

პ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს;

ჟ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება- ჩაბარების აქტები;

რ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 4. (ამოღებულია - 26.12.12 № 34.04.1266 ).

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №32.13.1324 - ვებგვერდი, 06.12.2011 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №34.04.1266 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

2. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას მისივე წერილობითი დავალებით ახ ო რციელებს საგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 4. სააგენტოს უფროსი

სააგენტოს უფროსი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწეს ს ;

ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) სა აგენტოშ ი სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სა აგენტო ს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ო) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სა აგენტო ს ამოცანების შესასრულებლად;

პ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექ ტ ურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავის ი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

რ) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ტ) წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 5. სააგენტოს უფროსის მოადგილეები

1. სააგენტოს უფროსს ჰ ყავს მოადგილეები.

2. სააგენტოს უფროსის თითოეული მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ სფეროს;

ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს;

გ) სააგენტოს უფროსის მიერ (ბრაძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა:

1. სააგენტო შედგება დეპარტამენტებისა და განყოფილებებისგან. დეპარტამენტები, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისგან.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

3. ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება.

4. ოპერატიული მართვის დეპარტამენტი:

 ა) სახანძრო-სამაშველო ოპერატიული განყოფილება;

ბ) წყალზე სამაშველო განყოფილება მასში შემავალი წყალზე სამაშველო ნაწილით და კუს ტბის, მტკვრის და თბილისის ზღვის ქვესადგურებით. 

4​1.შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი:

ა) შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების  განყოფილება;

ბ)შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფრის მომსახურების განყოფილება;

5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

6. საფინანსო განყოფილება.

7. შესყიდვების განყოფილება.

 8. ცენტრალური სადისპეტჩერო (განყოფილება).

 9. (ამოღებულია  - 19.02.2013 წ. №06.01.162).

  10. ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ოთხი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით.

11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი სახანძრო-სამაშველო (ასეული),

  12. ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ორი სახანძრო-სამაშველო (ასეული) და ერთი კავშირგაბმულობის ნაწილით.

13. გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება (რაზმი), მასში შემავალი ერთი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით,

14. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილება (რაზმი) მასში შემავალი სამი სახანძრო-სამაშველო (ასეული) ნაწილით, ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილი სახელურების შემკეთებელი ბაზა (ასეული) და ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ნაწილი გაზკვამლდაცვა (ასეული) ,

14​1. (ამოღებულია - 26.12.12 №34.04.1266 ).

15. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;

ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

გ) სააგენტოსათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა;

დ) არქივის წარმოება;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

16. ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის ზედამხედველობის განხორციელება, შემთხვევებისა და მათი შედეგების აღრიცხვა;

ბ) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორგანიზება საგანგებო სიტუაციების წესებთან დაკავშირებით;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებების სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, ქალაქ თბილისის მაშტაბით.

17. ოპერატიული მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) შემოსული ინფორმაციის დამუშავება;

ბ) ოპერატიული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა;

გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო წარმოების ორგანიზება;

დ) წყალსა (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები) და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების წარმოების ორგანიზება;

 ვ) (ამოღებულია - 02.09.2013 №23 .08.1005).

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადება და ამისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

17​1. შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და  ამოცანებია:

ა) შინაური და გარეული ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერა, იზოლაცია, ტრანსპორტირება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველების მიმართ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;

გ) მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან, კერძოდ: მათი დაჭერა და დაუსახლებელ ადგილებში გაშვება.

18. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.

19. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

შესყიდვების განხორციელება.

20. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ქონების აღრიცხვა, მიზნობრივი ხარჯვა და ექსპლუატაცია.

 21. ცენტრალური სადისპეტჩეროს (განყოფილების) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება.

22. რაიონული განყოფილებების (რაზმები) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საგანგებო სიტუაციების პროფილაქტიკა;

ბ) ხანძრების ჩაქრობა;

გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება.

 23. (ამოღებულია - 26.12.12 № 34.04.1266 ).

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №32.13.1324 - ვებგვერდი, 06.12.2011 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №20.02.759 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №34.04.1266 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 თებერვლის  დადგენილება №06.01.162 - ვებგვერდი, 21.02.2013 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 მარტის დადგენილება №11.01.309 - ვებგვერდი, 28.03.2013 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №23.08.1005 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №29.04.1436 - ვებგვერდი, 27.11.2013 წ.

    მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს უფროს ს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

1​1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

2. დეპარტამენტის განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს ვიზირებას განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებ ზე ;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

3. რაიონულ განყოფილებას ჰ ყავს უფროსი და უფროსის მოადგილეები.

4. რაიონული განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რაიონული განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეებსა და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს რაიონული განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ახდენს რაიონულ განყოფილებაში მომზადებულ ი დოკუმენტებ ი ს ვიზირებას;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს რაიონული განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს უფროსის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს.

 5. (ამოღებულია - 26.12.12 № 34.04.1266 ).

ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №32.13.1324 - ვებგვერდი, 06.12.2011 წ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №34.04.1266 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

    მუხლი 8. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

    მუხლი 9. სააგენტოს ფინანსები

სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 10. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში.

2. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

    მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 13. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.

დანართი 2   (ამოღებულია - 23.01.14, №02.35.55).

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №02.35.55 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“, №19.04.793, 22.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260030.37.101.016070 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1431660-8/