საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2011 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110727007, 27/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (37)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (31)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №98

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

+

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 10​1 მუხლის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 20​2 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

+

თავი I.

+

ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. რეგულირების სფერო

+

ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

+

1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამის საქმისწარმოების მასალებს.

3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს ის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს იმ ასაკში, რა ასაკშიც პირის მიმართ ხორციელდება მომსახურება.

4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მოთხოვნის წარდგენამდე ან წარდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. მოთხოვნის წარდგენის შემდეგ საფასურის გადახდის შემთხვევაში საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენის დღესვე. თუ მომსახურების გაწევა ხდება მოთხოვნის წარდგენის დღესვე, საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენამდე.

5. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადატურებელი დოკუმენტი.

6. პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის, ასევე დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული შესაბამისი მონაცემი; იმ პირის შესახებ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – მის დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები, ხოლო მეუღლის გვარის მიღების ან საკუთარ გვართან მეუღლის გვარის შეერთების, ასევე ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შემთხვევაში, გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა ქორწინებ ის /განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი. იმ პირის შესახებ, რომლის ქორწინება/განქორწინება რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა მის ქორწინების/განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების, ქორწინების და განქორწინების მოწმობაში მითითებული მონაცემები ნამდვილ მონაცემებად მიიჩნევა მხოლოდ დაბადების, ქორწინების და განქორწინების აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში.

7. იმ პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის ნაწილში შეუსაბამობისას, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზეც გაიცა ბინადრობის ნებართვა, ნამდვილად მიიჩნევა მასზე გაცემულ მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული სახელი ან/და გვარი; დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, თუ პირი დაბადებულია საქართველოში – დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო თუ პირი დაბადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების აქტის ჩანაწერის ან დაბადების მოწმობის არარსებობის შემთხვევაში – ნამდვილად მიიჩნევა დაბადების თარიღის ან/და ადგილის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ის მონაცემი, რომლის შესაბამისადაც პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან გაიცა ბინადრობის ნებართვა.

8. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ დაბადების თაობაზე ჩანაწერებში/დოკუმენტში მითითებული პირის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) საზღვარგარეთ ან საქართველოში შეცვლის შემთხვევაში, თუ ცვლილება არ იქნა ასახული შესაბამისი პირის დაბადების თაობაზე არსებულ ჩანაწერებში/დოკუმენტში, ნამდვილად მიიჩნევა პირადი მონაცემის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული შესაბამისი პირადი მონაცემი.

8​1. საქართველოში რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული პირის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) საზღვარგარეთ შეცვლის შემთხვევაში, თუ ცვლილება არ იქნა ასახული შესაბამისი პირის დაბადების აქტის ჩანაწერში, ნამდვილად მიიჩნევა პირადი მონაცემის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული შესაბამისი პირადი მონაცემი.

9. მონაცემები სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6–მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

10. რეგისტრაციაში გატარებასა და რეგისტრაციიდან მოხსნასთან, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, მოქმედების შეჩერებასთან, გაუქმებასთან (ძალადაკარგულად გამოცხადება, ბათილად ცნობა) დაკავშირებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილებები ს გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

    მუხლი 3. ფოტოიდენტურობის დადასტურება

+

1. პირის პირველად რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით. ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

+

1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ან/და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების ან/და განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

2. პირს, რომლის მიმართაც განიხილება რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შეტყობინება/გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მისი სარეგისტრაციო მისამართის ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლენილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ აღნიშნულ პირს ვერ ჩაბარდა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება/გადაწყვეტილება, სააგენტო ან მისი ტერიტორიული სამსახური არ არის ვალდებული ხელმეორედ გააგზავნოს შეტყობინება/გადაწყვეტილება.

3. პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია და მასში მითითებული მონაცემები მიიჩნევა ნამდვილად (უტყუარად) და აქვს იურიდიული ძალა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

 

თავი II.

+

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი

    მუხლი 5. რეგისტრაციის ვალდებულება და სუბიექტები

+

1. საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4. რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ფლობენ/ფლობდნენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს და არ მოხსნილან საქართველოში რეგისტრაციიდან (მუდმივი რეგისტრაცია), თუ არ არსებობს მათი ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.

5. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.

6. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, რეგისტრაციის გასავლელად ამ წესის მოთხოვნათა დაცვით მიმართოს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს . ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

    მუხლი 6. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები

+

1. პირის რეგისტრაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები დაბადების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

3. პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემა, პირის გარდაცვალების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა და პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ხორციელდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩანაწერის შესრულებით. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისგან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან - შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების საფუძველზე.

4. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 7. რეგისტრაციის ადგილი

+

1.  პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული ფართი და რომელიც მითითებულია სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ან  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) სამისამართო რეესტრში, აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული შენობა-ნაგებობა.

1​1. რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, რომლის სისწორეც არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციით.

1​2​. რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის. თუ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ მიეთითება განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

3. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაციისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3​​1. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტებით/დოკუმენტებით, ასევე, შესაძლებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.

4. დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დაბადების რეგისტრაცია ხდება მშობლის/მშობლების განცხადებით – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი/მათი სურვილისამებრ.

5. თუ დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ის მშობელი, რომლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე ან არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია განხორციელდება მეორე მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დედა არის უცხოელი, რომელსაც საქართველოში არა აქვს გავლილი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.

7. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემის საფუძველზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.

8. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს), შეიძლება გატარდნენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8​1. იძულებით გადაადგილებული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ასევე შეიძლება დარეგისტრირდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე გაცემულ დასკვნაში/ცნობაში მითითებულ მისამართზე.

9. პატიმრობის, სასჯელის მოხდის, სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფელი, რის შესახებაც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

10.  თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის დაწესებულებაში მოთავსებიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არ მოეპოვება, პირის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წარმოდგენა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

    მუხლი 8. რეგისტრაცია მისამართის მითითების გარეშე

+

1. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

2. (ამოღებულია - 16.07.20  №583).

3. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

   მუხლი 9. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეგისტრაცია

+

1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით განსაზღვრული ზოგადი წესის შესაბამისად, ხოლო, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მისამართი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება მისამართზე ამ ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის წესები.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში უცხოელი ვალდებულია ხელმეორედ გაიაროს რეგისტრაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 10. რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა

+

1. რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

გ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკი პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

დ) 14 წლამდე ასაკის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, ამ პირის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

დ​1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

დ​​2) არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, განმცხადებელი შესაძლებელია ასევე იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი;

ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი;

თ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.

1​​1. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.

2. 14 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი (მიუხედავად ასაკისა), რომელსაც არა აქვს აღებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად წარადგინოს მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე. პირი ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც.

3. მშვილებელი ვალდებულია არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარადგინოს მოთხოვნა შვილად აყვანილი პირის რეგისტრაციის თაობაზე, თუ იცვლება შვილად აყვანილი პირის საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები.

4. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება - ანკეტის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. განცხადება - ანკეტის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 11. რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია

+

1.  რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება და წარმოადგინოს:

ა)  ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:

ა.ა) პირის პირველადი რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაცია ხდება დაბადების რეგისტრაციისას;

ა.ბ)   თუ   საცხოვრებელი   ადგილის   მიხედვით    რეგისტრაციის    ან/და   პირადობის   დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირის ფოტოსურათი ან ფოტოსურათის წარდგენიდან გასულია 3 წელი;

ბ.ა) სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, მესაკუთრის, შესაბამისად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობა;

ბ.ბ) იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობა. საჯარო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა;

ბ.გ) ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის   მესაკუთრის   თანხმობა   ან   ორი  სრულწლოვანი,   ქმედუნარიანი   პირის   (მოწმის)   მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე  გამოხატული  წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ   დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად   ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების  დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე;

გ) საქართველოს  მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო  საქართველოში  მცხოვრები  უცხოელის  შემთხვევაში  – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

დ) ბინადრობის  ნებართვა,  თუ პირი საქართველოში  მცხოვრები  უცხოელია. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე როცა პირმა, რომელმაც  მუდმივი  ბინადრობის  ნებართვა  მიიღო  სპეციალური  პირობების  საფუძველზე, მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით);

ზ)  ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება  დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის ან გადაადგილების  შეუძლებლობა, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფსიქიატრიულ  დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი უნდა დადასტურდეს დოკუმენტურად;

ზ​​1) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პენიტენციურ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი;

თ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.

2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას.

4. იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციის მიზნით დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. დასკვნის/ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაცია ხდება ამ წესის  მე-7 მუხლის  მე-6– მე-8 პუნქტების შესაბამისად.

5.  მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირი ითხოვს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას, მან სააგენტოს ნათლად უნდა მიუთითოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზეზების შესახებ და წარმოადგინოს სათანადო დასაბუთება ან/და მტკიცებულებები. განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლების/მიზეზების გადასამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია დაათვალიეროს საცხოვრებლად მითითებული ადგილი ანდა სხვა წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია.

6. თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები,  მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით  შევსებული  განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ სააგენტოს დასკვნაში მითითებული მონაცემები.

7. რეგისტრაციის მიზნებისათვის  წარსადგენი  საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი    პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურებისა და მათი გაფრთხილების ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

   მუხლი 12. ფოტოსურათის წარდგენის უფლებამოსილება

+

1.  კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით  დამტკიცებული  ფორმის  განცხადების  წარდგენა  ხდება  რეგისტრაციის  მიზნით  განცხადება-ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.

3. ფოტოსურათი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

    მუხლი 13. რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

+

1. პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს;

გ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

დ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ე) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ვ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან;

ზ) პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ განახორციელონ პირის რეგისტრაცია და მიანიჭონ პირადი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს უკვე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი;

თ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობით გააფრთხილონ მოწმეები, რომ მათი მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. გაფრთხილების ტექსტი უნდა გადაიწეროს მოწმის მიერ ხელით და მას შემდეგ მოეწეროს ხელი;

ი) საცხოვრისის მესაკუთრეს, მის მიერ განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში, გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც ამ საცხოვრისში არიან რეგისტრირებული.

1​1. პირის რეგისტრაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია სხვა წყაროებიდან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დაათვალიეროს ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მოთხოვნილია რეგისტრაცია, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.

2. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, მისამართი) შეტანა ხდება ამ წესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. განცხადება-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

    მუხლი 14. პირადი ნომრის მინიჭება

+

1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.

2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება, ასევე პირისათვის ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის გაუქმება ან/და შეცვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

6. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

    მუხლი 15. რეგისტრაციის ვადები

+

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, რეგისტრაციაში ატარებენ:

ა) მესაკუთრეს და მესაკუთრის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილები, ნაშვილები, მშვილებელი, ნაშვილებისა და მშვილებლის მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი),  შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები, შვილების, შვილიშვილებისა და შვილიშვილის შვილების მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), ბებია, პაპა, და ან ძმა და მათი მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), და-ძმის შვილები, შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები, ასევე ამ უკანასკნელთა მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), მეურვე, მზრუნველი ან სხვა ნათესავი (მაგალითად, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიცოლა და სხვ.);

ბ) პირებს, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან (გარდა მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლის შემთხვევისა) ან რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად/ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს მიერ;

გ) პირებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ მისამართის მითითების გარეშე და რომელთა პირადობის ელექტრონული მოწმობა შეჩერებულია რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის გამო, და რეგისტრაციას გაივლიან კონკრეტულ მისამართზე ამ წესის შესაბამისად;

დ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოში მცხოვრებ უცხოელს;

ე) პირებს, რომლებიც პირველად გაივლიან მისამართზე რეგისტრაციას ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, პირის  მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.

3. პირის რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ერთდროულად მიმდინარეობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

4.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილი არიან გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, გააგრძელონ რეგისტრაციის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის, ამ ბრძანების მე-13 მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად ან/და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

    მუხლი 16. რეგისტრაციის თარიღი

+

 პირი რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან.

    მუხლი 17. რეგისტრაციის ადგილის დაზუსტება

+

1. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს დასახლება ან მუნიციპალიტეტი და არა – კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ან/და ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტული სახლის მითითებით).

2. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა – კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტული ბინის მითითებით).

3. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორ ან მეტ სახლს ან/და მრავალბინიან სახლს, ასევე ერთ მრავალბინიან სახლში მდებარე ორ ან მეტ ბინას, აქვს იდენტური ნუმერაცია, შესაბამისი სახლების/ბინების დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება ამ სახლებში/ბინებში მცხოვრები პირების მისამართის დაზუსტება (კონკრეტული სახლის/ბინის მითითებით).

4. თუ პირს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში განსაზღვრული აქვს არასრული მისამართი ან/და მისამართი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღარ არსებობს, და შესაძლებელია მისამართის სრულად იდენტიფიცირება, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება სრული/სწორი მისამართის შესახებ ჩანაწერის შესრულება.

5. მისამართის დაზუსტება შესაძლებელია, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისამართის ან მისამართის რომელიმე კომპონენტის ცვლილების თაობაზე, ან/და თუ მისამართის შესახებ ჩანაწერი შეტანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში.

6. მისამართის დაზუსტება შეიძლება განხორციელდეს:

ა) მუნიციპალიტეტის  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

    მუხლი 18. ცვლილებები სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში

+

1. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილის და მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის აქტის შესაბამისად.

2. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის მიმართ შესრულებული მამობის დადგენის აქტის შესაბამისად.

3. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის შესაბამისად.

    მუხლი 19. რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები

+

1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

ბ) გარდაცვალებისას;

გ)  თუ რეგისტრაციის ადგილის დაზუსტების მიზნით ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;

დ) თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებაში;

ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში;

ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;

თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში;

ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში;

კ) ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი;

ლ) თუ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში პირმა სააგენტოში არ წამოადგინა პასუხი და ამავდროულად წარმოებით არ დგინდება მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი.

2. უცხოელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგისტრაციიდან შეიძლება აგრეთვე მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

    მუხლი 20. რეგისტრაციიდან მოხსნა

+

1. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე;

ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე;

გ) ნებისმიერი  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  პირის წერილობითი  განცხადების  საფუძველზე,  რომელშიც მითითებულია,  რომ რეგისტრაციიდან  მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.  თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი  ახსნა-განმარტება,  რომლითაც დასტურდება,    რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან  მოხსნის ან მასზე  უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილების  მიღება  ხდება  განცხადების  წარდგენიდან  10 სამუშაო  დღის ვადაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი;

დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის   რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან  მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება  მიიღება   საჯარო   რეესტრის   ეროვნული   სააგენტოს   მიერ   გადმოგზავნილი  მესაკუთრის განცხადების  მიღებიდან  10 სამუშაო დღის ვადაში.  თუ აღნიშნულ  ვადაში პირმა, რომლის  რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე  მისი   ცხოვრების   თაობაზე   და  აღნიშნული ასევე წერილობითი ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი   პირის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად,  სააგენტოს   ტერიტორიული   სამსახური   იღებს  დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების წარმდგენ პირს (საცხოვრისის მესაკუთრეს) უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადებაზე,  რის საფუძველზეც სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;

ე)  შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლისთანავე, თუ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე, ხოლო თუ გარემოების დადგომის თარიღი უცნობია,-  შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

2. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად, ან ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის, ასევე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის, ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან სხვა ქვეყანაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) უფლებამოსილ სამსახურში წარმოდგენისთანავე/მიღებისთანავე.

3. დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, აგრეთვე სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე.

5. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

6. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტისას, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლისთანავე ან ბინადრობის ნებართვის შეწყვეტისთანავე.

7. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

    მუხლი 21. გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი

+

1. ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გამოიცემა წერილობითი ფორმით. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.

2. პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში  რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი  გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის   თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2​1. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ ცნობის გაცემის მიზნებისთვის პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს  გადაუგზავნოს   რეგისტრაციიდან  მოხსნის ბარათი  იმ  პირის  რეგისტრაციიდან  მოხსნის  თაობაზე, რომლის   რეგისტრაციის  მონაცემები   არ  მოიპოვება   სააგენტოს   მონაცემთა   ელექტრონულ   ბაზაში, თუმცა დოკუმენტურად  დასტურდება  მისი  რეგისტრაციის  ფაქტი.  რეგისტრაციიდან მოხსნის  ბარათის  ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 11.04.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

    მუხლი 22. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირების ვალდებულება

+

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს 10 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია მამრობითი სქესის იმ პირების შესახებ, რომელთაც რეგისტრაციის შემდეგ შეუსრულდათ 14 წელი, ასევე ინფორმაცია მამრობითი სქესის 14-დან 65 წლის ასაკის პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

    მუხლი 23. ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის საკითხზე

+

კანონმდებლობის დარღვევით პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო და სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ.

თავი III.

+

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი

მუხლი 24. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

+

   1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:
    ა) პირადობის მოწმობა;
    ბ) ბინადრობის მოწმობა.
   2. პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა – საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 25. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები

+

1. სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის;

გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);

დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);

ე) (ამოღებულია - 15.02.19 №383);

ვ) (ამოღებულია - 09.07.20 № 572).

ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა, რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე და მას არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონულ მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

3. საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობა, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №477 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №572 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.

    მუხლი 26. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღების ვალდებულება

+

1. საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.

3. პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია აიღოს ბინადრობის მოწმობა.

4. საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 27. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

+

1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები.

2. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის გაცემას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 28. მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ

+

1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და საერთაშორისო დაცვის  მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად – სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) 14- დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

გ​1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

გ​​2) არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, განმცხადებელი შესაძლებელია ასევე იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

დ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, ასევე ამ პირთა წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;

 ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი;

ვ) (ამოღებულია - 15.02.19 №383).
3. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

    მუხლი 29. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია

+

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს :

ა)  ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას ან თუ პირადობის დამადასტურებელი წინა დოკუმენტის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

დ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით);

ვ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი მუდმივ ბინადრობის მოწმობას ფლობს სპეციალური პირობების საფუძველზე). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ ბინადრობის მოწმობის განმეორებით აღებისას, თუ პირმა სპეციალური პირობების საფუძველზე წინა ბინადრობის მოწმობის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან და ძალადობის მსხვერპლი ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.

2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.

3. თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები,  მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით  შევსებული  განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ სააგენტოს დასკვნაში მითითებული მონაცემები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციას.

5.  ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით საერთაშორისო დაცვის მქონე პირი წარადგენს  ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით, და საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს როგორც უშუალოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტის შევსების გზით, ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

    მუხლი 30. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

+

1. პირისათვის პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ხელმოწერა იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს;“.

დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

ე) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ზ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან;

თ) გადაამოწმონ ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა;

თ​1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი) გადაამოწმონ, არის თუ არა პირი რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და აქვს თუ არა შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი;

ი) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრს (სამსახურს), ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება. განახორციელონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

1​1. ამ წესის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ითვლება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი:

ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი);

გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (მაგისტრატურა);

დ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (დოქტორანტურა).

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობისას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია შესაბამის დაინტერესებულ პირზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის წარდგენა და მისი განხილვა ხდება ამ წესის 25-ე და 28-ე-29-ე მუხლებისა და ამ მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაში ასახული მონაცემებით კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობისას, აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

4. განცხადება-ანკეტის და სამახსოვრო ბარათის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი   

+

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:
ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში, ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში, ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში - დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა მიენიჭა პირს, რომელსაც უცხო ქვეყნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა,  გვარის ნაცვლად შესაბამის გრაფაში იწერება  – ტირე;
ბ) მოქალაქეობა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გრაფაში – „მოქალაქეობა“ – აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში - „მოქალაქეობა“ - ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ლტოლვილზე, მოქალაქეობასთან ერთად დამატებით მიეთითება სიტყვა - „ლტოლვილი”. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში კი „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პირს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა და არ დგინდება მისი მოქალაქეობა, ბინადრობის მოწმობის გაცემისას გრაფაში – „მოქალაქეობა“ - აღინიშნება „უცნობია“;
გ) დაბადების თარიღი/მოწმობის მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;
დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის (სამსახურისათვის) მოთხოვნის გადაგზავნის დღე). მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;
ე) დაბადების ადგილი – ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან/და სხვა დოკუმენტებით ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ასევე თუ ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც დაუდგინდა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, მისამართზე მისი რეგისტრაციისას ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე ბინადრობის მოწმობის გაცემისას დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“. ეს წესი არ ვრცელდება პირზე, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია საქართველოში. პირადობის/ბინადრობის მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში – „უცნობია“ – ასევე იწერება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას ვერ იქნა დადგენილი მისი დაბადების ადგილი;
ვ) მისამართი – მისამართი აღინიშნება სრული სახით, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, ქუჩის დასახელებით და მიკრორაიონის, კვარტალის, კორპუსის (სახლის) ნომრისა და ბინის ნომრის მითითებით. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. რაიონი – „რ-ნი“, სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“, მიკრორაიონი – „მ/რ“, კვარტალი – „კვ“, კორპუსი – „კორ.“, ბინა – „ბ.“ და სხვ. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება;
ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;
თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ ოვალური ფორმის (სიგრძე – 25 მმ, სიგანე – 18 მმ.) ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით.
2. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.
3. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

4. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

5. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას, „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

მუხლი 31​1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

+

1. თუ პირი, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი, მასზე გასაცემ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ (აღნიშვნა „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია).

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება 2 წლის ვადით.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის შესახებ ინფორმაცია დაიტანება დაინტერესებული პირის უარის მიუხედავად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

    მუხლი 31​2. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა

+

1. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება, თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს და თუ მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.

2. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვა ხდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანის მიზნით განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

4. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გადაამოწმოს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

5. დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი;

6. ამ მუხლის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ამ წესის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება ამ წესის 31​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება ხორციელდება, თუ მას შემდეგ, რაც უკონტაქტო მიკროსქემაზე აღარ ფიქსირდება, რომ პირი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, იგი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში კვლავ რეგისტრირებულია/ხელახლა დარეგისტრირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს სტუდენტის სტატუსი.

9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება ხდება ამ წესის 31​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

10. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლებაზე პირს უარი უნდა ეთქვას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

11. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის გარეშეც, სპეციალიზებული მოწყობილობების გამოყენებით, ამ მუხლის მე-8 — მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

 

მუხლი 31​3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

1. თუ პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი აღნიშნული სტატუსი, მასზე გასაცემ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე, მოთხოვნის შემთხვევაში, დაიტანება ინფორმაცია გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის  სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით (აღნიშვნა – „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს წარმოადგენს:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი;

ბ) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის  შესახებ ინფორმაცია დაიტანება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.

 

მუხლი 31​4. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა

1. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია დაიტანება, თუ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს და თუ მისი მფლობელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და რომელსაც არ აქვს შეჩერებული/შეწყვეტილი აღნიშნული სტატუსი.

2. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის  შესახებ ინფორმაციის დატანის მოთხოვნით განმცხადებელი უფლებამოსილ ორგანოს მიმართავს ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანის მიზნით განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და ამ წესის 31​3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ).

4. დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) განმცხადებელი არ წარადგენს ამ წესის 31​3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ);

ბ) უფლებამოსილ ორგანოში არ იძებნება ინფორმაცია პირის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

გ) პირს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;

დ) შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება;

ე) დაზიანებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემა და შეუძლებელია მასზე ინფორმაციის დატანა.

5. ამ მუხლის შესაბამისად პერსონალიზებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ამ წესის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაიტანება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით.

7. სააგენტო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაბამისი სტატუსის აღნიშვნისა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის დატანას ახორციელებს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
 

    მუხლი 32. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადები

+

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და ბინადრობის მოწმობას (გარდა ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა) გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ლტოლვილზე, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გარეშე გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილი არიან, არა უ მეტეს 10 სამუშაო დღით, გააგრძელონ დაინტერესებულ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 31.10.2022 წ.

    მუხლი 32​1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანისა და განახლების ვადები

+

სააგენტო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის შესახებ ინფორმაციის დატანას ახორციელებს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

    მუხლი 33. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადები

+

1. პირადობის მოწმობა 18 წლამდე ასაკის პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე – 10 წლის ვადით.

2.   ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – არაუმეტეს 1 თვის ვადისა.

3. დროებითი ბინადრობის მოწმობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გაიცემა ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობა – 5 წლის ვადით.

4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა  შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №477 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №572 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
 

    მუხლი 34. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა

+

1. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;

ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია არასრულწლოვანი პირზე, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;

ბ​1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

ბ​2) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში;

გ) (ამოღებულია - 13.06.2012 წ, №98)

დ) ფოსტის მეშვეობით, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;

ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასევე მოთხოვნის წარმდგენ პირს;

ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში.

3. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემა/გაგზავნა ხდება კონვერტში მოთავსებული ფორმით.

4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გადაცემასა და აქტივაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).

6. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).

7. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 35. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა და ანულირება

+

1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას;

ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის ან გვარის შეცვლის, ასევე ჩანაწერში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნას, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ასევე უნდა დაერთოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტი.

3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

4. შესაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

5. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

7. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი, მისი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში ექვემდებარება ანულირებას, რისთვისაც აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომელთაც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი დაუბრუნდებათ ანულირების გარეშე.

    მუხლი 36. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება

+

1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება:

ა) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის საფუძვლით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი შეჩერების თაობაზე სააგენტოს/მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, რაც დაუყოვნებლივ აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

გ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება:

გ.ა) გარდაცვალების საფუძველზე;

გ.ბ) ემიგრაციის ნებართვის გაცემის საფუძველზე;

გ.გ) პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი შეჩერების თაობაზე შეტყობინება შეიძლება მიღებულ იქნეს:

ა) წერილობითი ფორმით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირის მიერ;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (სააგენტოს ინტერნეტგვერდის გამოყენებით), თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

გ) სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურში სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუ განმცხადებელი ასახელებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და რეგისტრაციის ადგილს.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ძალის არმქონეა.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის ან რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება განახლდება შესაბამისი პირის რეგისტრაციისთანავე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში – მისი პოვნის თაობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განაცხადის წარდგენისთანავე.

5. სტუდენტისა და/ან გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
 

    მუხლი 37. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმება

+

1. გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:

ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე;

გ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ;

დ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელქტრონული მოწმობის შემთხვევაში, მხოლოდ გარდაცვალების ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნისას;

ე) თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება;

ვ) თუ პირს შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსი;

ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;

თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;

ი) თუ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესაბამის პირზე გაცემა;

კ) დაკარგვის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, მისი დაკარგვის დადასტურების თაობაზე დაინტერესებული პირის პირადი განცხადებით;

ლ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში რეგისტრაციის არმქონე პირის გარდაცვალებისას (თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით) ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმებისას ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირება (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება გაუქმების საფუძვლის მითითებით.

3.  სტუდენტის და/ან გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაუქმებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
 

 

თავი IV.

+

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

    მუხლი 38. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

+

1. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

2. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (შემდგომში – ბიომეტრიული პასპორტი). სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის, ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა.

4. პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემა შესაძლებელია საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, თუ მასზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მის მიერ პასპორტის მისაღებად ნების გამოხატვა და მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ.

    მუხლი 39. მოთხოვნა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე

+

1. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზ ე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

ე) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;

ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, თუ ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა.  ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობით/დოკუმენტით.

2. ამ წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების გარეშე გაცემისას, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე იმყოფება საზღვარგარეთ), რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობით ან ამ წესის 48-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად .

4. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე 14 წლის ასაკს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

5. პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, თუ შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. ეს დანაწესი არ ვრცელდება პირზე, რომელზეც გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი მისი ნების გამოხატვის გარეშე ამ ბრძანების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. როგორც წესი, პირი შეიძლება ფლობდეს ერთ მოქმედ პასპორტს. პირზე, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პასპორტი, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ერთზე მეტი პასპორტის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებულ უნდა იქნეს წერილობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ.

    მუხლი 40. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად წარსადგენი დოკუმენტაცია

+

1. სრულწლოვან ან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ)  ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

დ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).
2.   არასრულწლოვან, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ ან მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:
  ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;
ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);
გ)  ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით;
დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა“;
ვ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.
3. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), ხოლო თუ 14 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენია სხვა კანონიერი წარმომადგენელი – სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის მოწმობა. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი).
3​​1. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით,  ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილი/დადგენილი ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.

4. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტი მიიღოს პირადობის მოწმობის აღების გარეშე.

5. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:
  ა) სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული თანხმობის ფორმით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

6​1.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

6​2.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო  გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში.

7. თუ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვან პირზე სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

8. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის ნაცვლად, შესაძლებელია ასევე გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის  9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

    მუხლი 41. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

+

1. პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, მიიღონ ბიომეტრიული მონაცემები;

გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს.

დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

ე) შეამოწმოს წარმოდგენილია თუ არა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;

ვ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი , გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაშვებასთან ან/და ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით შეფერხების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას იხელმძღვანელოს შეფერხებამდე არსებული მონაცემებით/ინფორმაციით (ასეთი მონაცემების/ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში), ხოლო ასეთი მონაცემების/ინფორმაციის არარსებობის ან მისი გადამოწმების შეუძლებლობისას – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ;

თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრს (სამსახურს) და უზრუნველყონ მათი გაცემა ამ წესის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება.

1​1. თუ პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეფერხების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გადაამოწმოს, პირი, რომელზეც გაიცა დოკუმენტი, ხომ არ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. თუ აღმოჩნდა, რომ პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

2. განცხადება-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №138 - ვებგვერდი, 06.08.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 42. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ვადები

+

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პასპორტს და სამგზავრო პასპორტს გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ პირის საქართველოდან გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და პასპორტის გაცემა უნდა განხორციელდეს პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უმეტეს 3 დღის ვადის ვადაში. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

    მუხლი 42​1. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღი 

+

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღად ითვლება მათი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე („პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის (სამსახურისათვის) მოთხოვნის გადაგზავნის დღე).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 43. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა

+

1. პასპორტის მოქმედების ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან.

2. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.

3. არასრულწლოვან პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი, მისი გაცემის დღიდან.

4. სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 44. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა

+

1. დამზადებული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;

ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია არასრულწლოვანი პირის, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სახელზე;

ბ​1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;

გ) განცხადება-ანკეტაში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს ;

დ) ფოსტის მეშვეობით განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;

ე) ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;

ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი მის მფლობელ პირს პირადად ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით შეიძლება გადაეცეს მოთხოვნაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობის შემთხვევაშიც.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერით.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ.

    მუხლი 45. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა

+

1. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;

გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2​1. დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

3. ნაპოვნი პასპორტი ბარდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი პასპორტი, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, ეგზავნება შესაბამისად მის გამცემ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ნაპოვნი პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შესაცვლელი პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად ანულირების გარეშე უბრუნდება მფლობელს.

5. შეცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შეცვლილი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ.

    მუხლი 46. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება

+

1. გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა შესაბამისი დამზადებული დოკუმენტი;

ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ;

გ) პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ;

დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან  გაუუქმდა, შეუწყდა ან ჩამოერთვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი;

ე) გავიდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა (სააგენტოს მიერ ასეთი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებულმა პირმა პირადი განცხადებით მოითხოვა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება;

ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;

თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;

ი) პირის გარდაცვალებისას ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას, თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმებისათვის აუცილებელია მათი ანულირება (წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაუქმების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოქმედება ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

4. ქორწინების რეგისტრაციის შედეგად გვარის შეცვლის შემთხვევაში, გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.

5. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის უკან გახმობის უფლება აქვს, შესაბამისად, ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი დაუყოვნებლივ უქმდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის  9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

 

თავი V.

+

 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.

 

თავი VI.

+

მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

    მუხლი 48. მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

+

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით და პირადობის (ბინადრობის) ახალი მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას).

4. საზღვარგარეთ მყოფ პირზე 32-გვერდიანი პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ასევე თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

5. თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, პირმა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, თუ მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ან ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. (ამოღებულია - 28.10.2022, №869).

7.  ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დაინტერესებული პირის ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე პირის მიმართ შესაბამისი მომსახურების გასაწევად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არაუმეტეს ერთი თვისა. დოკუმენტების წარდგენამდე მოთხოვნის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

9. განმცხადებლის ვინაობასა ან შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.

10. სახელის ან/და გვარის შეცვლისას, ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და ამავე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტი შეიძლება გაიცეს ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, აღებული აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს პირადობის მოწმობა, მათ შორის, პირადობის მოწმობა ახალი მონაცემებით.

11. შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება, ასევე ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანება №823 - ვებგევრდი, 02.05.2022 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 31.10.2022 წ.

 

თავი VII.

+

მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება)

მუხლი 49. ადგილზე მომსახურება

+
 

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ შეიძლება განხორციელდეს პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, ასევე ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

2. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისა (სამსახურისა). განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომსახურების განხორციელებისას ადგილზე მომსახურებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს, მომსახურების მიმღები პირის გარდა, სხვა პირიც, ეს განიხილება ადგილზე მომსახურების დამოუკიდებელ მოთხოვნად და ის შესაძლებელია განხორციელდეს საერთო წესების დაცვით, ადგილზე მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის დამატებით გადახდის გზით. დამოუკიდებელ მოთხოვნად არ ჩაითვლება, თუ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ორ ან მეტ მომსახურებას, ან/და მომსახურებას ახორციელებს დაინტერესებული პირის არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და მხარდაჭერის მიმღები იმ პირის სასარგებლოდ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.

4. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული განცხადება, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით წარდგენილი ელექტრონული განცხადება, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მიზნით შესაძლებელია გადაეგზავნოს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრს (სამსახურს). ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის (სამსახურის) მიერ ადგილზე მომსახურების საშუალებით მიღებულ მოთხოვნას იხილავს და წყვეტს ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადების მიმღები ან განცხადების განხილვა/გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური.

5. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე  ნების  გამოხატვის  დადასტურების  მიზნით, ხელმოსაწერად  (ხელმოწერის  შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთნხმებით დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი.

6. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ვიზიტს დაინტერესებულ პირთან განცხადებაში მითითებულ მისამართზე და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის ასახვას შესაბამისი მომსახურებისათვის განკუთვნილ განცხადებას/განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს დაინტერესებული პირი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, დაინტერესებული პირისათვის სამახსოვრო ბარათის ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაცემას;

გ) დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათის და შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებას;

დ) დაინტერესებული პირისათვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ე) დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების აღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიტანას განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

8. ადგილზე მომსახურების საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის განხილვის ვადა აითვლება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განცხადების/განცხადება-ანკეტის შევსების დღიდან.

9. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ თავისუფლდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 14.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №73 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის  9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

 

თავი VIII.

+

რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები

    მუხლი 50. რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერება

+

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დროს განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირს (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) და არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) უფლებამოსილია დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეაჩეროს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

4. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში არსებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს დასკვნა დოკუმენტებში არსებული შეცდომის გასწორების შესახებ, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობოსას უფლებამოსილია შეაჩეროს რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა დოკუმენტის გადამოწმების მიზნით არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით. პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

6. პირადობის მოწმობის და პასპორტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

    მუხლი 51. რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და გაცემაზე უარის თქმა

+

1. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაცია განახორციელოს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

3. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;

გ)  შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან  სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

გ​1) რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.

დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ე) თუ პირმა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან ერთად არ წარადგინა მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);

ვ) თუ რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ერთობლივად წარდგენის დროს, არსებობს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;

ზ) რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით რეგისტრაცია;

თ) რეგისტრაციისას რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.

4. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;

გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ე) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის პირი არ არის რეგისტრირებული, გარდა საქართველოს იმ მოქალაქეებისა , რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნენ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით;

ვ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;

ზ) პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.

5. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

გ) თუ დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

დ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;

ე) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;

ვ) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №140 - ვებგვერი, 25.10.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

 

თავი IX.

+

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის წესი

    მუხლი 52. დოკუმენტების პერსონალიზაცია

+

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) მოიცავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტების შევსების/დატანის პროცესს და წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის — ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ოგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია წარმოებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე.

4. დაუშვებელია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ჩანაწერებში შესწორების შეტანა.

5. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი.

5​1. 9 წლამდე ასაკის მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სახელზე პირადობის (ბინადრობის)  მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემაზე განცხადების წარმდგენია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო,  დოკუმენტი გაიცემა ხელმოწერის გარეშე.

6.   თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.

7. თუ პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში მათი მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირადი ხელმოწერის შესრულება, ასევე როცა აღნიშნული დოკუმენტები გაიცემა მესამე პირის მეშვეობით ან დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის საფუძველზე, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პირადი ხელმოწერის გარეშე.

8. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, სპეციალურ ადგილზე დაისმება გერბიანი ბეჭედი.

9. პასუხიმგებლობა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში, ასევე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე ეკისრებათ შესაბამის თანამდებობის პირებს. კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების უშეცდომოდ შეტანასა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელია შესაბამის კომპიუტერულ პროგრამასთან მომუშავე პირი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის  9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №477 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №572 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
 

    მუხლი 53. პერსონალიზაციისათვის გამოსაყენებელი ტექნოლოგია

+

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება სპეციალური კომპიუტერული ტექნიკისა და საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისათვის გამოყენებული ტექნიკა, ამ დოკუმენტების ბეჭდვის, მფლობელთა ფოტოგამოსახულების სკანირებისა და შესაბამისი პერსონიფიცირებული მონაცემების დამახსოვრების პარალელურად, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი გახარჯული მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ბლანკის) აღრიცხვას, საიდენტიფიკაციო და საპასპორტო მონაცემების (მათ შორის, ფოტოგამოსახულების) ძებნას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, სტატისტიკური და საცნობარო ხასიათის დოკუმენტების ოპერატიულად შედგენას და ბეჭდვას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 18.11.2014 წ.

 

თავი X.

+

მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი

    მუხლი 54. ზოგადი დებულებები

+

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოყენებული ყველა სახეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.

2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 18.11.2014 წ.

    მუხლი 55. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება, გადაზიდვა და აღრიცხვა

+

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება წარმოებს სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

1​1. არაპერსონალიზებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების საქართველოს ტერიტორიაზე  გადაზიდვა ხორციელდება  შეიარაღებული დაცვის თანხლებით.

2. სააგენტო  უზრუნველყოფს დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების     ტერიტორიული სამსახურისათვის დალუქული სახით გადაცემას და გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობისა და   ნომრების   დიაპაზონის   თაობაზე   ინფორმაციის  ასახვას   სააგენტოს   მონაცემთა   ბაზაში.  სააგენტოსგან მიღებული  მკაცრი  აღრიცხვის  ბლანკების თაობაზე  ინფორმაცია,  ზედდებულში  აღნიშნული  ნომრების  და რაოდენობის   მითითებით, ტერიტორიული სამსახურის   უფლებამოსილი   პირის   მიერ  მკაცრი  აღრიცხვის ბლანკების მიღების  დღესვე  აღირიცხება  სააღრიცხვო  ჟურნალში.  ამავე  ჟურნალში  აღირიცხება მიღებული მკაცრი  აღრიცხვის  ბლანკების  განაწილება  შესაბამის  თანამდებობის  პირებზე,  ამ უკანასკნელთა  გვარების, მათზე   გაცემული   მკაცრი   აღრიცხვის   ბლანკების   ნომრების   და რაოდენობის   მითითებით.   სააღრიცხვო ჟურნალის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრაზე ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი ოქმი, რომელიც შეკვრასთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური ამოწმებს დაბრუნებულ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობას, ნომრების თანმიმდევრობას და შესაბამისობას ზედდებულში მითითებულ ნომრებთან/რაოდენობასთან და ადგენს შესაბამის ოქმს. თუ გამოვლინდა, რომ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, ან შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება შესაბამის ოქმში. ოქმის შედგენის შემდეგ მკაცრი აღრიცხვის ბლანკები შეიფუთება ლოჯისტიკის სამსახურის მიერ და შეფუთული შეკვრა მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შეფუთული და ბეჭდით დამოწმებული შეკვრა (წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ასევე მკაცრი აღრიცხვის იმ ბლანკების გამოკლებით, რომლებზეც განმეორებულ იქნა ერთი და იგივე ნომერი), ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შედგენილ ოქმთან ერთად, გადაეცემა იმავე ან სხვა ტერიტორიულ სამსახურს. ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურისათვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობის, ნომრების დიაპაზონის, ნომრების თანმიმდევრობის დარღვევის – გამოტოვების ან განმეორების, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. შეფუთული და დალუქული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ იხსნება კომისიური წესით. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრის კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან, რის თაობაზეც შედგენილ უნდა იქნეს სათანადო ოქმი. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, აღნიშნულის თაობაზე მითითებულ უნდა იქნეს სათანადო ოქმში. ოქმში მიეთითება შემთხვევა, როცა შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების განმეორების შემთხვევაში, ერთი და იმავე ნომრის მქონე მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკები უნდა დაერთოს შესაბამის ოქმს.

5. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. ჟურნალის წარმოებისას აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება:

ა) ყოველი სახეობის ბლანკების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალკე ჟურნალში;

ბ) სააღრიცხვო ჟურნალის ყველა გრაფა უნდა ივსებოდეს ყურადღებით, სრულად და შეცდომების გარეშე. დაუშვებელია ჩანაწერებში შესწორების შეტანა, თუ იგი არ არის დამოწმებული სააღრიცხვო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ და არ არის განმარტებული მიზეზი;

გ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში (სააღრიცხვო ჟურნალის მატერიალური ფორმით წარმოების შემთხვევაში);

დ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს მათი ნომრების მზარდი თანმიმდევრობის მიხედვით იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც ერიცხება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან სამსახურის თანამშრომელს.

6. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ბეჭდვის/შევსების პროცესში შეცდომის დაშვების ან მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ნომერი მიეთითება სააღრიცხვო ჟურნალში. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის დაზიანება მისი არასწორი შევსების ან სხვა დაუდევარი მოქმედების შედეგად გამოიწვევს შესაბამისი პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტირაჟირებას და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკებით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 18.11.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.

    მუხლი 56. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვა

+

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკები ინახება გარეშე პირთა მიერ ხელყოფისა და ხანძრისაგან დაცვის სპეციალური სასიგნალო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსში.

2. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რომელსაც ერიცხება ბლანკები.

    მუხლი 57. ანგარიშგება და მონიტორინგი

+

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მოძრაობასა და ხარჯვასთან (გაცემასთან) დაკავშირებული, ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება აღრიცხული და სრულად ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია ტერიტორიულ სამსახურში მიღებული, გახარჯული (გაცემული და დაზიანებული) და ნაშთის სახით დარჩენილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესახებ ყოველთვიური ანგარიში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარადგინოს სააგენტოში.

3. სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ვალდებულია წარმოდგენილი ანგარიშების მეშვეობით სისტემატურად აკონტროლოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის კანონიერება და განსაზღვროს მათი ხარჯვის დინამიკა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

 

თავი XI.

+

    მუხლი 58. გარდამავალი დებულებანი

+

1. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება.  ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.

3. ამ წესის 50-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დოკუმენტებში არსებული ურთიერთშეუსაბამობა, უზუსტობა, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნები აღმოჩნდება იმ პირის სახელზე გაცემულ (შედგენილ) დოკუმენტებში, რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 ივლისისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონების შესაბამისად, გათავისუფლებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

4. ამ წესით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და მუნიცპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სტრუქტურული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი №1/12/1404 - ვებგვერდი,03.01.2020 წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება  №1/1/1404 – ვებგვერდი, 08.06.2020წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №98, 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1435931-31/