წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების,მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.07.2011 ძალადაკარგული 29.01.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110729005, 29/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №21

2011 წლი ს 22 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდები ს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 აგვისტოს  დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 07.09.2011წ.

 მუხლი 1

  დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების ბინების ნუმერაციის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

  მუხლი 2

  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია

 

  დანართი № 1        

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

  1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.

 2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.

 3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.

 4. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.

 5. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.

6. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვემოთ.

      მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები

გადაწყვეტილება ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციისა და მათთვის სახელწოდების მინიჭების შესახებ მიიღება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 აგვისტოს  დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 07.09.2011წ.

       მუხლი 4. ნუმერაციისა და სახელწოდების მინიჭების მოთხოვნა

 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის და სახელწოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 5. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის საფუძველი

  ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;

 ბ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;

 გ) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.

    მუხლი 6. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი

1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;

 ბ) ბინის გაყოფა;

 გ) ბინების შეერთება;

 დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;

 ე) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.

 2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.

    მუხლი 7. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია

1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და ბულვარების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრებისაგან შემდგარი შესაბამისი რიცხვის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.

 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 აგვისტოს  დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 07.09.2011წ.

    მუხლი 8. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდება

1. ქუჩებს, ხეივნებს, შესახვევებს, ჩიხებს, მოედნებს, სკვერებს, ბულვარებს სახელწოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:

ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;

ბ) ქუჩის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;

გ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 5 წელი.

    მუხლი 9. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების მინიჭების შესახებ ინიციატივა

1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების სახელწოდების მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ:

ა) ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებს;

ბ) ადგილობრივ მოსახლეობას;

გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

დ) დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს.

2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის კონკრეტული სახელწოდების მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას.

    მუხლი 10. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. განცხადებას „ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ“განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად.

2. გადაწყვეტილება „ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ“მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. გამგეობა ვალდებულია საკრებულოს განკარგულება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის №68 საოლქო საარჩევნო კომისიას.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 აგვისტოს  დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 07.09.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების,მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“, №21, 22.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1438645-1/