თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2011 ძალადაკარგული 25.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13/59
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110729031, 03/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №13/59

2011 წლის 28 ივლისის

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1).

    მუხლი 2

დამტკიც დ ეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (დანართი №2).

     მუხლი  3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ი. საღინაძე

შეტანილი ცვლილებები :

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25/70 -ვებგვერდი, 30.12.2011წ.

2. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №13/24 -ვებგვერდი, 02.08.2012წ.

დანართი №1

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებ სა და მის ორგანოთა მუშ ა ობაში მონაწილეობის მი ღების, ამომრჩევლებთან შ ეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2. საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებ სა და მის ორგანოთა მუშ ა ობაში მონაწილეობის მი ღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნ ე ს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ანაზღაურება განხორციელდება საკრებულოს წევრის მიერ ფაქტ ობრივად განხილული საკითხების რაოდენობის პროპორციულად. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

    მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევე ლ თან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2- პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში.

2. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობას, საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.

    მუხლი 4. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატმა ყოველთვიურად საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვ ა ლიწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებ ის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

 

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 201 1 წლის 27 დეკემბრის დადგენილება № 25/70 -ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა

 

№

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს თავმჯდომარე

600

–––––––––––––

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

550

70 ლიტრი საწვავი,

100 ლარი მობილურით სარგებლობა

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

550

70 ლიტრი საწვავი,

90 ლარი მობილურით სარგებლობა

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

500

60 ლიტრი საწვავი,

80 ლარი მობილურით სარგებლობა

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

500

60 ლიტრი საწვავი,

80 ლარი მობილურით სარგებლობა

6

საკრებულოს სხვა წევრი

400

60 ლიტრი საწვავი,

40 ლარი მობილურით სარგებლობა

 

შენიშვნა:

საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი”.

  თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 201 2 წლის 30 ივლისის დადგენილება № 13/24 -ვებგვერდი, 02.08.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №13/59, 28.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1439718-2/