ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.930
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის
ბრძანება №10/140
2003 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №15, 3.06..2002წ.,) მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო.გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დანართი №3).
4. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს (ი. ბაბუხადია):
ა) უზრუნველყოს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი წარმოდგენილი მასალების ადგილზე გადამოწმების შესახებ;
ბ) ნებართვის მაძიებელ პირზე „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის” გაცემა, დადგენილი წესით მასში ცვლილებების შეტანა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარება აწარმოოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში სამ თვეში ერთხელ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად;
გ) სანებართვო მოწმობის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან მოახდინოს ხე-ტყის პროდუქციის ექსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შეჯერება და შედეგების გაანალიზება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. გადაცდომის ფაქტის არსებობის შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) აღნიშნული ბრძანება რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარადგინოს იუსტიციის სამინისტროში.
5. ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობისა (ი. ბაბუხადია) და ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების (ე. სიხარულიძე, ე. რეხვიაშვილი) სამმართველოებმა უზრუნველყონ “ხე-ტყის ექსპორტის ნებართვის” ფორმის დაბეჭდვა; მკაცრი კონტროლი დააწესონ მისი აღრიცხვის, შენახვის, რეგისტრაციისა და გაცემის კანონიერებაზე.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. გამცემლიძეს.
ჯ. ჩარკვიანი

+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 20 მაისის ბრძანება №10/20-სსმIII,№55,27.05.2004წ.,მუხ.470
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
ხეტყის ექსპორტზე სანებართვო მოწმობა № 000000
მოწმობის №
1.
ტყის მერქნული რესურსის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი, ნომერი და მისი გამცემი ორგანოს დასახელება
2.
მოპოვებული ხეტყის ოდენობა (კბმ) სახეობის და სორტიმენტის მიხედვით
3.
ხეტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საექსპორტო პროდუქციის დასახელება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი
4.
საექსპორტო პროდუქციის ოდენობა (კბმ)
5.
ნებართვის მაძიებლის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი
ნებართვა გაიცა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
გაცემის თარიღი სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის
––––– ––––– 200 წ. თავმჯდომარე
ბ.ა
საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 20 მაისის ბრძანება №10/20-სსმIII,№55,27.05.2004წ.,მუხ.470
ჯ. ჩარკვიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2004.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი. დოკუმენტის ნომერი — №10/140. სარეგისტრაციო კოდი — 390050000.12.212.005930.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2004.
- სად არის „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №10/140, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 390050000.12.212.005930 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1439925/