ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დადგენის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.07.2011 ბოლო ცვლილება 24.12.2013
ნომერი
№20.01.833
სარეგისტრაციო კოდი
200140030.37.101.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110801024, 02/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №20.01.833

2011 წლი ს 29 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დადგენის თაობაზე

,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 28 -ე მუხლისა და  23​1 მუხლის ,,ფ“ პუნქტის , ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის  №525 ბრძანებულების  შესაბამისად ,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს :

1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ ამ დადგენილების დანართით წარმოდგენილი რუკის თანახმად განსაზღვრულ ზონებში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვროს აღიარების მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედი მიწის ნორმატიული ფასით.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი ს პირველი მოადგილე (ვიცე -მერი) დ. ნინიძე 

შეტანილი ცვლილებები:

1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №29.01.1135 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დადგენის თაობაზე“, №20.01.833, 29.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140030.37.101.016073 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1445054-1/