ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.08.2011 ძალადაკარგული 19.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.162.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110811011, 16/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

 2011 წლის 5 აგვისტო

 ქ. ახმეტა

ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ისა და სარგებლობის საფასურ ის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირვე ლი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის , 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 19​2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს № 659 ბრძანებულების შესაბამისად, ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. და მტკიცდ ეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ი ს განსაზღვრის წესი დანართი № 1-ის შესაბამისად .

მუხლი 2. და მტკიცდ ეს ახმეტ ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის წესი დანართი № 2-ის შესაბამისად .

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გასაცემი ფართის ერთ კვ. მ-ზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის     10 ივლისის № 23 დადგენილება.

მუხლი 4 . დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა. მაილაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 07.12.2011 წ.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 02.03.2012 წ.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 03.06.2012 წ.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

დანართი №1

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი სა ფას ურ ი ს განსაზღვრის წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურ ის ოდენობა განისაზღვრ ება :

ა) ბალანსმფ ლ ობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი ს ) შესაბამის ი დასკვნის საფუძველზე.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი ს საპრივატიზებო საწყისი საფასურ ის ოდენობა განისაზღვრ ება :

ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი ს ) შესაბამის ი დასკვნის საფუძველზე.

 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების აქციების/წილის საპრივატიზებო საწყისი საფასური პრივატიზებისას არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები.

დანართი №2

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასური ს განსაზღვრის წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ღირებულებებით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვრ ოს :

ა) 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ) სხვა უძრავ ქონებაზე:

ბ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;

ბ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე (გარდა ,,ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონებისა) – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;

ბ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 8 (რვა) ლარ ით;

გ) მოძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 07.12.2011 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 02.03.2012 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის დადგენილება №60 - ვებგვერდი, 03.06.2012 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“, №23, 05.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1457401-4/