აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება. (დანართი №1)
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №32 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილების საფუძველზე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ", ,,იძულებით გადაადგლებულ პირთა შესახებ", ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: აბაშა, ტროფი დარასელიას ქ.№1.
მუხლი2. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა. შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვიმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია. ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და პროგრამების შემუშავება, მონიტორინგი;
გ. სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების(უმუშევრები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მრავალშვილიანები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;
ვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა, აღრიცხვა;
ზ. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა;
თ. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ი. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
5. სამსახურის უფროსი:
ა. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე. გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ. გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;
თ. სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილების საფუძველზე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ", ,,იძულებით გადაადგლებულ პირთა შესახებ", ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: აბაშა, ტროფი დარასელიას ქ.№1.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებანი🔗
მუხლი2. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა. შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და აბაშის მუნიციპალიტეტის თვიმმართველობის მიერ დასახული ძირითადი პრიორიტეტებისა და მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია. ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და პროგრამების შემუშავება, მონიტორინგი;
გ. სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მიზნობრივი ჯგუფების(უმუშევრები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მრავალშვილიანები, ვეტერანები, დევნილები და სხვა) საჭიროებების შესწავლა, მათზე შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;
ე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოება, მათი სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება, კოორდინაცია;
ვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა, აღრიცხვა;
ზ. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზაცია, მათი პრობლემების, სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. მათი უფლებების დაცვა;
თ. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ი. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და ორგანიზაცია🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
5. სამსახურის უფროსი:
ა. წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე. გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ. გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი წარდგინებითა და გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;
თ. სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოციალური დაცვის განყოფილება.
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება_მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ივნისის დადგენილება №2 7 - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 31. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები🔗
1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, საჭიროებების შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას.
გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას.
დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას.
ე) სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.
ვ) უმუშევართა აღრიცხვას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 32. სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილების ფუნქციები🔗
1. სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერანთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ვეტერანების განცხადებების, წინადადებების და საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას.
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულთა დროებითი განსახლების ორგანიზებას, აღრიცხვა-რეგისტრაციის და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას.
გ) იძულებით გადაადგილებულთა და ვეტერანთა პრობლემატური საკითხების შესწავლას, წინადადებების და დასკვნების წარმოდგენას. მათი სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას. საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა-მონიტორინგს, სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.
დ) იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირების ხელშეწყობას.
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ვეტერანთა საქმეებზე საინფორმაციო ბაზის წარმოებას.
ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ივნისის დადგენილება №2 7 - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი🔗
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.08.2011. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016067.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.07.2014.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №41, 11.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1459935/