„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2011 ძალადაკარგული 31.05.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010110030.35.151.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110817003, 23/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2011 წლის 16 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19​5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 სექტემბრის დადგენილება - №47, ვებგვერდი, 26.09.2011წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა:

ა) „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №18 დადგენილებით განსაზღვრული ფასის 30% -ის ოდენობით;

 ბ) სხვა უძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 15%-ის ოდენობით წელიწადში;

 გ) მოძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 20%-ის ოდენობით წელიწადში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 სექტემბრის დადგენილება - №47, ვებგვერდი, 26.09.2011წ.

 მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

       საკრებულოს თავმჯდომარე

      გ.მალანია

      შეტანილი ცვლილებები:

      1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 სექტემბრის დადგენილება - №47, ვებგვერდი, 26.09.2011წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №42, 16.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010110030.35.151.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1460958-1/