საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2011 ძალადაკარგული 31.10.2013
ნომერი
№636
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110817022, 17/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №636

2011 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის” თანდართული დებულება.

მუხლი 2 . ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ . ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №593 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №677 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების  დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4

 დეპარტამენტი: დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (შემდეგ – „გაერთიანებული შტაბი“) და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის (შემდეგ – „შესყიდვა“) ორგანიზებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

    მუხლი 5

დეპარტამენტს აქვს  ორი ბეჭედი წარწერით:

ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი’’;

ბ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი – სასაქონლო ოპერაციებისათვის“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები ა:

ა) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;

ბ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.

დ) შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების  წარდგენა;

ე) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;

ვ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;

ზ) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენა–კორექტირება;

თ) საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის  სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;

მ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;

ნ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება № 605 - ვებგვერდი, 13.07.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსი:

ა) შესყიდვებთან (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებების ხელმოწერისა) დაკავშირებით წარმოადგენს სამინისტროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სხვა თანამდებობის პირი), ხოლო სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტს;

ბ) დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, შესყიდვის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილია წარუდგინოს შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს წინადადებები  ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის) განსაზღვრის თაობაზე;

გ) მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ;

დ) აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის , სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

    მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №593 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები

    მუხლი 10

 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 ა ) შესყიდვების, მონიტორინგის ა და ანალიზის სამმართველო;

 ბ ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

 გ ) სამშენებლო-სარემონტო სამმართველო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №677 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

    მუხლი 11

  შესყიდვების, მონიტორინგის ა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტთან ერთად, დარგის მენეჯერთა მიერ ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;

ბ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარგის მენეჯერთან ერთობლივად, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება;

გ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;

დ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა, მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;

ზ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;

თ)   შესყიდვების პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა ;

ი ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №677 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

    მუხლი 12

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, საავტომობილო, ჯავშანტექნიკის, მცურავი საშუალებების, საფრენი აპარატების, საწვავ-საპოხი მასალების და მათი ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, ოპტიკური საშუალებების, ორგტექნიკის, საინჟინრო-საბრძოლო მასალების, საინჟინრო-ქიმიური სანივთე ქონების, სამხედრო აღჭურვილობის, პირადი ჰიგიენის და სხვა საშუალებების, კვებითი მომსახურების, კვების პროდუქტებისა და სამზარეულო ინვენტარის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო ინვენტარის, საყაზარმე და საოფისე ავეჯის, საკანცელარიო, საოფისე, ტოპოგრაფიული მასალების და მომსახურების, სამეურნეო საქონლის, სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, რეცხვის, დაბანვის, დასუფთავების, და სხვა საშუალებების (საქონლის), აგრეთვე ინტელექტუალური და სხვადასხვა სახის მომსახურებების, სამხედრო გადაზიდვების შესყიდვის განხორციელებისათვის მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულების პროექტის მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;

ბ) იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.

ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური მარაგების შექმნა, აღწერა, განაწილება და მართვა;

ზ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება № 605 - ვებგვერდი, 13.07.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

    მუხლი 13

  სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, ან/და საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, სამშენებლო-საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, კეთილმოწყობის, სარეკონსტრუქციო, სარემონტო-საავარიო და სხვა სამუშაოების, აგრეთვე უძრავი ქონების შესყიდვის ორგანიზება, მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულებების მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სამუშაოების პროექტთან და დეფექტურ აქტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;

ბ) სამინისტროში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, სამეურნეო საქონლისა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის ორგანიზება;

გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.

ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;

 ვ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება № 605 - ვებგვერდი, 13.07.2012 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 2 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 18.10.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №636, 16.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1461426-4/