შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №321
2011 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 1 წლის განმავლობაში .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №403 – ვებგვერდი, 28.10.2011წ.
შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს ფოსტა“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით ;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „საქართველოს ფოსტა სთან“დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის;
ლ) კომისია – შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
მუხლი 3. შპს „საქართველოს ფოსტის“ უფლება-მოვალეობები
1. შპს „საქართველოს ფოსტა“უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტ ები ;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „საქართველოს ფოსტ ისათვის“წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „საქართველოს ფოსტა“ვალდებულია, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობ აში მონაწილეობაზე .
2. დაუშვებელია, რომ შპს „საქართველოს ფოსტამ“შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიულ პირში ;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონ ა წილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორცი ე ლდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაცია ს.
საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №403 – ვებგვერდი, 28 . 10 .2011წ.
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა
1. შპს „საქართველოს ფოსტა“შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“გენერალური დირექტორი.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 0 00 000 ლარს;
ბ ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“გენერალური დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომ აზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და/ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:
ა) შპს „საქართველოს ფოსტის რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „საქართველოს ფოსტამ“გაითვალისწინოს კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „საქართველოს ფოსტა“საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „საქართველოს ფოსტას“შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.
მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „საქართველოს ფოსტ ი ს“გენერალურ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 50 000 ლარს;
ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) დავების გადაწყვეტის წესი;
კ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.
4. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა ) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
ბ ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
გ ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა
1. შპს „საქართველოს ფოსტა“განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად.
მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
ანგარიში
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ –––––––– წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ
| შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა) | შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახე-ლება | მიმწო-დებელი მხარის დასახელება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკ-რულების მოქმედების ვადა | შესყიდვის საერთო ღირებულება | შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა | |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №321
2011 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.🔗
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 1 წლის განმავლობაში .🔗
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში .🔗
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №403 – ვებგვერდი, 28.10.2011წ.
შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს ფოსტი ს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს ფოსტი ს“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ საქართველოს ფოსტა“ ;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „ შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით ;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „ საქართველოს ფოსტასთან“ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის;
ლ) კომისია – შპს „საქართველოს ფოსტი ს“ გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
ლ) კომისია – შპს „საქართველოს ფოსტი ს“ გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
მ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
ნ) სამშენებლო სამუშაო – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 3. შპს „საქართველოს ფოსტის“ უფლება-მოვალეობები🔗
1. შპს „საქართველოს ფოსტა“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები ;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „ საქართველოს ფოსტისათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „ საქართველოს ფოსტა“ ვალდებულია, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები🔗
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობაზე .
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე .
2. დაუშვებელია, რომ შპს „ საქართველოს ფოსტამ“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიულ პირში ;
ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონა წილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას.
4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას.
საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №403 – ვებგვერდი, 28 . 10 .2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა🔗
1. შპს „ საქართველოს ფოსტა“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ გენერალური დირექტორი.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები🔗
1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ‑ ერთის არსებობისას:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 0 00 000 ლარს;
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს;
ბ ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში, ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას;
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
ი) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი ან პირობათა გამოკითხვის კომისია.
3. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“ – „ თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობი თ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი🔗
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ გენერალური დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ🔗
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და/ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის თავის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადება ქვეყნდება გაზეთ „24 საათში“ ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:
ა) შპს „საქართველოს ფოსტის რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „ საქართველოს ფოსტამ“ გაითვალისწინოს კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „ საქართველოს ფოსტა“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „საქართველოს ფოსტა“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები🔗
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია🔗
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი🔗
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;
ა) პირობათა გამოკითხვის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს, ან არ მოახდენს პირობათა გამოკითხვის განცხადებითა და დოკუმენტაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
დ) წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები🔗
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება🔗
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „ საქართველოს ფოსტას“ შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა🔗
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.
მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა🔗
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „ საქართველოს ფოსტი ს“ გენერალურ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი🔗
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს ;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას;
დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 50 000 ლარს;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.
ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 500 000 ლარს.
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2% -დან 10%-მდე ოდენობით.
ი) დავების გადაწყვეტის წესი;
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
კ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.
ა) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
4. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;
ა ) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას.
ბ ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
გ ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
1. შპს „ საქართველოს ფოსტა“ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად.
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
8. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 18. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
დანართი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ანგარიში
დანართი №1
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ –––––––– წელს
(ამოღებულია)
განხორციელებული შესყიდვების შესახებ
| შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა) | შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახე-ლება | მიმწო-დებელი მხარის დასახელება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკ-რულების მოქმედების ვადა | შესყიდვის საერთო ღირებულება | შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა |
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, №321, 15.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016481 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1462003-1/