ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2011 ძალადაკარგული 25.08.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.152.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110823016, 25/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2011 წლის 22 აგვისტო

ქ. დუშეთი

ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. აიკრძალოს ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

2. დამტკიცდეს ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1).

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

3. ეს დადგენილება  ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   

ც. საძაგლიშვილი

შეტანილი ცვლილებები :

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

დანართი №1

ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე – ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

1. ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე – ბულვარში, პარკში ან სკვერში პირუტყვის გაშვების აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (შემდგომში – შემსრულებელი).

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

2.ხელშეკრულებაში გათვალიწინებულ იქნეს:

ა) დაჭერილი ცხოველების განთავსება უსაფრთხო ადგილას;

ბ) ცხოველის დაჭერის შესახებ განცხადების გამოქვეყნება;

გ) შემსრულებლის მიერ პირუტყვისაგან დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის მოწოდება;

დ) ცხოველის მესაკუთრის მიერ შესაბამისი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, პირუტყვის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

3. შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი ამყოფოს ჩვეულებრივ პირობებში და განახორციელოს მათი კვება, მოვლა, დაცვა, არ განახორციელოს დაკავებული პირუტყვის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

4. ცხოველის სადღეღამისო კვება, შენახვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე, დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში არა უმეტეს 10 (ათი) ლარით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

5. ამოღებული თანხები მიმართულ იქნეს ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

6. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დაჭერისთანავე გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმდაგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.

7. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

8. შემსრულებელი ვალდებულია სრულყოფილად აწარმოოს პირუტყვის დაკავების თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს მესაკუთრეთა მხრიდან უსაფუძვლო მოთხოვნები და პირუტყვის მესაკუთრეზე დაკისრებული შენახვის ხარჯის ამოღებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 (ოცი) დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №29, 22.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1464408-1/