ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობის, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.08.2011 ძალადაკარგული 01.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110830010, 01/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2011 წ ლის 23 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობისა, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურ ში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

მუხლი 2. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი ს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი ს, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის, მითითების,  შემოწმების აქტის ა და უწყების  ტიპური ფორმები თანახმად №2 -№8 დანართებისა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

მუხლი 3. ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ” №39 დადგენილება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 აგვისტოს ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ №40 დადგენილება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

ა. მამეშვილი

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

დანართი №1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლების, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების ა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი ს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი ს, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის, მითითების,  შემოწმების აქტის ა და უწყების  აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების ა და ამ წესის შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება

1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

2. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

3.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

 ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის აღნიშვნით;

 ბ) დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის დამტკიცების შესახებ;

 გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,,სფს რეგისტრაციის №”.

4. სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.

5. სამსახური აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავს ოქმის გაცემას უფლებამოსილ პირებზე, ოქმის შევსებას, გაუქმებას და ამზადებ ს ანგარიშს, რომელიც ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 3. ოქმების შენახვა

1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განს ა ზღვრავს  სამსახურის უფროსი, ან მოსამსახურეს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, სამსახურის უფროსმა მოსამსახურეს უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის, რისთვისაც   უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მ ას თან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსის დაცულობას.

2. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირისათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმისწარმოება

1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:

 ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;

 ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;

 გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.

5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:

 ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;

 ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

 გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;

 დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხიმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

 ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;

 ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

 თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

11. ჯარიმა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 5. მითითების,  შემოწმების აქტისა და უწყების შევსება და საქმისწარმოება

1. მითითება წარმოადგენს სამსახურისათვის სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი ს მე-13 მუხლით.

2. მითითება არის  სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობ აზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია ტექნიკური რეგლამენტით დადგ ე ნილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.

3. დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე არადროული შესრულებისათვის ან/და ნაწილობრივ შესრულებისათვის.

4. მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:

 ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიაც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;

 ბ) მეორე – რჩება  სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.

5. მითითების განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ,  სამსახური ამოწმებს დამრღვევს და დგება შემოწმების აქტი.

6. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა და მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულება:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება სრულდება არადროულად.

7. შემოწმების აქტში აისახება გადაწყვეტილება:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, რაც აისახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

8. საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება სამართლებრივი აქტის გამოცემა.

9. თუ დარღვევა გამოსწორებულია, გამოიცემა სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წ ა რმოების შეწყვეტის შესახებ.

10. შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:

ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;

ბ) მეორე – რჩება  სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.

11. უწყება ეგზავნება სამართალდამრღვევს, რომლის ბრალეულობა  სამსახურის მიერ დადგინდა წინასწარი შემოწმ ე ბის შედეგად.

12. უწყება ივსება ორ ეგზემპლარად:

 ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიც მითითებულია სამართალდარღვევის სახე, კანონით დადგენილი რა ნორმები იქნა დარღვეული. დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც აღმოჩენილ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის განხილვის თარიღი და საქმის განხილვის დრო;

 ბ) მეორე – რჩება ზედამხედველობის სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.

13. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების ჩაბარება (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებულ ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.

14. მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის განხილვის დამაბრკოლებლად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 6. ადმინის ტ რაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.

2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 7. რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი

1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.

3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.

5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.

6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.

7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

    მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა

1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;

 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.

3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

დანართი №2

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის

 ზედამხედველობის სამსახური

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სერია № 000000

 ------------------

1. ------------ ------------------------------- 20 წ.            2. -----------------------------------

 ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)            ოქმის შედგენის ადგილი

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––             3. –––––––––––––––––––––––––––

                                                                               ოქმის შემდგენლის თანამდებობა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                               სახელი, მამის სახელი, გვარი

 

4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

         ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                  ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის -------------- მუხლით / მუხლის ––––– ნაწილით.

                              

6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

 

7. მოწმე ან/და დაზარალებული: --------------------------------    -----------------------

                                                       ხელმოწერა                            სახელი, გვარი, მისამართი

8. ოქმის შემდგენელი პირი: --------------------------------            -----------------------------                                                                             ხელმოწერა                                  სახელი, გვარი

9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------           ----------------------------

                                                        ხელმოწერა                           სახელი, გვარი

10. ჩავიბარე ოქმი: -----------------------------------------------------------------------------------------

                                                             სამართალდამრღვევის ხელმოწერა

 

11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13.  შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                    ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

 

14. შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

დანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

N

გაცემის თარიღი

ოქმის ნომერი

ოქმის გამცემი

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

ოქმის მიმღები

შედგენილი (გამოყენებული) ოქმები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

 

დაბრუნების თარიღი

აქტის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

შენიშვნა

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი

 

№

რეგის-
ტრაციის თარიღი

მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ                      

 

 

იურიდიული პირის დასახელება,
საიდენტი-
ფიკაციო
ნომერი და მისამართი

გვარი

სახელი

მისამართი

თანამდებობა

საქართველოს
მოქალაქის
პირადი
ნომერი

 

უცხო ქვეყნის მოქალაქის

 

  პასპორტის

  ნომერი         

 

 

 

მოქალაქეობა                           

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

ადმინისტ
რაციული სამართალ
დარღვევის ოქმი

ოქმის შედგენის ადგილი
(კლასიფიკატორი)

ადმინისტრაციული
სამართალ
დარღვევის
ოქმის შედგენის
თარიღი

ოქმის შემდგენელი
(სახელი, გვარი, თანამდებობა)

ადმინისტრაციული
სახდელის დადების
შესახებ დადგენილების №

დადგენილების  გამოტანის თარიღი

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

დადგენი
ლების
გამომტანი
(გვარი, სახელი)

საქართ
ველოს ადმინის
ტრაციულ სამართალ
დარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი

ადმინის
ტრაციული სახდელის სახეობა

დამატებითი
სახდელი

დარიცხული
ჯარიმის
თანხა

გადახდილი ჯარიმის თანხა

თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები

შენიშვნა

17

18

19

20

21

22

23

24

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

აქტი №

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ

_________________________________________________

(აქტის შედგენის ადგილი)

 

________    ____________________   200 წელი

 

№

რაოდენობა

ოქმის ინდივიდუალ უ რი ნომერი (ნომრები)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:

 

ზედამხედველობის სამსახურის

 

უფროსი                                                                            / -----------------------------------/

 

ოქმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                                     / -----------------------------------/

 

დანართი №6

                                                                                                                                                                                                                                                                                   მითითება №------

 

                                                                                                                    შედგენის თარიღი ------------------

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი);

მითითება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ პუნქტი);

დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით ჯარიმდება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მითითება.

 

 დამრღვევის დასახელება და მისამართ ი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 ობიექტის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაც გათვალისწინებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს

კანონის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრებ ა ––––––––––––––––––––– ლარით.

 

 დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.

 

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

 გ) მითითება სრულდება არადროულად;

შემოწმების აქტის საფ უ ძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

 იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი);

მითითების გამცემ ი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                        (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

მი თითება ჩაიბარ ა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––               

                            (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვა ლ საჩინო ადგილზე განთავსების გზით.

 

  (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილ ი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

დანართი №7

შემოწმების აქტი №------

                               

                                                                                                                               შედგენის თარიღი ----------

 

 მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითება გაცემული იყო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ----------- მუხლის ------------ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.

შემოწმების აქტი დგება  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გაცემული №------------------ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების

მდგომარეობის დასადგენად.

დამრღვევის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

   

შემოწმებით დადგინდა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

 რითაც დგინდება, რომ:

ა) მითითება შესრულდა  □           ბ) მითითება არ შესრულდა  □           

გ) მითითება სრულდება არადროულად □

  შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.

თუ დარღვევა გამოსწორებულია, ასეთ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა): –––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): –––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარება დ) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ სასქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი).

შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.  (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი  –––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

დანართი №8

უ წ ყ ე ბ ა №----

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით

გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე

  „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში (ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

დამრღვევის დასახელება და მისამართ ი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტის დასახელება და მისამართ ი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  საქმის განხილვის თარიღ ი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   საქმის განხილვის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

 თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

უფლებამოსილი თანამდებობის პირი    ------------------------

 უწყების განთავსების თარიღი      --- ------------- ------

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 20.10.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობის, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“, №33, 23.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1466999-1/