საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.09.2011 ბოლო ცვლილება 31.05.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№494
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016312
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110907028, 07/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის  შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის სახელმწიფო კონტროლი.

3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის თანდართული დებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულება №51 2 - ვებგვერდი, 13.09.2011წ.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ნოე მბრის ბრძანებულება №740 - ვებგვერდი, 21.11.2011წ.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანებულება №56 - ვებგვერდი, 25.01.2012წ.

4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანებულება №229 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (შემდეგში – არქივი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. არქივი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

3. არქივს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის საბანკო ანგარიშები, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. არქივის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №72.

    მუხლი 2.  არქივის საქმიანობის საგანი და მიზნები

1. არქივი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და საარქივო ფონდების განვითარებას.

2.  არქივის მიზნებია:

ა)  საარქივო ფონდების შევსება დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდების დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება;

ბ) საარქივო ფონდების დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);

გ) საარქივო ფონდების დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია;

დ) საარქივო ფონდების დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

ე)  საარქივო მასალების საფუძველზე პუბლიკაციების მომზადება და ბეჭდვა.

    მუხლი 3. არქივის ფუნქციები

დაკისრებული ამოცანების შესაბამისად  არქივი:

ა) განსაზღვრავს საარქივო ფონდის დოკუმენტების სახეობებისა და ნაირსახეობების შემადგენლობას, შეიმუშავებს საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხას, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას;

ბ) უზრუნველყოფს არსებული საარქივო მასალების დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანასა და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას;

გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვას, მათი შენახვის პირობების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;

დ) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური დამუშავების სამუშაოთა კომპლექსს (კონსერვაცია, რესტავრაცია და ა.შ.);

ე) ახორციელებს არქივში დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვას;

ვ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნასა და განვითარებას, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას;

ზ) ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას;

თ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

ი) დადგენილი წესით აქვეყნებს  საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას ა რქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ,  საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემ ა ს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), მონაწილეობს დოკუმენტუ რი ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით;

კ) ამზადებს  საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს, როგორც არქივის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიმართვებს;

მ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, უზრუნველყოფს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ი ს ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას;

ნ) ახორციელებს საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში;

პ) ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ არქივთან;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანებულება №229 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

    მუხლი 4. არქივის ხელმძღვანელობა

1. არქივს ხელმძღვანელობს  არქივის  დირექტორი (შემდეგში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).

2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომ ლებ საც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

4.  დირექტორი:

ა) წარმოადგენს არქივს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს  არქივის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე არქივის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს არქივის თანამშრომლებს. მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ზ) ამტკიცებს არქივის შინაგანაწესს;

თ) განსაზღვრავს და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს  არქივის საშტატო ნუსხას ა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო ს განაკვეთებს;

ი) ამტკიცებს არქივის სისტემაში სტაჟირების გავლის ინსტრუქციას; სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს  არქივის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს  არქივის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფას, რომლებიც საჭიროა  არქივის ამოცანების შესასრულებლად;

მ) იღებს გადაწყვეტილებას არქივის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა  არქივის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს  არქივის საქმიანობის შესახებ;

ო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ნოე მბრის ბრძანებულება № 740 - ვებგვერდი, 21 . 11 .2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანებულება №56 - ვებგვერდი, 25.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანებულება №229 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

    მუხლი 5. არქივის სტრუქტურა

1. არქივ ი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) საარქივო სამსახური;

ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.

2. არქივის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები ცალკეული მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 3 სექტემბრის ბრძანებულება №51 2 - ვებგვერდი, 1 3 .09.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანებულება №229 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

    მუხლი 6. არქივის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები

1. საარქივო სამსახური (უშიშროების არქივი, კომუნისტური პარტიის არქივი) ახორციელებს საარქივო მასალის შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალის დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას, საარქივო ფონდების კონსერვაციასა და რესტავრაციას; მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალის დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; სამსახურში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.

2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს არქივის შემოსავლების ა და ხარჯების დაგეგმვა ს; წლიური ხარჯთაღრიცხვების ა და ფინანსური ანგარიშების მომზადება ს; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; არქივის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა სა და კონტროლ ს; არქივის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა ს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 1 3 სექტემბრის ბრძანებულება №51 2 - ვებგვერდი, 1 3 .09.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 მარტის ბრძანებულება №229 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

    მუხლი 7. არქივის ქონება და ფინანსები

1. არქივის ქონებას შეადგენს ძირითადი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

2.  არქივის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) არქივის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;

გ) არქივის საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავლები, მათ შორის, საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით, არქივის მიერ მომზადებული ბუკლეტების, ბროშურების, სხვადასხვა ტრადიციული და ელექტრონული გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;

დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. არქივის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს არქივის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

2.  არქივის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.

    მუხლი 9. არქივის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

არქივის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილების (ცვლილებებისა და დ ამატებების) შეტანის წესი

არქივის დებულებაში ცვლილების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანა ხორციელდება საქართველოს  პრეზიდენტის ბრძანებულებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“, №494, 06.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016312 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1471415-4/