„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.09.2011 ბოლო ცვლილება 18.11.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№353
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927006, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ს ს იპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებ ში:

ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6

 

 

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

უფასო

 

100 ლარი.“;

 

         ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704,  8705 და 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე)

 

არა უმეტეს 5 კალენ-დარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

 

 

 5 კალენდარულ დღეზე მეტი  ვადით – 100 ლარს + ყოველ  კალენდარულ დღეზე 10 ლარი.“;

 

         გ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„86

 

 

 

 

 

 

 

სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704,   8705 და 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა)

 

50 ლარი.“;

 

        დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„92

 

 

 

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება

 

1 სამუშაო დღე –

200 ლარი;

3 სამუშაო დღე –

150 ლარი.“;

 

      ე) დაემატოს 95-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:

 

„95

 

 

 

 

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

 

 

 

 

3 სამუშაო დღე

 

3 სამუშაო

დღეზე ნაკლები

უფასო

 

 

100 ლარი.“.

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.

პ რემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური