ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.09.2011 ძალადაკარგული 31.07.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.168.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927037, 03/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 27 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

  ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 240​1 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.11.2011 წ.

1. დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის);

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (თან ერთვის);

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №3-ის შესაბამისად (თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    ზ . ზედელაშვილი

დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

 

 

 

______________                                            __________________

      თარიღი                                                         ოქმის შედგენის ადგილი         

1. მე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის     

__________________________________

(თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)

„საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლებისა და     

„--------------------------------------------------------------------“ შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ

_______________________________________________________________________________________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

_______________________________________________________________________________________

სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება (დამკვეთი, შემსრულებელი)

_______________________________________________________________________________________

სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი

________________________________________________________________________________________

სამართალდარღვევის შინაარსი

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

რაც გათვალისწინებულია       ________________________________________________________________

კანონის შესაბამისი მუხლის მითითება

________________________________________________________________________________________

2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება:

                                                      __________________________________________________________

                     თანამდებობა, სახელი, გვარი

3. სამართალდამრღვევს  განემარტა  საქართველოს   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  252-ე მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები:

 მე,        ___________________________________________________________

                         სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.

ოქმი შევადგინე     ___________________________________

                                     ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა

ოქმს გავეცანი   _________________________________________

                                    სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა

მოწმე/ები (არსებობის შემთხვევაში):

_____________________________       _______________________________            _____________________

       სახელი, გვარი                                            მისამართი, პირადობის მოწმობის №                 ხელმოწერა

_________________________________       ____________________________________          ______________

  სახელი, გვარი                                                  მისამართი, პირადობის მოწმობის №                                 ხელმოწერა

დაზარალებულები:

_____________________________            _______________________________   __________________________

       სახელი, გვარი                                            მისამართი, პირადობის მოწმობის №                       ხელმოწერა

_________________________________         ______________________________ ________________________

  სახელი, გვარი                                                  მისამართი, პირადობის მოწმობის №             ხელმოწერა

5. ოქმის ასლი ჩავიბარე:

___________________________________       _________________________________________________

სამართალდამრღვევის ხელმოწერა                           სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის №

შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამარალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი  ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 01.04.2013 წ.

დანართი №2

სიღნაღის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 სექტემბრის №20 დადგენილებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

№

გაცემის თარიღი

ოქმის №

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

 

 

გვარი

სახელი

 

თანამდებობა

 

ხელმოწერა

გვარი

სახელი

 

თანამდებობა

 

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

     მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის ა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანები ს საფუძველზე.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.11.2011 წ.

    მუხლი 2. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება

1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.

ოქმი შეიცავს გაყალბებისგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:

ა) ნუმერაცია საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ილუმინესცენციას;

ბ) მიკრო შრიფტი, სადაც იკითხება: „სიღნაღის მუნიციპალიტეტი“

გ) დამცავი ბადე (გილიოშური ბადე).

3. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

5. ოქმების გაცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის ხორციელდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

6. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

    მუხლი 3. ოქმების შენახვა

1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.

    მუხლი 4. ოქმების შევსება და წარმოება

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებულ უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №20, 27.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1481431-2/