აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.10.2011 ბოლო ცვლილება 20.04.2022
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111011022, 11/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №133

2011 წლის 11 ოქტომბერი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13​ მუხლის მე -6 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების თანდართული წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.

  ზ. ადეიშვილი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია მათი აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამის საქმისწარმოების მასალებს.

3. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) შეიძლება წარდგენილ იქნეს შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. თუ არაქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) წარდგენილია ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, ამ დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს სააგენტო.

4. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე- 3 პუნქტით დადგენილი   მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით .

5. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს იმ ასაკში, რა ასაკშიც პირის მიმართ ხორციელდება მომსახურება.

6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.

7. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადატურებელი დოკუმენტი.

8. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

    მუხლი 3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება:

ა) შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით, ან/და;

ბ) სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით, ან/და;

გ) განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოქმედი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მიმწოდებელი ოპერატორების მეშვეობით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით, ან/და;

დ) განაცხადში მითითებული საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით .

2. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

თავი II

პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის, გაფორმების, შეცვლის და გაუქმების წესი

    მუხლი 4. პირადობის ნეიტრალური მოწმობა

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის იბეჭდება და ივსება ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო ცხი ნვალის რეგიონ ში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის – ქართულ და ოსურ ენებზე.

    მუხლი 5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირები

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხი ნვალის რეგიონ ში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

3. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზნებისათვის არ მოითხოვება პირის რეგისტრაცია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. განცხადების წარდგენა

1. განცხადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. განცხადება პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინება აფხაზეთ ის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად. განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ.

3. განცხადებას არას რულწლოვანი ან ქმედუუნარო პირ ისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარადგენს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

4. აფხაზეთ ის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მიერ განცხადების საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადების წარდგენას სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში.

5. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

6. განმცხადებლის ვინაობასთან ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსების გზით მომსახურების გაწევაზე.

7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

    მუხლი 7. წარსადგენი დოკუმენტები

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელ ი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტ ი:

ა.ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტ ი;

ა.ბ) შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტ ი;

გ) 1 (ერთი) ფოტოსურათ ი ზომით 3,5 x 4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხი ნვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად ცხოვრებ ის საკითხის გადაწყვეტისას სააგენტო შეიძლება დაეყრდნოს:

ა) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებულ ჩანაწერს პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობ ას, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;

გ) არასრულწლოვნი /ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს და მშობლის (მშობლების) /მეურვის /მზრუნველის ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე დოკუმენტ ს ან პირადობის ნეიტრალურ მოწმობას/ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს;

დ) სხვა დოკუმენტებს.

    მუხლი 8. განცხადების განხილვა

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. დოკუმენტაციის არასრულად ან მათი არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის გასვლიდან დაუყოვნებლივ სააგენტო ს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად. დოკუმენტების /ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს/ინფორმაციას, ამ ვადის გასვლი ს შემდეგ შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3.  სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა   მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს –  სახელმწიფო   და   საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი   და პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად, ხოლო განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროების შემთხვევაში, - შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას განმცხადებლის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ ის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცი ა ვალდებულ ია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცი ის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძველი. უარყოფითი პასუხი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

6. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

7. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებ ას იღებს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

    მუხლი 9. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

  1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:
 ა) სახელი/გვარი – პირადობის ნეიტრალური მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის შემთხვევაში – სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. თუ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი აფხაზურ ან ოსურ ენასთან ერთად შედგენილია სხვა ენაზე, სახელი/გვარი იწერება ერთ-ერთი ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად, დაინტერესებული პირის არჩევანის გათვალისწინებით, ხოლო ასეთი არჩევანის არარსებობისას – აფხაზური ან ოსური ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა, გვარის ნაცვლად შესაბამის გრაფაში იწერება – ტირე;
  ბ) პირადი ნომრის მინიჭებისას გამოიყენება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი;
  გ) დაბადების თარიღი/მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;
 დ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღად ითვლება პირადობის ნეიტრალური მოწმობის დამზადების დღე. გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად;
 ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება. საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ან/და სხვა დოკუმენტით ვერ დგინდება პირის დაბადების ადგილი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“;
 ვ) პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში მისი მფლობელის მისამართი ჩაიწერება განცხადებაში მითითებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. მისამართად აღინიშნება ქალაქი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“ და სხვ. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ.“ არ გამოიყენება.
 ზ) ბეჭედი – ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმითაც და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.
 2. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას, „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 10. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოქმედების ვადა

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო 18 წლამდე პირებზე – 3 წლის ვადით.

2. დაუშვებელია პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება. ვადის გასვლის შემთხვევაში გაიცემა ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობა.

    მუხლი 11. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გადაცემა

1. დამზადებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა გადაეცემა:

ა) პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელ პირს, პირადად;

ბ) არასრულწლოვნის/ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს;

გ) მესამე პირს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული ფორმით გადაცემის საფუძველზე.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობა, დაინტერესებული პირისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შეიძლება გადაეცეს საქართველოში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლისთვისაც პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიწოდების საკითხზე თანხმობა გამოხატა დაინტერესებულმა პირმა.

    მუხლი 12. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

დაინტერესებულ პირზე არ გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა, თუ:

ა) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

ბ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტ ისა) ;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ ის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცი ის მიერ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საკითხზე წარედგინა უარყოფითი პასუხი;

დ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ;

ე) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის ნეიტრალური მოწმობა ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს;

ვ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 13. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლა და ანულირება

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელი ვალდებულია შეცვალოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას ან დაკარგვისას.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5 x 4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

3. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის დროს შესაბამის განცხადებას უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეცვლილ სახელზე და გვარზე გაცემულია ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

4. ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

5. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის დროს არ მოითხოვება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საკითხის შეთანხმება შესაბამის უწყებებთან, ხოლო მფლობელის ფოტოიდენტურობის საკითხი შესაბამის უწყებასთან შეიძლება შეთანხმდეს საჭიროების შემთხევაში.

6. ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის დღიდან ძველი ძალადაკარგულად ითვლება.

7. შესაცვლელი პირადობის ნეიტრალური მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, ახალ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

8. ნაპოვნი პირადობის ნეიტრალური მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს , რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის ნეიტრალური მოწმობა. სხვა შემთხვევაში ნაპოვნი პირადობის ნეიტრალური მოწმობა, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. გარდაცვლილი პირის პირადობის ნეიტრალური მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ტერიტორიულ სამსახურში. გარდაცვლილი პირის პირადობის ნეიტრალური მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

11. პირადობის ნეიტრალური მოწმობა, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ უნდა ჩამოერთვას ამავე სამსახურში გამოცხადებულ პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელს.

    მუხლი 14. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაუქმების საფუძვლები

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობა უქმდება, თუ:

ა) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ;

ბ) დაინტერესებულმა პირმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ;

გ) დაინტერესებული პირი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მომენტისთვის ფლობდა ან დაინტერესებულმა პირმა შემდგომ მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ ის ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცი ის მიერ პირის ფოტოიდენტურობის საკითხთან დაკავშირებით ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაცემული უარყოფითი დასკვნა მიღებულ იქნა პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ;

ე) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და მოწმობის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლინდა პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შემდეგ.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მოწმობის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

 

თავი II​​1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, პირადი ნომრის მინიჭების წესი
 
  მუხლი 14​​1. რეგისტრაციის შესაძლებლობა და სუბიექტები
  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი უფლებამოსილია გაიაროს რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან თუ იგი უკვე რეგისტრირებულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  3. რეგისტრაციის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს და მიანიჭებს პირად ნომერს.
  4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია არ წარმოშობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ვალდებულებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
 
  მუხლი 14​​2. რეგისტრაციის ადგილი
  1. პირის რეგისტრაცია ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ტერიტორიაზე, უფლებამოსილი პირის განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
  2. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით.
  3. პირს პირადი ნომერი მიენიჭება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
  4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 11​​​​​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
 
  მუხლი 14​​3. რეგისტრაციის ვადები
 სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირს რეგისტრაციაში ატარებს ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
 
  მუხლი 14​​4. განცხადების განხილვა
  ამ თავით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, დაინტერესებული პირის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, განცხადების წარდგენის, განცხადების განხილვის, წარსადგენი დოკუმენტებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გამოიყენება ამ წესის II თავით დადგენილი ნორმები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

თავი III

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, გაფორმების, შეცვლის და გაუქმების წესი

    მუხლი 15. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს კუთვნილებაა და მის მფლობელს აძლევს საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის უფლებას.

3. საქართველო პასუხისმგებელია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებზე საზღვარგარეთ და მათ რეადმისიაზე.

4. როგორც წესი, პირი შეიძლება ფლობდეს ერთ მოქმედ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს. პირზე, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, თუ ერთზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ორზე მეტი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით.

    მუხლი 16. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე

1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე.

2 ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების უფლება არა აქვთ პირებს, რომლებზეც სააგენტოს მიერ გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

    მუხლი 17. განცხადების წარდგენა

1. განცხადება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. განცხადება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინება  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის ან არასრულწლოვანი/ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ პირადად. განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ.

3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მიერ განცხადების საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარდგენის შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული განცხადების წარდგენას სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში.

4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

5. განმცხადებლის ვინაობასთან ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების შევსების გზით მომსახურების გაწევაზე.

6. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

    მუხლი 18. წარსადგენი დოკუმენტები

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელმა წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;

ბ) 1 (ერთი) ფოტოსურათ ი ზომით 3,5 x 4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

2. თუ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირზე არ არის გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაბამისმა პირმა მასზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ წესის II​​1 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას გამოიყენება ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი თავისებურებები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 19. განცხადების განხილვა

1 . დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი . განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. დოკუმენტაციის არასრულად ან მათი არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის გასვლიდან დაუყოვნებლივ  სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად. დოკუმენტების /ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დაინტერესებული პირი განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტს/ინფორმაციას, ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3.  სააგენტოს ტერიტორიული სამსახური განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დასადგენად.

4. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

5. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

  6. (ამოღებულია - 15.02.19 №382).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 20. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა

1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა 10 წლის ვადით, ხოლო 18 წლამდე პირზე – 3 წლის ვადით.

2. დაუშვებელია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ვადის გაგრძელება. ვადის გასვლის შემთხვევაში გაიცემა ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

    მუხლი 21. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა

1. დამზადებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, პირადად;

ბ) არასრულწლოვნის/ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს;

გ) მესამე პირს, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული ფორმით გადაცემის საფუძველზე.

2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, დაინტერესებული პირისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე შეიძლება გადაეცეს საქართველოში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლისთვისაც ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიწოდების საკითხზე თანხმობა გამოხატა დაინტერესებულმა პირმა.

    მუხლი 22. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

დაინტერესებულ პირზე არ გაიცემა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, თუ :

ა) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ;

ბ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტ ისა);

გ) სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს წარედგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირისათვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.

დ) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს;

ე) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

    მუხლი 23. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა და ანულირება

1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

გ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

დ) ვიზებისა თვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

ე) გამოყენებისათვის უვარგისობისას ან დაკარგვისას.

2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაცვლელი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და 1 (ერთი) ფოტოსურათ ი ზომით 3,5 x 4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

3. ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ამ დანართით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

4. შეცვლის საფუძვლების არსებობისას ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დღიდან შეცვლილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ძალადაკარგულად ითვლება.

5. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ანულირების შემდეგ ახალ თან ერთად უბრუნდება მფლობელს. შესაცვლელი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად, ანულირების გარეშე, უბრუნდება მფლობელს.

6. ნაპოვნი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში ნაპოვნი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. გარდაცვლილი პირის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. გარდაცვლილი პირის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

9. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი , რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, სააგენტოს ტერიორიული სამსახურის მიერ უნდა ჩამოერთვას ამავე სამსახურში გამოცხადებულ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს.

    მუხლი 24. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ნეიტრალური  სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ, ასევე შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.

3. დაინტერესებულ პირზე გაცემული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი უქმდება, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა შეცვალა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

ბ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი დოკუმენტები, რაც გამოვლინდა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემდეგ;

გ) დაინტერესებული პირი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მომენტისთვის ფლობდა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელმა შემდგომ მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

დ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლინდა პირისათვის  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემდეგ.

4. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 26.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“, №133, 11.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488682-5/