აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.10.2011 ბოლო ცვლილება 23.07.2025
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010130000.32.061.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111025002, 25/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №11

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები-პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის № 133 ბრძანებისა და  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.

1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები-პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.10.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.

3.  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას  კვარტალურად წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.10.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 აფხაზეთის მთავრობის                         გ . ბარამია

 თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა   და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

      მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი მოთხოვნის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ამ წესის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირებად (შემდგომში – უფლებამოსილი პირები) მიიჩნევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

3.   უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და   საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“   (შემდგომში – კომისია).

4. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.08.2012 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.10.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.

    მუხლი 3. კომისიის უფლება -მოვალეობები

1. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის ელექტრონული ფორმით მომართვის შემთხვევაში, კომისია ახორციელებს შემდგომ საქმიანობას:

ა) საფუძვლიანად შეისწავლის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსულ მასალებს და უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე არსებულ და მოპოვებულ ინფორმაციას;

ბ) უფლებამოსილი პირის გამოკითხვის შედეგად დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას;

გ) მოითხოვს უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის (ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდგენილ ფოტოსურათთან) თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობით დადასტურებას და გამოკითხავს მათ იდენტურობის დადგენის მიზნით;

დ) კომისია, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილია  ფოტოიდენტურობის დადასტურების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან მიიღოს ფოტოიდენტურობის დადასტურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი ელექტრონული ფორმით, მათ შორის:

დ.ა) უფლებამოსილი პირის, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადების ასლი მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე;

დ.ბ) პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის ასლი: ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პასპორტი, შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების, პირადობის ან ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების მოწმობა, საბინაო  წიგნი და სხვა);

დ.გ) 1  ფოტოსურათი (ერთი) ზომით 3.5X4.5 დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

ე) საქმის არსებითად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს;

ვ) შემოსულ მასალებში არსებული მონაცემების, სათანადო დოკუმენტებით მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე;

ზ) შესაბამისი მოთხოვნისა და სათანადო მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში მიაწოდებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ინფორმაციას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის თაობაზე.

2. უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით,  დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადი მომართვის, ან  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, კომისია:

ა) ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს შემოსული განცხადება, არსებული ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალები;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებლისაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა, ასევე გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა წარმოებაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დოკუმენტები;

გ) მოითხოვოს/მიიღოს უფლებამოსილი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობითი განმარტებები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან/და მოიწვიოს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილი თანამშრომლები;

ე) უფლებამოსილია, მიღებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გააცნოს დაინტერესებულ პირს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში.

3. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისიასა და შესაბამის სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით.

4. კომისიის მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის,  სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც  იძლევა განმცხადებლისა და კომისიის წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით  დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

5.  კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში (საკითხის შესწავლის მიზნით), თავისი საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ქვეკომისიების  მეშვეობით. ქვეკომისიების შექმნის, დასახელების, მუშაობის, მასში კომისიის წევრთა გაერთიანებისა და ქვეკომისიის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს წყვეტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში-მინისტრი), კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.08.2012 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.10.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.

     მუხლი 4. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის წესი

1. კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2.  კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

3. კომისია მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

4. კომისიის მდივანი აწარმოებს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც აისახება სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

5.  უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და  საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული, უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის ან/და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, მინისტრის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გასცენ სათანადო პასუხი  ელექტრონული  ან მატერიალური ფორმით ერთ სამუშაო დღეში.

6. (ამოღებულია - 20.04.2016 წ. №16).

7. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენლი) ან სახელმწიფო ორგანოს მომართვის  (მასალების ელექტრონული ფორმით შემოსვლის) დღიდან.  თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურთან შეთანხმებით არა უგვიანეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნეიტრალური მოწმობის გაცემის ვადისა.

8. კომისიის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურებისას მზადდება  დასკვნა, რომლის საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ეგზავნება შესაბამისი პასუხი ელექტრონული ფორმით, ხოლო, საცხოვრებელი ადგილის დადგენისას კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიცემა   კომისიის დასკვნა/ცნობის სახით.

9. კომისია დოკუმენტბრუნვას ახორციელებს მატერიალური ფორმით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.08.2012 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 04.10.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 23.02.2021 წ.

     მუხლი 5. ფოტოიდენტურობის დადასტურებასა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი

საქართველოს და აფხაზეთის კანონმდებლობისა და ამ წესის თანახმად, თუ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ იძლევა დადებით შედეგს და არ არსებობს ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

      მუხლი 6. დასკვნა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ  

1. კომისიის დასკვნას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, წევრები და მდივანი, რაც დამოწმებული უნდა იქნეს სათანადო ბეჭდით.

2. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ დასკვნის რეკვიზიტებია:

ა) კომისიის სახელწოდება;

ბ) დასკვნის სახელწოდება;

გ) დასკვნის გაცემის თარიღი და ადგილი;

დ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და მამის სახელი;

ე) ფოტოსურათის ჩასაკრავი ადგილი;

ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;

ზ) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერა;

თ) სათანადო ბეჭედი.     

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები -პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე  უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე კომისიის დასკვნა/ცნობა) უნდა შეიცავდეს:

ა.) სახელწოდებას;

ბ.) გაცემის თარიღსა და ადგილს;

გ.) უფლებამოსილი პირის სახელს, გვარსა და მამის სახელს;

დ.) უფლებამოსილი პირის საცხოვრებელ ადგილს;

ე.) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

     მუხლი 7. გადაწყვეტილების გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   მუხლი 8. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა

კომისიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე, კომისიის მუშაობის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი №1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები- პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა   და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა ფოტოიდენტურობის თაობაზე  

 №

ქ . ––––––––––––––––                                             “____”_________ 20--- w.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიჩნეულ იქნეს:

პიროვნების _________________________________________________________                      

( გვარი , სახელი , მამის სახელი )

______________________________________________________________

( დაბადების     ადგილი და თარიღი . )

 

 

 

 

 

ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური

                                              

  ფოტოსურათის ადგილი

  ბ.ა.

კომისიის თავმჯდომარე:

კომისიის წევრები:

1.

2.

3.

4.

5.

კომისიის მდივანი :

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.

დანართი № 2  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები -პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა   და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის   დასკვნა /ცნობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები -პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე   უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე

             ქ . ––––––––––––––––                                                                         ––– ––––––––– 201– წ .

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად,

პიროვნების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

                                                             (გვარი , სახელი , მამის სახელი )

საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ----------------------------------------------------------------------------

                                                                            (ქალაქი , რაიონი , დაბა , სოფელი )

კომისიის თავმჯდომარე :

კომისიის წევრები :

კომისიის მდივანი :

  ბ .ა .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2016 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 23.04.2020 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“, №11, 24.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.32.061.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1497101-5/