საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №855
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ . ახალაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2 . დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტს, მ ინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გააჩნია ბლანკი და ბეჭედი.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სისტემატიზაცია ;
ბ) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ანალიზი, სათანადო დასკვნების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ფუნქციური უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით;
21. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში;

გ ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 3 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა.ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.ბ) მონაცემთა დამუშავების განყოფილება.
ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ა) მონაცემთა ბაზის ანალიზის განყოფილება;
ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება.
2. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს – თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ს, დამუშავებას და სისტემატიზაციას.
3. ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:
ა) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ანალიზს ;
ბ) სათანადო დასკვნების მომზადება ს , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად.
4 . დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს/განყოფილებას) (შემდგომში – ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის თანამშრომელი.
5. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
6. ქვედანაყოფის უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში/ განყოფილებაში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს/ განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) უშუალო უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №855
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ . ახალაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2 . დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტს, მ ინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გააჩნია ბლანკი და ბეჭედი.
მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები🔗
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სისტემატიზაცია ;
ბ) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური ანალიზი, სათანადო დასკვნების მომზადება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ფუნქციური უფლება-მოვალეობები🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით;
2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
21. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ვ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 3 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №1275 - ვებგვერდი, 07.11.2013წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა.ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.ბ) მონაცემთა დამუშავების განყოფილება.
ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ა) მონაცემთა ბაზის ანალიზის განყოფილება;
ბ.ბ) ანალიტიკური განყოფილება.
2. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს – თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და სისტემატიზაციას.
3. ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:
ა) თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების, პერსპექტიული თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ანალიზს ;
ბ) სათანადო დასკვნების მომზადებას , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარსადგენად.
4 . დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს/განყოფილებას) (შემდგომში – ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. ქვედანაყოფის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ქვედანაყოფის თანამშრომელი.
5. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
6. ქვედანაყოფის უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში/ განყოფილებაში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს/ განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) უშუალო უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №855, 04.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016087 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1504512-1/