საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2011 ძალადაკარგული 29.07.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№413
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111108008, 08/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №413

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 201 2 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარ მეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ ი ) იურიდიულ ი პირ ების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განი საზღვ რო ს სახელმწიფო, რომელსაც წარმო ა დგენ ს საქართველოს განათ ლე ბისა და მეცნიე რების სამინისტრო.

  5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური