სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.11.2011 ბოლო ცვლილება 22.10.2019
ნომერი
№01-51/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111110010, 10/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01- 51/ნ

2011 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის 63​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ა . ურუშაძე

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

 1. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების მიზანია კონტროლის პროცედურების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდ ეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი.

2. შერჩევითი კონტროლი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კომპეტენტური ორგანო(ები)ს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.
3. შერჩევით კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წამლის სააგენტო (შემდგომ ტექსტში ორივე მოხსენიებული როგორც – სააგენტო).

4. შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტო ს გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტ ს . სააგენტო, შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას, ვალდებულია მომსახურების განმახორციელებელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს სერვისის მიმწოდებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. მას შემდეგ, რაც შერჩევითი შემოწმების დროს სააგენტო დაადგენს სერვისის მწარმოებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება შესაბამისი შემოწმების აქტი. რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნ ე ს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩენს სააგენტო. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.

8. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ასევე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8​1. სააგენტო  ვალდებულია, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს, რომელსაც ევალება ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფა 2014 წლის 1 მაისიდან, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში გაუწიოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კონსულტაცია და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული წარმოადგენს შემდგომი გადამოწმების  (კონტროლის) საფუძველს.

9. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს სალიცენზიო/ს ანებართვო/ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესრულება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-77/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 30.04.2014წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 30.11.2018წ.

    მუხლი 2. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები:

1. სააგენტო შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ :

ა ) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებ ი ს ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;

ბ ) ის წარმოადგენს ფილიალს ;

გ ) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;

დ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები ;

ე) სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა ;

ვ) წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ანგარიში ;

ზ) ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №01-51/ნ, 09.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016097 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1507093-3/