სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯ ებ ი ს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად :
1. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებ სა და მის ორგანოთა მუშ ა ობაში მონაწილეობის მი ღების, ამომრჩევლებთან შ ეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა. შ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯ ებ ი ს ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) – 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
ა) პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
2. ხარჯების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს ა და საკრებულოს კომისიების სხდომებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვ ამდე არსებული მდგომარეობით არა უგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვის მომდევნო სამუშაო დღეს (თუ ზემოთ აღნიშნული რიცხვები ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღ ე ს). საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვრ ავ ს ანაზღაურების ნაკლებ ოდენობა ს , თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების ფაქტობრივი მონაცემები განსხვავდება სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 5 7 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.
3. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – ყოველთვიურად , ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
4. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ნო ემბრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
შეტანილი ცვლილებები:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“, №51, 18.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1514429-1/