საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.12.2011 ძალადაკარგული 29.07.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№456
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016616
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111206029, 06/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

 მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგ დი დის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რე ორ გა ნიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – შო თა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მეს ხ ი ას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს სა ჯა რო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა ხო რ ციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მეს ხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მე წარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რე ეს ტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათ ვა ლისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მეს ხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლ ად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მე ცნიერების სამინისტრო წარმოადგენს.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის ტ რომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი რი სათვის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერ სი ტე ტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                     ნ. გილაური