ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2011 ძალადაკარგული 30.07.2013
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111209010, 13/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2011 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი № 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   კ . ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის დადგენილება №04- ვებგვერდი, 09.02.2012წ.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტი ს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.03.2012წ.

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტი ს დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.03.2012წ.

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

                                                                                                                                                   დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.

      მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები

მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) მწვავე გადაუდებელი;

ბ) ონკოლოგიური / სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია);

გ) მშობიარობა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 25 ივნისის დადგენილება №36 - ვებგვერდი , 02.07.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

      მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. მწვავე გადაუდებელი და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.

2. მშობიარობის ხარჯი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

3. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არა უმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 25 ივნისის დადგენილება №36 - ვებგვერდი , 02.07.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები

1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:

ა) მოქალაქე, თუ მისი სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება სადაზღვევო პოლისის მეშვეობით ან არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით;

ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის დადგენილება № 0 4- ვებგვერდი, 09.02.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.03.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.03.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 25 ივნისის დადგენილება №36 - ვებგვერდი , 02.07.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

მუხლი 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია

1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების ან/და მგზავრობის ღირებულების (საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურეობის შემთხვევაში) დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში – მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა ან ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.03.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.03.2012წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.

    მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირება

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზ ღ ვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების წინადადებით.

2. საკრებულოს თავმჯდომარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის დადგენილება № 0 4- ვებგვერდი, 09.02.2012წ.

    მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №46, 30.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016079 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1526066-5/