სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.12.2011 ბოლო ცვლილება 10.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5366-IIს
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.016510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111220006, 20/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს კანონი

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

+

თავი I. ზოგადი დებულებანი

+

    მუხლი 1. კანონის მიზანი

+

ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცეს ი , და ადგ ი ნ ო ს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წეს ი და განსაზღვრ ო ს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუს ი .

    მუხლი 2. სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები

+

სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებ რ ივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ “, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიულ ი აქტები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

+

ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება ;

ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ;

გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების მიზნით ;

დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;

ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების გამომუშავება ;

ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ -ჩვევების დახვეწა .

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები

+

საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ს ა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ს ა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა გადამზადების ა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.

 

თავი II . სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ ა

+

    მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება

+

სპეციალური პროფესიული განათლებ ის მიღ ები ს უფლება აქვს ყველას , გარდა იმ პირებისა, რომლებიც , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

+

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

+

1. სპეციალური პროფესიული საგ ა ნმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლ ებ იც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ს ა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობ ების შესასრულებლად და უფლებების განსახორციელებლად.

2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამ ა ს შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამ ა ზე მსმენელ ის ჩარიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

    მუხლი 8. მსმენელის შეფასება

+

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელის სამართლიანი და დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.

2. მსმენელ ის შეფასების სისტემას ა და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.  

 

თავი III. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ორგანიზაცი ულ-სამართლებრივი ფორმა და საქმიანობა

+

    მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

+

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობ აში მოქმედი საჯარო სამართლის იურ ი დიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია).

2. აკადემია:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას ;

ბ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას ;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების ა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.

    მუხლი 10. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

+

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ხორციელდება მისი წესდების (დებულების) შესაბამისად.

    მუხლი 11. ინსტრუქტორი

+

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მსმენელ ს ა სწავლ ის ინსტრუქტორი , რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

    მუხლი 12. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურ-სამართლებრივი ვალდებულებები

+

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სწავლის მიმდინარეობისას დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის ა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.

2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებ რ ივ ვალდებულებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

+

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5366- IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, №5366-IIს, 06.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016510 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1531874-1/