ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6, 61 და 121 მუხლების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
მუხლი 2.
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 0, 5 ლარი;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე – 0, 2 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, – 15 (თხუთმეტი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე 10 (ათი) ლარს.
მუხლი 4.
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20. 000 (ოცი ათასი) ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1. 500 (ათას ხუთასი) ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35. 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3. 000 (სამი ათასი) ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება № 3 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.
მუხლი 5.
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი;
ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთები ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
მუხლი 6.
დამტკიცდეს:
ა) ინსტრუქცია ,,მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ“ (დანართი №1);
ბ) ინსტრუქცია ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ“ (დანართი N2).
გ) ინსტრუქცია ,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ (დანართი №3).
მუხლი 7.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 აპრილის №7 დადგენილება;
ბ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილება.
მუხლი 8.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ხანგოშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა
მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს წინასწარ, გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
დანართი №2
ინსტრუქცია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა
მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს 25 რიცხვისა.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
დანართი №3
ინტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა
მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების შესახებ განცხადებასთან ერთად.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №58
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6, 61 და 121 მუხლების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.🔗
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
მუხლი 2.🔗
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 0, 5 ლარი;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 3.🔗
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე - 0,2 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის _ დადგენილების №2 დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის დადგენილება №3 4 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
მუხლი 4.🔗
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20. 000 (ოცი ათასი) ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1. 500 (ათას ხუთასი) ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35. 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3. 000 (სამი ათასი) ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება № 3 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.
მუხლი 5.🔗
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 100(ასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 800 (რვაასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 100 (ასი) ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთები ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის დადგენილება №3 4 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
მუხლი 6.🔗
დამტკიცდეს:
ა) ინსტრუქცია ,,მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ“ (დანართი №1);
ბ) ინსტრუქცია ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ“ (დანართი N2).
გ) ინსტრუქცია ,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ (დანართი №3).
მუხლი 7.🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 აპრილის №7 დადგენილება;
ბ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილება.
მუხლი 8.🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ხანგოშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა🔗
მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს წინასწარ, გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება🔗
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
დანართი №2
ინსტრუქცია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა🔗
მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს 25 რიცხვისა.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება🔗
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4. დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის🔗
№
საქმიანობა
საზომი ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა (მ3)
მოსაკრებლის განაკვეთი
თვეში (ლარი)
1
მუზეუმები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის 1 მ2
0.04
0.01
2
ოფისები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის
1 მ2
0.08
0.20
3
პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის 1 მ2
0.08
0.05
4
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.33
0.10
5
სკოლები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთ მოსწავლეზე
0.2
0.05
6
სასტუმროები(ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
1.72
1,0
7
საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
1.15
0,50
8
სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული
ფართობის 1 მ2
0.16
0.2
9
სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ერთ მოსწავლეზე
0.2
0.05
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართობის
1 მ2
0.76
0.20
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართობის
1 მ2
0.25
0.15
12
აგრარული ბაზრები
საერთო ფართობის
1 მ2
0.3
0.10
13
საკვირაო ბაზრობები
საერთო ფართობის
1 მ2
0,21
0.10
14
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართობის
0,08
0,1
1 მ2
15
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ -ის ზევით
დახურული საერთო ფართობის
1 მ2
0.14
0.1
16
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ -ის ქვევით
დახურული საერთო ფართობის
1 მ2
0.14
0.2
17
აბანოები
საერთო ფართობის
1 მ2
0.18
0.15
18
საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები
საერთო ფართობის
1 მ2
0.35
0.20
19
საწარმოო დანიშნულების ობიექტები (დახურული შენობის შიგნით წარმოებისას) და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართობის
1 მ2
0.25
0.15
20
რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
2.4
0,50
21
საცხობები
საერთო ფართობის
1 მ2
0.26
0.10
22
კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართობის
1 მ2
0.36
0.10
23
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები
საერთო ფართობის
1 მ2
0.008
0.01
24
ავტოსადგურები
ღია ფართობის 1მ2
0.008
0.01
დახურული ფართობის 1მ2
0,10
25
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართობის
1 მ2
0.008
0.01
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:
მ = წდნ : 12 X ტ
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე;
წდნ – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა;
ტ – ტარიფი 1მ3 ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობის და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობისთვის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის დადგენილება №3 4 - ვებგვერდი, 22.03.2012 წ.
დანართი №3
ინტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ
მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა🔗
მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების შესახებ განცხადებასთან ერთად.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდევინება🔗
მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №58, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.162.016082 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1535125-1/