გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №487
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი;
რ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილება №328 – ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 30.11.2022წ.
მუხლი 2. (ამოღებულია).

მუხლი 3. დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია ) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით .
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და რეზოლუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ .
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა
1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილება №328 – ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 30.11.2022წ.
მუხლი 3. კომისიის ამოცანები
კომისიის ამოცანებია:
ა ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო ) წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით (შედგომში - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა ;
ბ) ქმედითი ღონისძიებების გატარება ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრულ სხვა პირთა მიერ საქართველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის შემოტანის ან/და გატანის, მათი თავისუფალი მიმოსვლის, მათ მიერ ქონების გამოყენების ან ტერორიზმის მხარდასაჭერად მიმართული სხვა ქმედებების აღსაკვეთად.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:
ა ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
ბ ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად , უცხო ქვეყნის ან/და ქვეყნის შიგნით არსებული კომპეტენტური ორგანოების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
გ) მის მიერ შემუშავებული ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან პირის ამოღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე
გ 1 ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2134 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიმართოს იმ პირთა ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შუამდგომლობით , რომელთა ქონებას ყადაღა დაედო გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციების შესრულების მიზნით ;
დ ) კომისიაში შესული საჩვრები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან პირის ამოღების ან / და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების გაუქმების შესახებ განხილვისათვის გადაუგზავნოს გაეროს შესაბამის ორგანოს ;
ე) განახორციელოს მონიტორინგი კომისიის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღის ღონისძიების სათანადო აღსრულებაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ზ) განახორციელოს მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფი
1. კომისია თავის შემადგენლობაში ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უფლებამოსილია:
ა ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით , მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ ;
ბ ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით , მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის , ექსპორტის , რეექსპორტის , ტრანზიტის , დროებითი შემოტანის ან / და გატანის ნებართვების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ;
გ) განახორციელოს მონიტორინგი მის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კომისიის თანათავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის აპარატი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 6. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მისი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.
5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი.
6. კომისიის მდივანი კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის მათ სხდომის დღის წესრიგს; ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანაწერს უგზავნის კომისიის წევრებს; ახორციელებს კომისიის გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებას.
7. კომისიის სხდომები ტარდება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზნით.
8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
9. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს.
10. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 7. სასამართლოსადმი მიმართვა
1. კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მიმართოს სასამართლოს აღნიშნულ სიაში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
3. ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში პირის დამატების ან/და მის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას კომისია განიხილავს მისი მიღებიდან გონივრულ ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების და პირის ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში დამატების შესახებ, რის შემდეგაც მიმართავს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე;
ბ) ინიციატორი მხარისათვის დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ;
გ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე , იმ შემთხვევაში , თუ კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა , რომ პირი , რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო , არ წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში მითითებულ პირს , კომისია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე .

მუხლი 8. სახელმწიფო ორგანოებისადმი მიმართვა
1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელ მწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტე რიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ .
2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქ ვემ დებარებული პროდუქციის იმპორტის , ექსპორტის , რეექსპორტის , ტრან ზიტის , დროებითი შემოტანის ან / და გატანის ნებართვების გაცე მაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ .
3. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა შესასრულებლად სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.

მუხლი 9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიაში ან სასამართლოში.
2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.
3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომისია იღებს პირს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან და მიმართავს სასამართლოს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. კომისიას უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
5. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების სუბიექტის საჩივარს რეზოლუციებიდან ამოღების ან/და მის მიმართ გამოყენებული სანქციების გაუქმების შესახებ კომისიის თავმჯდომარე გონივრულ ვადაში უგზავნის გაეროს უშიშროების საბჭოს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საჩივრის ავტორს.

მუხლი 10. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიის სამუშაო ჯგუფში ან სასამართლოში.
2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისიის სამუშაო ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
4. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებისას სამუშაო ჯგუფი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საჩივრის ავტორის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების თაობაზე.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №487
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:🔗
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე.
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე;
3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.
გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.
კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
11. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი.
ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
13. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე.
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
15. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
16. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი;
17. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.
რ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილება №328 – ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
მუხლი 2. (ამოღებულია).🔗
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 30.11.2022წ.
მუხლი 2. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
მუხლი 3. დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია ) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით .
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და რეზოლუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და რეზოლუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
4. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ .
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა🔗
მუხლი 2. კომისიის სტრუქტურა
1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.
3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილება №328 – ვებგვერდი, 15.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 30.11.2022წ.
მუხლი 3. კომისიის ამოცანები
კომისიის ამოცანებია:
ა ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - გაერო ) წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით (შედგომში - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა ;
ბ) ქმედითი ღონისძიებების გატარება ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა და გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრულ სხვა პირთა მიერ საქართველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის შემოტანის ან/და გატანის, მათი თავისუფალი მიმოსვლის, მათ მიერ ქონების გამოყენების ან ტერორიზმის მხარდასაჭერად მიმართული სხვა ქმედებების აღსაკვეთად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:
ა ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
ა ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
ბ ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად , უცხო ქვეყნის ან / და ქვეყნის შიგნით არსებული კომპეტენტური ორგანოების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
ბ ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად , უცხო ქვეყნის ან/და ქვეყნის შიგნით არსებული კომპეტენტური ორგანოების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს ;
გ) მის მიერ შემუშავებული ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან პირის ამოღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე;
გ) მის მიერ შემუშავებული ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან პირის ამოღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე
გ1 ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2134 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიმართოს იმ პირთა ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შუამდგომლობით , რომელთა ქონებას ყადაღა დაედო გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციების შესრულების მიზნით ;
გ 1 ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2134 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიმართოს იმ პირთა ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შუამდგომლობით , რომელთა ქონებას ყადაღა დაედო გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციების შესრულების მიზნით ;
დ ) კომისიაში შესული საჩვრები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიდან პირის ამოღების ან / და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების გაუქმების შესახებ განხილვისათვის გადაუგზავნოს გაეროს შესაბამის ორგანოს ;
ე) განახორციელოს მონიტორინგი კომისიის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღის ღონისძიების სათანადო აღსრულებაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ზ) განახორციელოს მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფი
1. კომისია თავის შემადგენლობაში ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უფლებამოსილია:
ა ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით , მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ ;
ბ ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესრულების მიზნით , მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის , ექსპორტის , რეექსპორტის , ტრანზიტის , დროებითი შემოტანის ან / და გატანის ნებართვების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ;
გ) განახორციელოს მონიტორინგი მის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კომისიის თანათავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის აპარატი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 6. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მისი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლება-მოვალეობების ან მისი ნაწილის დელეგირება კომისიის სხვა წევრზე.
5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი.
6. კომისიის მდივანი კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის მათ სხდომის დღის წესრიგს; ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანაწერს უგზავნის კომისიის წევრებს; ახორციელებს კომისიის გამართული მუშაობისათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებას.
7. კომისიის სხდომები ტარდება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მიზნით.
8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
9. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს.
10. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.
მუხლი 7. სასამართლოსადმი მიმართვა
1. კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მიმართოს სასამართლოს აღნიშნულ სიაში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
3. ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში პირის დამატების ან/და მის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას კომისია განიხილავს მისი მიღებიდან გონივრულ ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების და პირის ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში დამატების შესახებ, რის შემდეგაც მიმართავს სასამართლოს ამ პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე;
ბ) ინიციატორი მხარისათვის დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ;
გ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე , იმ შემთხვევაში , თუ კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა , რომ პირი , რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო , არ წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში მითითებულ პირს , კომისია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე .
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 8. სახელმწიფო ორგანოებისადმი მიმართვა
1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , კონკრეტულ პირებზე ან კონკრეტული სახელ მწიფოების მოქალაქეებზე საქართველოს ვიზის ან საქართველოს ტე რიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არგაცემის შესახებ .
2. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებ ლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს , საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქ ვემ დებარებული პროდუქციის იმპორტის , ექსპორტის , რეექსპორტის , ტრან ზიტის , დროებითი შემოტანის ან / და გატანის ნებართვების გაცე მაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ .
3. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა შესასრულებლად სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიაში ან სასამართლოში.
2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.
3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომისია იღებს პირს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიიდან და მიმართავს სასამართლოს მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. კომისიას უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
5. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების სუბიექტის საჩივარს რეზოლუციებიდან ამოღების ან/და მის მიმართ გამოყენებული სანქციების გაუქმების შესახებ კომისიის თავმჯდომარე გონივრულ ვადაში უგზავნის გაეროს უშიშროების საბჭოს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საჩივრის ავტორს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 10.09.2013წ.
მუხლი 10. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიის სამუშაო ჯგუფში ან სასამართლოში.
2. საჩივრის განხილვის შედეგად კომისიის სამუშაო ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს საჩივრის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
4. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებისას სამუშაო ჯგუფი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საჩივრის ავტორის მიმართ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №487, 21.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 480350000.10.003.016647 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1535971-6/