დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2011 ძალადაკარგული 27.04.2018
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.169.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2011 წლის 26 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 201 2 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 201 2 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 1 – პროგრამა და დანართი 2 – ბიუჯეტი – დადგენილებას თან ერთვის).

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი 


                                                                                                                                               დანართი 1

                       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის

               მინიმალური სოციალური დახმარების 201 2 წლის პროგრამა

თავი I

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

    მუხლი 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 201 2 წლის პროგრამა ( შემდგომში – „პროგრამა “) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 201 2 წლის განმავლობაში .

    მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

1.საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ - ერთ პრიორიტეტად ითვლება ;

2.სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად , სოციალური ფონი არასასურველია . დიდია იმ ადამიანთა რიცხვი , რომლებიც საჭიროებენ დახმარებას ;

3.სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე .

   მუხლი 3. პროგრამის მიზანი

 პროგრამის მიზანია:

1.აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

2.სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

3.სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;

4.მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;

5.ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;

6.მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.

7.ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის და ოჯახებისათვის, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;

8.უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

9.სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება.

    მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;

3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;

5. სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;

6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II

 სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

    მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირ თა ოჯახი ;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვ თა (18 წლამდე) ოჯახი;

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ) ბავშვი;

6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი;

8. ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო ს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია ;

9. მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;

10.უპატრონო მიცვალებული.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 10.09.2012 წ.

    მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები

სოციალური ღონისძიებებია:

1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;

2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის და გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება (თანადაფინანსება);

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბო ბ ი შეშით უზრუნველყოფა;

4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.

5. შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 05.06.2012 წ.

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

    მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოც ია ლური დაცვისათვის გათვალისწინებულია 412000 ( ოთხას თორმეტი ათასი) ლარი.

    მუხლი 8. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

    მუხლი 9. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია

სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირ თა ოჯახი :

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რა ი ონული განყოფილებიდან;

ე) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის “სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვ თა ( 18 წლამდე ) ოჯახი :

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა ;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რა ი ონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;

4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობა.

5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობა;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა ;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან ;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობა;

გ) მშობლის დაბადების მოწმობა;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა ;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან ;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.

7.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.

8. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახები, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის , სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან ;

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან .

9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) ვეტერანის მოწმობა;

დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა;

ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა.

10. უპატრონო მიცვალებული:

ა) ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მომართვა;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 აგვისტო დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.

    მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირ თა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვ თა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 300 ( სამასი) ლარი;

6 . მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

7 . მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

8 . მარტოხელა დედა, რომე ლ საც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

9. მარტოხელა დედა, რომე ლ საც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;

10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრ თ ხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 50 ლარი ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად;

11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი;

12. უპატრონო მიცვალებული - 300 ( სამასი ) ლარი .

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 აგვისტო დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 10.09.2012 წ.

    მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის, გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების) და შრომითი მოვალეობის შე ს რულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით , დადგენილი წესის საფუძველზე, იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.

3. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 05.06.2012 წ.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში , მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ანგრიშზე .

4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.

6. ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახზე დახმარება გაიცემა ბავშვის დაბადებიდან ერთი თვის ვადაში.

7. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახე ლ მწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

    მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

    მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადაა 201 2 წლის 01 იანვარი – 31 დეკემბერი.

    მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესის ა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

    მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1.  მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;

2.  დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;

3.  დაგეგმილი და ფაქტიური მონაცემების შესაბამისობა;

4.  სოციალური დახმარების გაცემის ვადები.

    მუხლი 17. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

2. უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;

3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ;

5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება .

 

                                                                                                                                                     დანართი 2

 

 

 

დ ედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

№

დასახელება

ბენეფიციართა

სავარაუდო

რაოდენობა

სოციალური დახმარების

  მოცულობა ( ლარი )

რეალიზაციის ვადა

ერთ   ბენეფიციარზე   ან ოჯახზე

სულ

1

I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

 

170000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი

16

250

4000

 

 

III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

 

238000

 

 

ა ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

28

8 ლარი ყოვეთვიურად

2248

პროგრამის შესაბამისად

 

ბ ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი , რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

28

12 ლარი ყოველთვიურად

3084

პროგრამის შესაბამისად

 

გ ) I ჯგუფის ინვალიდი

101

8 ლარი ყოველთვიურად

8984

პროგრამის შესაბამისად

 

დ ) ინვალიდი ბავშვი

18

8 ლარი ყოვეთვიურად

1496

პროგრამის შესაბამისად

 

ე ) მარტოხელა დედა , რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

45

8 ლარი ყოვეთვიურად

3728

პროგრამის შესაბამისად

 

ვ ) მარტოხელა დედა , რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

15

12 ლარი ყოველთვიურად

1584

პროგრამის შესაბამისად

 

ზ ) მრავალშვილიანი ოჯახი , რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

29

8 ლარი ყოვეთვიურად

2312

პროგრამის შესაბამისად

 

თ ) მრავაშვილიანი ოჯახი , რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

92

12 ლარი ყოველთვიურად

11928

პროგრამის შესაბამისად

 

ი )   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

164

300

49200

პროგრამის შესაბამისად

 

კ )   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული , დაჭრილი და დაზარალებული ( დევნილი ) ოჯახების დახმარება

 

 

3000

პროგრამის შესაბამისად

 

ლ ) უპატრონო მიცვალებული

3

300

800

პროგრამის შესაბამისად

 

მ ) სტაციონარული მკურნალობის , მაგნიტურ - რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის , როგორც ექიმის დანიშნულებით წინასოაპერაციო გამოკვლევის დაფინანსება ( თანადაფინანსება )

 

 

131936

პროგრამის შესაბამისად

 

ნ ) ხანძრით , მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით , სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი , რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

 

50 ლარამდე ყოველთვიურად

15700

პროგრამის შესაბამისად

 

ო ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სათბობი შეშით უზრუნველყოფა

 

 

2000

 

 

სულ

 

 

412000

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 ივლისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 17.07.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 აგვისტო დადგენილება №25 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 21.11.2012 წ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №34, 26.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.169.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1537368-7/