თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2011 ძალადაკარგული 28.06.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.154.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228004, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 41

2011 წლის 28 დეკემბერი

დ აბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო , ადგენს:

 მუხლი 1

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი.

 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი.

 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი.

 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%.

 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 ლარი.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 20.01.2012წ.

 მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს  თავმჯდომარე         

გ. წიკლაური

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №41, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.154.016075 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1539445-1/