ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2011 ძალადაკარგული 30.12.2014
ნომერი
№35.13.1465
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228044, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.13.1465

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ ალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის და 32​1 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

 1. ქ ალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება:

  ა) სამეზობლო საზღვრის მხარეს ნაკვეთების საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ღიობის მოწყობის შესახებ;

 ბ) „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების 38-ე მუხლით განსაზღვრული შენობის/ნაგებობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრის თანხმობას;

გ) სამეზობლო საზღვარზე ღობის განთავსების ან/და მოშლის შესახებ;

 დ) საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობის მონტაჟის ან/და არსებულ შენობა-ნაგებობაზე სამუშაოების წარმოების შესახებ, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, გარდა ქ. თბილისის მთავრობის ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №30.15.1214, 2011 წლის 11 ოქტომბრის №28.30.1133, 2011 წლის 21 ოქტომბრის №29.35.1169 და 2012 წლის 13 თებერვლის №05.30.139 დადგენილებებით განსაზღვრული ტერიტორიებისა;

 ე) თუ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს;

 ვ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზისათვის გამოყენების შესახებ.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის დადგენილება №11.01.356 - ვებგვერდი, 23.04.2012 წ.

  2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემაზე, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, ცალკე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის დადგენილება №11.01.356 - ვებგვერდი, 23.04.2012 წ.

  3. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

 4. დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                    გ. უგულ ავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის დადგენილება №11.01.356 - ვებგვერდი, 23.04.2012 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №35.13.1465, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1540771-1/