საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 28.03.2024
ნომერი
№219/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №219/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ

+

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 10​1  მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №406 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანდართული წესდება.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 დ . შაშკინი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდება

+

თავი I ზოგადი დებულებები

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი (შემდგომში ინსტიტუტი) არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის №406 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

2. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი და ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

3. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ” და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

4. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0160, გოთუას ქ. №3.

    მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები

+

1. ინსტიტუტის ფუნქციონირების მიზნებია:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ექსპერიმენტული კვლევა  ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ინფექციური იმუნოლოგიის დარგში;

ბ) მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრები, პროფესიული დახმარება გაუწიოს საქართველოს საგანმანთლებლო,  სამედიცინო, ვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პროფილის ორგანიზაციებს,  ასევე საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.

გ) ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული   მიმართულების სამუშაოები, აწარმოოს  ბიოლოგიური პრეპარატები  სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით.

2. ინსტიტუტის სპეციფიკური ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა ბაქტერიოფაგიის  და ფაგოთერაპიის დარგში;

ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის მეცნიერული კვლევა სამედიცინო, ვეტერინარული, გარემოსდაცვითი და სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგიის  სხვადასხვა მიმართულებით;

გ) საქართველოში, კავკასიის რეგიონში და  მოსაზღვრე ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში  გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სამეცნიერო საფუძვლის უზრუნველყოფა;

დ) ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების სადიაგნოსტიკო,  სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატების შექმნა, წარმოება და პრაქტიკაში  დანერგვა;

ე) ბა ქ ტერიოფაგების, აგრეთვე, ბაქტერიული შტამების  და ვირუსების კოლექციის შექმნა და ფუნქციონირება, გარდა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებისა;

ვ) ინფექციური დაავადებების გამოწვევების საწინააღმდეგო ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტურობის, უსაფრთხოების და   ვარგისიანობის შემოწმება;

ზ) საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ინფექციურ დაავადებათა შესახებ დაგროვილი სამეცნიერო ცოდნისა და მიღებული ინფორმაციის  ანალიზის საფუძველზე შესაბამისი  რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის;

თ) სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამების, მათ შორის , ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;

ი) საშიშ ინფექციებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ბიოლოგიური პრეპარატების სტრატეგიული რეზერვის შექმნის უზრუნველყოფა საგანგებო სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო და მიზნობრივი პროგრამების, პროექტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებასა და ექსპერტიზაში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ლ) ინფექციურ დაავდებების გამომწვევებისა და მათი საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალებების კვლევისა და  წარმოების, ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

მ) ინსტიტუტის თანამშრომელთა და  ამავე პროფილის სხვა სპეციალისტთა ცოდნის  და შემოქმედებითი უნარის ამაღლება; უმაღლესი პროფესიული და აკადემიური ხარისხის მიღებისათვის ხელშეწყობა მიკრობიოლოგიის და ბიოლოგიის/მედიცინის დარგში ;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა  ორგანიზაციებთან,  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ასევე  სხვა ქვეყნებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადიაგნოსტიკო და  სამკურნალო-საკონსულატაციო დახმარება ინფექციური სნეულებებით დაავადებული პირებისათვის;

პ) საკვებისა და წყლის მიკრობილოგიური ხარისხის შემოწმება და მეცნიერული კვლევის საფუძველზე ხარისხის გაუმჯობესების  რეკომენდაციების მიწოდება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორისათვის;

ჟ) სამეცნიერო ფორუმების (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა)  ორგანიზაცია - გამართვა და მონაწილეობის მიღება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

რ) საგამომცემლო საქმიანობის (ჟურნალის, ბუკლეტების, ბიულეტენების შედგენა-ბეჭდვა) განხორცილება;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტის  სტრუქტურული ორაგანიზაციის  შემუშავება და/ან შეცვლა, დახვეწა, ასევე ინსტიტუტის სტრუქტურული ქვედანაყოფების  მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი.

3. ინსტიტუტი უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს (იყოს პარტნიორი) სამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ახალ ბაქტერიულ და ბაქტერიოფაგურ პრეპარატებს, ატარებენ ბაქტერიოლოგიურ და სხვა სახის ანალიზებს, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან.

 

თავი II ინსტიტუტის მართვა

+

    მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები  და სტრუქტურა

+

    ინსტიტუტის მართვის ორგანოებია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №160/ნ - ვებგვერდი, 11.12.2015წ.

 

     მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

+

1. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება ინსტიტუტის მეცნიერთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

2. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) ღია კონკურსის წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ინსტიტუტის დირექტორის არჩევა  და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისათვის (შემდგომ-მინისტრი) დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მინისტრისათვის, დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე წინადადებით მიმართვა;

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

დ) ინსტიტუტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების  დებულების დამტკიცება;

ე) ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება;

ვ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების არჩევა და     დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) კონკურსების ვადებისა და პირობების დადგენა;

თ) საკონკურსო კომისიების შექმნა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება;

ი) ინსტიტუტის შინაგანაწესის დამტკიცება;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად ინსტიტუტის ფინანსური სახსრების განკარგვის წესისა და პირობების დადგენა;

ლ) კონტაქტების განვითარება საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;

მ) ხელშეკრულებების დადების თაობაზე დირექტორისათვის წინადადებების მიწოდება;

ნ) გადაწყვეტილების მიღება სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №160/ნ - ვებგვერდი, 11.12.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

 

    მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

+

1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საბჭოს შემადგენლობიდან აირჩევა მისი თავმჯდომარე.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა ხდება საბჭოს უფლებამოსილების ვადით და თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება ამ ვადის გასვლისთანავე.

3. პირი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს რამდენჯერმე.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს და თავმჯდომარეობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ არის ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი და მას არ შეიძლება ინსტიტუტში პარალელურად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა.

7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩეს ორი კვირის ვადაში.

8. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,  თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება № 160/ ნ - ვებგვერდი, 11.12.2015წ.

 

     მუხლი 6. ინსტიტუტის დირექტორი

+

1. სამეცნიერო საბჭო სიითი უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს. ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ინსტიტუტის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

3. ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად დირექტორი:

ა) წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) ინსტიტუტის სახელით და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წინადადებით დებს გარიგებებს;

გ) სამუშაოდ იღებს და ათავისუფლებს ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციულ  და დამხმარე პერსონალს (მეცნიერებთან შრომითი ხელშეკრულების დადებისას საკითხს უთანხმებს ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს);

დ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზუსტ და დროულ აღსრულებას;

ე) ვალდებულია წარუდგინოს მინისტრს ინფორმაცია გაწეული საქმიანობისა და ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველი კვარტალის  ბოლოს ან მოთხოვნისთანავე;

ვ) ვალდებულია ინსტიტუტის საქმეები წარმართოს კანონის, ამ წესდების და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. დირექტორი ვალდებულია მხოლოდ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თანხმობით განახორციელოს ის საქმეები, რაც ამ უკანასკნელის კომპეტენციაში შედის და საჭიროებს წინასწარ თანხმობას. თანხმობა მიიღება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით;

ზ) ფინანსური ხასითის პრობლემების შექმნისას, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მინისტრს არსებული მდგომარეობა;

თ) ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს;

ი) აცხადებს ღია კონკურსებს ინსტიტუტის სამეცნიეროს საბჭოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ლ) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;

მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ-სამინისტრო);

ნ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;

ო) მინისტრს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

პ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

ჟ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს   დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

4. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №160/ნ - ვებგვერდი, 11.12.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

 

თავი III ინსტიტუტის პერსონალი

+

    მუხლი 7. ინსტიტუტის პერსონალი

+

1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3.  ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.

4. ინსტიტუტის ადმინისტრაციული პესონალს მიეკუთვნება:

ა) დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.

5. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პირს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ინსტიტუტის სამეცნიერო ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.

7. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.

 

    მუხლი 8. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

+

1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

 

    მუხლი 9. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სამეცნიერო სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად

+

1. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

2.  მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3.  უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო .

4.  მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

 

    მუხლი 10. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძ ღ ვანელისა და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი

+

1. სამეცნიერო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის  დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2.  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.

 

თავი IV ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

+

    მუხლი 11. ინსტიტუტის ქონება

+

1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ინსტიტუტის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესის თანახმად.

2. ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

3. სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4.  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე–3  პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ინსტიტუტს უფლება  აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლის 12. ინსტიტუტის დაფინანსება  

+

1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სამეცნიერო გრანტებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ინსტიტუტის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

3. ინსტიტუტში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 13. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

+

ინსტიტუტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება,  შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 14. სახელმწიფო კონტროლი

+

1. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აწარმოებს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ინსტიტუტი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

    მუხლი 15. წესდებაში ცვლელებების შეტანის წესი, ინსტიტუტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

+

1. ინსტიტუტის წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V გარდამავალი დებულებები

+

    მუხლი 16. გარდამავალი დებულება

+

1. ინს ტ იტუტის პირველი სამეცნიერო საბჭოს არჩევნების ჩატარება ინსტიტუტის დირექტორ მა უზრუნველყოს ამ წესდების დამტკიცებიდან არა უგვიანეს ერთი თვის  ვადაში.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, №219/ნ, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544938-2/