საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2011 ძალადაკარგული 05.04.2018
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (22)

შემდგომი ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №308

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);

 ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები” (დანართი №2);

გ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად (დანართი №3);

დ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი” (დანართი №4);

 ე) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №5);

ვ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით” (დანართი №6).

2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.7 ლარი და 1 ევრო – 2,4 ლარი.

3. საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში –მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას და მივლინებიდან გამოწვევის დროს უნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ხარჯი – ადგილსამყოფელი ქვეყნის/თბილისის მიმართულებით „ეკონომ” ან შესაბამისი კლასის სამგზავრო ავიაბილეთის ღირებულება (ერთი მიმართულებით);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ი სა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.

5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება მგზავრობის დროისთვის არსებული „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.

6. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს რკინიგზით, სამგზავრო ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით ერთჯერადი გასაცემლის სახით აუნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ ფაქტობრივად გაწეული მგზავრობის ხარჯები.ბარგის გადაზიდვის ხარჯები ანაზღაურდება ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად.

7. მოსამსახურეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მაკლერის და სხვა ხარჯები);

გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).

8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემა „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობის თანხა.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა მოსამსახურეზე, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნისას არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) თუ მოსამსახურე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლამდე იმავე როტაციის ვადით გადაყვანილია მის ადგილსამყოფელ ქალაქში განლაგებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;

ბ) თუ მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება მის ადგილსამყოფელ ქალაქში მდებარე იმავე ან სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;

გ) თუ მოსამსახურე წარმოადგენს ადგილსამყოფელი ქვეყნის რეზიდენტ პირს ან რეზიდენტი პირის ოჯახის წევრს და შესაბამისად გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ადგილსამყოფელ ქალაქში.

10. მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტის მიხედვით.

11. მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს მოსამსახურის კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად უნაზღაურდებათ:

ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს, გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);

ბ ​1 )   მოსამსახურის მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება, მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);

გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტ ის ბრძანება № 71 - ვებგვერდი, 05 . 04 .201 3 წ.

11​1. ორი სხვადასხვა კალენდარული წლის შვებულების უწყვეტად (გადაბმულად) სარგებლობის შემთხვევაში მოსამსახურეს ან მის ოჯახის წევრებს შვებულებაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯები უნაზღაურდებათ მიმდინარე კალენდარული წლის ბიუჯეტიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 2 6 .12.2012წ.

12. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.

13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ამ ბრძანების მე-11 პუნქტის „ბ“ და ,,ბ ​1 “ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტ ის ბრძანება № 71 - ვებგვერდი, 05 . 04 .201 3 წ.

 14. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას მოსამსახურეს უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.

14​1. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს არა უმეტეს ერთი თვის ვადით შესაძლებელია შეუნარჩუნდეს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 201 2 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №231 - ვებგვერდი, 24.09.2012წ.

15. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

16. მოსამსახურეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები.

17. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამი თვის ბინის ქირაზე მეტი ოდენობით საავანსო თანხის გაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

18. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-20 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.

19. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 20. ამ ბრძანების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 21. ამ ბრძანების მე-17 ან მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/ საკონსულო დაწესებულებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოეყოს დამატებითი ასიგნებები.

 22. ამ ბრძანების მე-20 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ფინანსურ მენეჯერს ან პირს, რომელსაც დაკისრებული აქვს საფინანსო-საბანკო ოპერაციების წარმოება.

23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

24​ . განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი დონის წარმომადგენლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბინის დაქირავებისა და შენახვის ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

25. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ოდენობით, ბრძანების №3 დანართით დადგენილი თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად.

26. ამ ბრძანების 25-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურეს გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების პერიოდში უწყდება შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

27. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №295 ბრძანება.

28. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

29. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

გ. ვაშაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 24.10.2012წ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №231 - ვებგვერდი, 24.09.2012წ.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 09.11.2012წ.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტ ის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

 

                                                                                                                                                    დანართი №1

ინსტრუქცია                                              

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

მუხლი 1

დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

მუხლი 2

მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;

ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:

ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.

მუხლი 3

მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D + (– T + F)

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია;

 ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H x A x K ) x (100+C x Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q – ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7).

გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

მუხლი 4

1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.

2. მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის თარიღის გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურე ვალდებულია სამი დღის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წარმოადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

4. ამ ბრძანებით ოჯახის წევრისათვის გათვალისწინებული პროცენტული დანამატი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ მათი ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის პერიოდისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტ ის ბრძანება № 71 - ვებგვერდი, 05 . 04 .201 3 წ.

 

          დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო

დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა

თანამდებობრივი მაჩვენებლები

 

№

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი

100

2

 გენერალური კონსული

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე/საერთშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი, ვიცე-კონსული

65

6

პირველი მდივანი, მეორე მდივანი

60

7

მესამე მდივანი, ატაშე

55

8

რეფერენტი

50

9

მძღოლო

40

 

     დანართი №3

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები,

რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით

სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად

 

№

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე; სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი; საგანგებო დავალებათა ელჩი

 

100

2

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

75

3

სამმართველოს უფროსი

70

4

მრჩეველი

65

5

პირველი მდივანი

60

6

მეორე მდივანი

55

7

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

8

მძღოლი

40

 

     დანართი №4

ა დ გ ი ლ ს ა მყოფელი ქ ვ ე ყნ ი ს/ ქ ალა ქის სიძვი რ ის ა დ ა პტირებუ ლ ი კ ოეფი ც ი ე ნტი

№

ადგილსამყოფელის ქვეყნის / ქალაქის ჩამონათვალი

ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი

ბინა

1

ავსტრალიის თანამეგობრობა

1.807

23

2

ავსტრიის რესპუბლიკა

1.760

21

3

არგენტინის რესპუბლიკა

1.394

24

4

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

1.381

24

5

აშშ ქ. ვაშინგტონი

1.826

28

6

აშშ ქ. ნიუ-იორკი

2.085

32

7

ბელარუსის რესპუბლიკა

1.370

21

8

ბელგიის სამეფო

1.750

18

9

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.873

32

10

ბულგარეთის რესპუბლიკა

1.365

14

11

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

1.793

28

12

დანიის სამეფო

1.903

26

13

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

1.982

30

14

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

1.338

21

15

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

1.462

18

16

ესპანეთის სამეფო

1.710

23

17

ესტონეთის რესპუბლიკა

1.473

20

18

თურქეთის რესპუბლიკა

1.573

21

19

თურქმენეთი

1.347

11

20

იაპონია

2.361

29

21

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

1. 305

17

22

ირანის ისლამური რესპუბლიკა

1.472

24

23

ისრაელის სახელმწიფო

1.563

21

24

იტალიის რესპუბლიკა

1.791

22

25

ინდოეთის რესპუბლიკა

1.370

24

26

ინდონეზიის რესპუბლიკა

1.517

27

27

ირლანდია

1.786

26

28

კვიპროსის რესპუბლიკა

1.575

20

29

კანადა

1.678

23

30

კატარის სახელმწიფო

1.649

38

31

კორეის რესპუბლიკა

1.781

20

32

ლატვიის რესპუბლიკა

1.570

21

33

ლიტვის რესპუბლიკა

1.514

19

34

მექსიკის შეერთებული შტატები

1.510

23

35

მოლდოვას რესპუბლიკა

1.403

26

36

ნიდერლანდების სამეფო

1.711

25

37

ნორვეგიის სამეფო

1.903

26

38

პოლონეთის რესპუბლიკა

1.594

21

39

პორტუგალიის რესპუბლიკა

1.501

22

40

რუსეთის ფედერაცია

1.783

26

41

რუმინეთი

1.493

21

42

საბერძნეთის რესპუბლიკა

1.634

17

43

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

1.416

19

44

საფრანგეთის რესპუბლიკა

1.799

23

45

სლოვაკეთის რესპუბლიკა

1.636

20

46

სლოვენიის რესპუბლიკა

1.378

23

47

სომხეთის რესპუბლიკა

1.194

18

48

უზბეკეთის რესპუბლიკა

1.184

21

49

უკრაინა

1.300

28

50

უნგრეთი

1.567

24

51

ფინეთის რესპუბლიკა

1.682

19

52

ქუვეითის სახელმწიფო

1.443

23

53

ყაზახეთის რესპუბლიკა

1.347

21

54

შვედეთის სამეფო

1.735

24

55

შვეიცარიის კონფედერაცია

2.054

23

56

ჩეხეთის რესპუბლიკა

1.696

23

57

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

1.588

23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 201 2 წლის 17 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.        

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 09.11.2012წ.

 

დანართი №5

ს აზ ღ ვ ა რ გა რ ე თ ს ა ქა რ თ ვე ლ ო ს დი პლ ო მ ა ტიუ რ ი წა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ობ ე ბ ი სა და ს აკ ო ნსუ ლ ო

დ ა წეს ე ბ უ ლე ბ ე ბ ი ს ჩ ა მ ო ნ ათ ვა ლ ი ე ვ რ ო შ ი დ ა ს ა ფ ი ნ ა ნს ე ბ ელ ი ვა ლ უტის მი ხე დვ ი თ

 

№

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა   და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში   განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში

 

2

საქა რ თველ ო ს საელჩო ბ ელგიის სამე ფო ში და საქა რ თველ ო ს წ ა რ მ ო მადგენლ ობ ა ევ რ ო კავში რ ში

3

საქა რ თველ ო ს საელჩო ბ ულგა რ ეთის რ ესპუ ბ ლიკაში

4

საქა რ თველ ო ს საელჩო გე რ მანიის ფ ედე რ აციულ რ ესპუ ბ ლიკაში

5

საქა რ თველ ო ს საელჩო დანიის სამე ფო ში

 

6

საქა რ თველ ო ს საელჩო დიდი ბრ იტანეთისა და ჩ რ დილ ო ეთ ი რ ლანდიის გაე რ თიანე ბ ულ სამე ფო ში და საქა რ თველ ო ს მუდმივი წა რ მ ო მადგენლ ობ ა საე რ თაშ ორ ისო საზღ ვ აო ორ განიზაციაში

7

საქა რ თველ ო ს მუდმივი წა რ მ ო მადგენლ ობ ა ევ რ ო პის სა ბ ჭოსთან

8

საქა რ თველ ო ს საელჩო ესპანეთის სამე ფო ში

9

საქა რ თველ ო ს საკ ო ნსულო ქ. ბ ა რ სელ ო ნაში

10

საქა რ თველ ო ს საელჩო ესტ ო ნეთის რ ესპუ ბ ლიკაში

11

საქა რ თველ ო ს საელჩო თუ რ ქეთის რ ესპუ ბ ლიკაში

12

საქა რ თველ ო ს გენე რ ალუ რ ი საკ ო ნსულო ქ. სტამ ბ უ ლში

13

საქა რ თველ ო ს გენე რ ალუ რ ი საკ ო ნსულო ქ. ტ რ აპიზ ო ნში

14

საქა რ თველ ო ს საელჩო ი რ ანის ისლამურ რ ესპუ ბ ლიკაში

15

საქა რ თველ ო ს საელჩო ი რ ლანდიაში

16

საქა რ თველ ო ს საელჩო იტალიის რ ესპუ ბ ლიკაში და საქა რ თველ ო ს მუდმივი წა რ მ ო მადგენლ ობ ა ქ . რო მში განლაგე ბ ულ გაე რო ს საე რ თაშ ორ ისო ორ განიზაციე ბ ში (FAO ,IFAD,WEP)

17

საქა რ თველ ო ს საელჩო კვიპ რო სის რ ესპუ ბ ლიკაში

18

საქა რ თველ ო ს საელჩო ლატ ვ იის რ ესპუ ბ ლიკაში

19

საქა რ თველ ო ს საელჩო ლიტ ვ ის რ ესპუ ბ ლიკაში

20

სა ქ ა რ თ ვ ელ ო ს საელ ჩ ო მ ო ლდ ო ვ ას რ ესპუ ბ ლიკაში

21

საქა რ თველ ო ს წ ა რ მ ო მადგენლ ობ ა ნატ ო სთან

22

საქა რ თველ ო ს საელჩო ნიდე რ ლანდე ბ ის სამე ფო ში

23

სა ქ ა რ თ ვ ელ ო ს საელ ჩ ო ნ ორ ვ ე გ იის სამე ფ ო ში

24

საქა რ თველ ო ს საელჩო პოლონეთის რ ესპუ ბ ლიკაში

25

საქა რ თველ ო ს საელჩო პო რ ტუგალიის რ ესპუ ბ ლიკაში

26

საქა რ თველ ო ს საელჩო რ უმინეთში

27

საქა რ თველ ო ს საელჩო სა ბ ე რ ძნეთის რ ესპუ ბ ლიკაში

28

საქა რ თველ ო ს საელჩო სა ფრ ანგეთის რ ესპუ ბ ლიკაში და საქა რ თველ ო ს მუდმივი წა რ მ ო მადგენლ ობ ა იუნესკ ო ში

29

საქა რ თველ ო ს საელჩო სლ ო ვაკეთის რ ესპუ ბ ლიკაში

30

საქა რ თველ ო ს საელჩო სლ ო ვენიის რ ესპუ ბ ლიკაში

31

საქა რ თველ ო ს საელჩო უნგ რ ეთში

32

საქა რ თველ ო ს გენე რ ალუ რ ი საკ ო ნსულო ქ. სალ ო ნიკში

33

საქა რ თველ ო ს საელჩო შვედეთის სამე ფო ში

34

სა ქ ა რ თ ვ ელ ო ს საელ ჩ ო შ ვ ეი ც ა რ იის კ ო ნ ფ ედე რ ა ც იაში

35

სა ქ ა რ თ ვ ელ ო ს მუდმი ვ ი წ ა რ მ ო მად გ ენლ ო ბ ა ჟ ენე ვ აში გ აე რო ს გ ანყ ო ფ ილე ბ ე ბ სა და სხ ვ ა საე რ თაშ ორ ისო ორ გ ანიზა ც იე ბ შ ი

36

საქა რ თველ ო ს საელჩო ჩეხეთის რ ესპუ ბ ლიკაში

37

საქა რ თველ ო ს საელჩო წმინდა საყდა რ თან (ვატიკანში)

38

საქა რ თველ ო ს საელჩო ფ ინეთის რ ესპუ ბ ლიკაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 24.10.2012წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 201 2 წლის 17 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.        

      დანართი №6

ს ა ზ ღვარგარეთ ს აქართველოს დიპლო მ ატი უ რი წ არ მ ო მ ადგენლობები ს ა და ს აკონ სუ ლო

 და წ ე ს ებ უ ლებების ჩ ა მ ონათვალი აშშ დოლარში და ს აფი ნ ან ს ებელი ვ ალ უ ტის მ იხედ ვ ით

№

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

2

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

3

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო აშშ-ში

5

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

6

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

7

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

8

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

9

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

10

საქართველოს საელჩო იაპონიაში

11

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

12

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

13

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

14

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში

16

საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში(ICAO)

17

საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

19

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია

20

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

21

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

22

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

23

საქართველოს საელჩო უკრაინაში

24

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში

25

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში

26

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ-იორკში

27

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ოდესაში

28

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.დონეცკში

29

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

30

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 201 2 წლის 17 მაისის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.        

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 09.11.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“, №308, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545238-6/