ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 25
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ . ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
2. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
ნავთობპროდუქციის (საწვავის)კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების
წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ნავთობპროდუქციის (საწვავის) (შემდგომში – საწვავი) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საწვავის შესყიდვაზე.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.
5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 2. (ამოღებულია)

მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი
სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
5. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.

მუხლი 5. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი. საფასური გადახდილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ საწვავის შესაბამის მარკის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ რამდენ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას მიმწოდებელი.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 6. სატენდერო წინადადების წარდგენა
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია სააგენტო.
3. (ამოღებულია - 19.12.12 №16).
4. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
5. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 7. გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს.
3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
Z=C/(R*(D/1000)*(100%+18%)) – P
რომელშიც: C – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში); R – აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – გამარჯვებული მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3); 18% – დღგ; P – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის 1 ლიტრი საწვავის შესაბამისი მარკის ფასი ყოველი კალენდარული თვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
C=R*(P+Z)*(100%+18%)*D/1000
რომელშიც: P და R წარმოადგენს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს, ხოლო Z და D – გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ სიდიდეებს, რომლებიც უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.
6. C-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ R-ის ან/და P-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს C-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ფასთან მიმართებაში. ამასთან, C უნდა იყოს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.
7. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 8. (ამოღებულია)

მუხლი 9. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორება
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
3. ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება ხორციელდება მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის ოდენობის მიხედვით, ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავზე გამოწერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ მიწოდებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასი ყოველი თვისათვის გამოითვლება ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ფორმულის მეშვეობით.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას მიმწოდებლის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ხდება გამარჯვებული მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია კონსოლიდირებული ტენდერიდან.
7. დისკვალიფიკაცია წარმოადგენს მიმწოდებელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. მას ასევე დაეკისრება საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონსოლიდირებულ ტენდერში შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი 12-ზე.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ,,P და „R“ და მათ საფუძველზე გამოთვლილი მიმდინარე თვის მისაწოდებელი შესაბამისი მარკის საწვავის 1 ლიტრის ფასი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს გამარჯვებული მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.
10. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს სატენდერო კომისიის სახელზე ოფიციალური წერილობითი ფორმით.
11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის მიმწოდებელმა 2014 წლის 1 ინვრიდან უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში VIS (ავტომანქანის ინდენტიფიცირების სისტემა) სისტემის დანერგვა.

+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 25
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ . ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
2. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
ნავთობპროდუქციის (საწვავის)კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების
წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ნავთობპროდუქციის (საწვავის) (შემდგომში – საწვავი) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. ეს წესი შემსყიდველ ორგანიზაციებს არ ზღუდავს, რომ საწვავის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის სხვა საშუალებები.
3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საწვავის შესყიდვაზე.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი🔗
5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
ა) დისქაუნთი – მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე შემოთავაზებული ფასდაკლების ოდენობა. დისქაუნთი შეიძლება გავრცელდეს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეულ მარკაზე. მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთი შეიძლება განსხვავებული იყოს საწვავის მარკის მიხედვით;
მუხლი 2. (ამოღებულია)
ბ) საუკეთესო სატენდერო წინადადება – ნებისმიერი მიმწოდებლის წინადადება, რომლის დისქაუნთი მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეულ მარკაზე არანაკლებ 3 (სამი) თეთრია და აკმაყოფილებს ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს;
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
გ) სატენდერო კომისია – საქართველოს მთავრობის განკარგულებით საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენის მიზნით შექმნილი სატენდერო კომისია;
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი🔗
დ) საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები – თითოეული საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციისა და თავისი სატენდერო წინადადების საფუძველზე საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება. საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ და ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და შესაბამისი მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი🔗
სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
მუხლი 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მათ გამოქვეყნებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) უზრუნველყოფს სააგენტო.
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა და საწვავის მიწოდების ძირითადი პირობების დამტკიცება ხდება სატენდერო კომისიის მიერ.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
5. სატენდერო წინადადების შეფასება და საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
5. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
მუხლი 5. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია🔗
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი.
მუხლი 5. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია🔗
2. სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრება კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი. საფასური გადახდილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ საწვავის შესაბამის მარკის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ რამდენ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას მიმწოდებელი.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 6. სატენდერო წინადადების წარდგენა🔗
1. მიმწოდებელი სატენდერო წინადადებას დახურული კონვერტით წარუდგენს სატენდერო კომისიას სააგენტოს იურიდიულ მისამართზე. სატენდერო წინადადების წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული წესით.
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე.
2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის დასახელებას და ინფორმაციას მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრ საწვავზე დისქაუნთის შესახებ.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია სააგენტო.
3. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის წინადადებაში წინასწარი გადახდის, მიწოდების პერიოდულობის ან/და სხვა დამატებითი პირობების შემოთავაზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთი არანაკლებ 4 თეთრია.
3. (ამოღებულია - 19.12.12 №16).
4. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
5. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 7. საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა🔗
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
1. სატენდერო კომისია გამოავლენს საუკეთესო სატენდერო წინადადებას მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრ საწვავზე დაფიქსირებული დისქაუნთის, ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საუკეთესო სატენდერო წინადადება შესაძლოა განისაზღვროს მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული საწვავის ყველა ან ცალკეული მარკის მიხედვით.
მუხლი 7. გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა🔗
2. თუ მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული დისქაუნთი სულ ცოტა საწვავის ერთ მარკაზე მაინც აკმაყოფილებს ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით საუკეთესო სატენდერო წინადადებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, ასეთი წინადადება მიიჩნევა საუკეთესოდ მხოლოდ ამ ნაწილში.
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. ოქმი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს.
4. სააგენტო უზრუნველყოფს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლის საწვავის მიწოდების ძირითადი პირობების და მათი ცვლილებების გამოქვეყნებას სატენდერო კომისიის მიერ მათი დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
5. სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებით ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ასევე იმ მიმწოდებელმა, რომელსაც კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებლის სატენდერო წინადადების წარდგენა და მისი საუკეთესო სატენდერო წინადადებად მიჩნევა ხდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
მუხლი 8. გაუმჯობესებული სატენდერო წინადადების წარდგენა🔗
Z=C/(R*(D/1000)*(100%+18%)) – P
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას გაუმჯობესებული წინადადებით, რაც გულისხმობს მისი სატენდერო წინადადების პარამეტრების (დისქაუნთი, წინასწარი გადახდის პირობები და სხვ.) გაუმჯობესებას.
რომელშიც: C – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში); R – აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – გამარჯვებული მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3); 18% – დღგ; P – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში.
2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სატენდერო კომისია განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა სატენდერო წინადადება საუკეთესო სატენდერო წინადადებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს ან აქვს თუ არა ადგილი სატენდერო წინადადების პარამეტრების გაუმჯობესებას და მისი საუკეთესო ან გაუმჯობესებულ სატენდერო წინადადებად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები აისახება საწვავის მიწოდების ძირითად პირობებში და ინფორმაცია ქვეყნდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის 1 ლიტრი საწვავის შესაბამისი მარკის ფასი ყოველი კალენდარული თვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
3. კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო წინადადების მქონე მიმწოდებლის მიერ გაუმჯობესებული სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასურის ხელახალი გადახდევინება არ ხდება.
C=R*(P+Z)*(100%+18%)*D/1000
მუხლი 9. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშგება🔗
რომელშიც: P და R წარმოადგენს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს, ხოლო Z და D – გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ სიდიდეებს, რომლებიც უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.
1. საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადებისას იხელმძღვანელოს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპით, რაც გულისხმობს მოცემულ მომენტში ხელშეკრულების დადებას მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფასითა და პირობებით (მაგ., მოცემული მომენტისთვის საწვავის ფასი დისქაუნთის გათვალისწინებით, ავტოგასამართი სადგურის გეოგრაფიული მდებარეობა).
6. C-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ R-ის ან/და P-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს C-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ფასთან მიმართებაში. ამასთან, C უნდა იყოს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.
2. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადოს ხელშეკრულება არანაკლებ მის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთით. ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით აცნობოს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის მიზეზი.
7. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწვავის ერთი ლიტრის ფასი განისაზღვრება შესაბამისი მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე მიწოდების მოთხოვნის დღეს არსებული ფასისთვის არანაკლებ დისქაუნთის ოდენობის თანხის გამოკლებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მიმწოდებლის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას. მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე სხვა საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელთან შედარებით ფასის არსებითი გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს მიმწოდებელს საწვავის ერთეულის ფასის შემცირების მოთხოვნით ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.
მუხლი 8. (ამოღებულია)
5. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებელს არ მოსთხოვოს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
6. (ამოღებულია - 16.03.12 №3).
მუხლი 9. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორება
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია დაიდოს გამარტივებული ფორმით, რომელიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
8. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველაზე ხელსაყრელი პირობის დადგენისა და ხელშეკრულების დადების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული წესით, დააგზავნოს ელექტრონული შეტყობინებები საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე ყველა მიმწოდებელთან. მიმწოდებელს შეუძლია აღნიშნული ელექტრონული შეტყობინების პასუხად 2 დღის ვადაში კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზოს საწვავის სახელმწიფო შესყიდვის უკეთესი პირობები თავისი სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, სატენდერო წინადადების ცვლილების გარეშე. აღნიშნული შეთავაზება ძალაშია არა უმეტეს 10 დღისა.
2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
9. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია საწვავის სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლისაგან ვერ განახორციელა საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ამ მუხლით დადგენილი წესით და ამავდროულად ადგილი აქვს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, დაუშვებელია საწვავის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე მიმწოდებლისაგან მის მიერ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული დისქაუნთის გათვალისწინების გარეშე.
3. ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება ხორციელდება მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის ოდენობის მიხედვით, ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავზე გამოწერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ მიწოდებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასი ყოველი თვისათვის გამოითვლება ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ფორმულის მეშვეობით.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას მიმწოდებლის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ხდება გამარჯვებული მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია კონსოლიდირებული ტენდერიდან.
7. დისკვალიფიკაცია წარმოადგენს მიმწოდებელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. მას ასევე დაეკისრება საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონსოლიდირებულ ტენდერში შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი 12-ზე.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ,,P და „R“ და მათ საფუძველზე გამოთვლილი მიმდინარე თვის მისაწოდებელი შესაბამისი მარკის საწვავის 1 ლიტრის ფასი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს გამარჯვებული მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.
10. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს სატენდერო კომისიის სახელზე ოფიციალური წერილობითი ფორმით.
11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის მიმწოდებელმა 2014 წლის 1 ინვრიდან უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში VIS (ავტომანქანის ინდენტიფიცირების სისტემა) სისტემის დანერგვა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 25
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ . ურჯუმელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
2. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
3. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 21.12.2012 წ.
ნავთობპროდუქციის (საწვავის)კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების
წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით ნავთობპროდუქციის (საწვავის) (შემდგომში – საწვავი) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საწვავის შესყიდვაზე.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.
5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 2. (ამოღებულია)🔗
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი🔗
სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება🔗
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
5. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
მუხლი 5. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია🔗
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი. საფასური გადახდილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ საწვავის შესაბამის მარკის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ რამდენ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას მიმწოდებელი.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 6. სატენდერო წინადადების წარდგენა🔗
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასზე.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია სააგენტო.
2. (ამოღებულია - 21.12.12 №17).
3. (ამოღებულია - 19.12.12 №16).
4. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
5. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12. 2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 21.12.2012 წ.
მუხლი 7. გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა🔗
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს.
3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის საბოლოო ფასიდან გამოითვლება „Z“ აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
Z=C/(R*(D/1000)*(100%+18%)) – P
რომელშიც: C – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში); R – აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – გამარჯვებული მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3); 18% – დღგ; P – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის 1 ლიტრი საწვავის შესაბამისი მარკის ფასი ყოველი კალენდარული თვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:
C=R*(P+Z)*(100%+18%)*D/1000
რომელშიც: P და R წარმოადგენს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს, ხოლო Z და D – გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ სიდიდეებს, რომლებიც უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.
6. C-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ R-ის ან/და P-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს C-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ფასთან მიმართებაში. ამასთან, C უნდა იყოს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.
7. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი , 19.12.2012 წ .
მუხლი 9. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორება🔗
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
3. ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება ხორციელდება მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის ოდენობის მიხედვით, ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავზე გამოწერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 2 კვირის ვადაში.
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ მიწოდებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასი ყოველი თვისათვის გამოითვლება ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ფორმულის მეშვეობით.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას მიმწოდებლის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ხდება გამარჯვებული მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია კონსოლიდირებული ტენდერიდან.
6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც გამარჯვებულ მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი(დარჩენილი) შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
7. დისკვალიფიკაცია წარმოადგენს მიმწოდებელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. მას ასევე დაეკისრება საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონსოლიდირებულ ტენდერში შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი 12-ზე.
7. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საწვავის შესყიდვის საკითხი წყდება სატენდერო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან ლოკალური აუცილებლობისათვის საჭირო მოცულობის საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ,,P და „R“ და მათ საფუძველზე გამოთვლილი მიმდინარე თვის მისაწოდებელი შესაბამისი მარკის საწვავის 1 ლიტრის ფასი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს გამარჯვებული მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.
10. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს სატენდერო კომისიის სახელზე ოფიციალური წერილობითი ფორმით.
11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 21 დეკემბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 21.12.2012 წ.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები🔗
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის მიმწოდებელმა 2014 წლის 1 ინვრიდან უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში VIS (ავტომანქანის ინდენტიფიცირების სისტემა) სისტემის დანერგვა.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 19.12.2012 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, №25, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1548918-2/