1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს სამინისტრო.
2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას.
3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №376
- 07.12.2017 კანონი №1635
- 25.11.2015 კანონი №4553
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა 1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ აღნიშნული სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას. 3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება