1. (ამოღებულია - 07.12.2017, №1635).
2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.
4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №376
- 07.12.2017 კანონი №1635
- 25.11.2015 კანონი №4553
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი 1. (ამოღებულია - 07.12.2017, №1635). 2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას. 4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ,
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება