„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016665
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის გაზრდი ლი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნ ქ ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 0.12 კოეფიციენტზე გამ რავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგ ად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის, გაზრ დილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნ ქ ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ “, „გ “, „დ “ ქვე პუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შე დე გად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენო ბის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის) რაოდენობაზე ერ თით ნაკლები ნამრავლით და მიღებული ნამრავლის ჯამით, ხოლო   მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სკოლებისათვის გაზრ დილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნ ქ ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ “, „გ “, „დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით, შენობების (ძირითადი შენობის გამოკლე ბით) რაოდენობაზე ნამრავლით, ამ დადგენილების პირვე ლი მუხ ლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერ ის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ . გილაური