ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №182
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ზოგადი განათლების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 220 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1;
ბ) სოფელი/დაბა – 1,5;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,8.
3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში – 220 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 330 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 396 ლარი.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინონ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
+

1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 345 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 220 ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1;
ბ) სოფელი/დაბა – 1,377;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,638.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
21. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1,203;
ბ) სოფელი/დაბა – 1,580.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
22. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი – 1,101;
ბ) სოფელი/დაბა – 1,464.
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
23. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტი:
მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,841.
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში – 345 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 475 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
31. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 415 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 545 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
32. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 380 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 505 ლარი.
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
33. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 635 ლარი.
საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
ბ) სოფელი/დაბა – 1,5;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,8.
3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში – 220 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 330 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 396 ლარი.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინონ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766
4.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13
5.საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 14.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №182. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.10.003.000.316.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.12.2010.
- სად არის „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №182, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.316 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10564/