ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.10.2005 ძალადაკარგული 23.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.000.316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 19/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ზოგადი განათლების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 345 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

2. დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1;

ბ) სოფელი/დაბა – 1,377;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,638.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

2​1. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1,203;

ბ) სოფელი/დაბა – 1,580.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

2​2. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1,101;

ბ) სოფელი/დაბა – 1,464.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

2​3. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტი:

მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,841.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის სკოლაში – 345 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 475 ლარი;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 ლარი.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

3​1. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 415 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 545 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

3​2. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავლეზე ზემოთ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 380 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 505 ლარი.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

3​3. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 635 ლარი.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინონ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

2.საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

4.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

5.საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №182, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.316 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10564-5/