1. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების ნახევარი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, მაგრამ არა უმეტეს 10 ლარისა;
ბ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
გ) სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
2. საზღაური ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მეოთხედი ოდენობით გადაიხდევინება შემდეგი მოქმედებების შესრულებისათვის:
ა) ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტზე მიღება, მაგრამ ყოველი თვისათვის არანაკლებ 4 ლარისა;
ბ) საჯარო რეესტრში გირავნობის უფლებისათვის მინიჭებული რიგითობის შეცვლასთან დაკავშირებული გარიგების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა;
გ) საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადების დამოწმება, მაგრამ არანაკლებ 4 ლარისა.
3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 29. საზღაური სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის
თავი III — გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის გამოანგარიშების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის
- მუხლი 21. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა
- მუხლი 22. საზღაური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის შედგენისათვის
- მუხლი 23. გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი საზღაურის განაკვეთები
- მუხლი 26. საზღაური სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულების დამოწმებისათვის
- მუხლი 28. საზღაური გარიგების გაუქმების (მოშლის) დამოწმებისათვის
- მუხლი 30. საზღაური გარიგების პროექტის შედგენისათვის
- მუხლი 31. საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები
- მუხლი 33. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის
- მუხლი 34. სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 35. საზღაური ასლის დამზადებისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/12/2011.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-29/