საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 18.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.016668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (28)

შემდგომი ცვლილებები (20)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 27.07.2012წ.

 

მუხლი 1 . „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები , მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობები და საფასურის გადახდის წესი .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 27.07.2012წ.

მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე‑2 მუხლის მე‑11, 39‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებისა, მე‑8 მუხლის პირველი და მე‑17 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 3. ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის მე‑11 და 39‑ე პუნქტები, მე‑8 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

მუხლი 4. ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის მე‑40 და 41‑ე პუნქტები, მე‑8 მუხლის მე‑17 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

მუხლი 5. ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის 44‑ე პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

პრემიერ‑მინისტრი  ნ . გილაური

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები, მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობები და საფასურის გადახდის წესი

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 27.07.2012წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს დანართი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ( შემდგომში – სააგენტო ) და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფასურების ოდენობებს , საფასურის გადახდის , გადახდილი საფასურის დაბრუნების და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს .

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 27.07.2012წ.

    მუხლი 2. მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები

1 . საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი;

ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;

გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 55 ლარი;

დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 125 ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი .

2 . საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი .

3. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32‑გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 105 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 105 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

4. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარი.

5 . საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი .

6 . საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

ა ) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ ) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ ) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

დ ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსა ხურების საფასური 25 ლარი;

ე ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი .

7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 10 ლარი.

8. ქორწინების:

ა) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარი ტუალო მომსახურების გარეშე რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური არ გადაიხ დევინება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუ ალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, – მომსახურების საფასური 50 ლარი;

გ) ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური:

გ.ა) შაბათს და კვირას – 150 ლარი;

გ.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა, – 90 ლარი;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ რე გისტ რაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, – მომსახურების საფასური 170 ლარი.

9. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის – მომსახურების საფასური 45 ლარი.

10. სახელის , გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის , გვარის ნამდვილად ცნობა ), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მათ შორის, მშობლის ( მშობლების ) მიერ სახელის , გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის ( შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით ( გარდა ქორწინების, განქორწინების , მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), და სახელის შეცვლის და / ან გვარის შეცვლის / დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან :

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 300 ლარი.

11. ისტორიული გვარის აღდგენის, ასეთი აღდგ ე ნიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მათ შორის , მშობლის (მშობლების ) მიერ სახელის , გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების ) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების , განქორწინების , მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

11​1. გვარის დადგენის, ასეთი დადგენიდან გამომდინარე, სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მათ შორის , მშობლის (მშობლების ) მიერ გვარის დადგენის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების ) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების , განქორწინების , მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე‑15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 10 ლარი;

გ) 5 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი.

12. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების (გარდა მამობის დადგენის ა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლ (ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების , შესწორების ა და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ (ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ (ებ) ის მ ონაცემის სავალდებულო ცვლილების , შესწორების ა და დამატების შეტანის ა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით , განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში შეტანისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური – 50 ლარი.

13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 15 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი.

14. (ამოღებულია – 31.01.2012, №31).

15. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლარი;

დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი.

16. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30‑ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) მე-10 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

17. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30 ‑ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

19. მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

გ) მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 75 ლარი.

20. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლარი.

21. საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

22. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი.

23. დროებითი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

24. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი.

25. მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი.

26. ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.

27. უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:

ა) მომსახურების საფასური 50 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;

ბ) მომსახურების საფასური 180 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;

გ) მომსახურების საფასური 360 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ;

დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:

დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას;

დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი დროით;

დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.

28. დოკუმენტის აპოსტილით განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 ლარი.

29. დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 ლარი.

30. ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდ გე ნილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი.

31. სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის (ინფორმაციის) გამოთხოვისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი.

32. საინფორმაციო ბარათის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 2 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი.

33. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 2 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი.

34. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი.

35. სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში ფოტოსურათის გადაღებისათვის – მომსახურების საფასური 3 ლარი.

36. (ამოღებულია – 26.07.2012, №297).

37. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით ადგილზე მომსახურება – მომსახურების საფასური 100 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასური არ მოიცავს შესაბამისი მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურს.

38. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნა – მომსახურების საფასური 10 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

39. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ განქორწინების მოწმობების გაცემისათვის (გარდა განქორწინების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის განმეორებით გაცემისა) მომსახურების საფასური გადაიხდევინება ამ მუხლის მე‑9 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

40. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

41. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

ე) იმავე დღეს – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

42. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისამდე გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 65 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 ლარი.

43. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისის შემდეგ გაცემისათვის მომსახურების საფასური გადაიხდება შემდეგი წესითა და განაკვეთებით:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

დ) განცხადების წარდგენის დღიდან მე‑2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;

ე) განცხადების წარდგენის დღეს დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

44 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის:

ა ) განცხადების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ბ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 25 ლარი;

გ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი;

დ ) განცხადების წარდგენის დღიდან მე - 3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;

ე ) განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 70 ლარი.

45. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 0 3 . 0 2 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №297 - ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

    მუხლი 3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით მიღებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები

1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა ) საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის , საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 205 ლარი;

ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობა), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ა და დამატების (გარდა მამობის დადგენის ა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა) შეტანის , მათ შორის, მშობლ (ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლილების, შესწორების და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ (ებ) ის სახელზე შედგენილ ი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლ (ებ) ის მონაცემის სავალდებულო ცვლილების, შესწორების ა და დამატების შეტანის ა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით , განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ე) დოკუმენტის მისი წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 40 ლარი;

ვ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ზ) სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

თ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

ი) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 90 ლარი;

კ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი.

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განაცხადების საფუძველზე, ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑4, მე‑7, მე-15–27‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების (გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) მისაღებად მიმართვისას, სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვისათვის ან მესამე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 0 3 . 0 2 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

მუხლი 3​1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიღებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით ელექტრონული ფორმით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურები გადაიხდევინება ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;

ბ) საინფორმაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

გ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 4. საზღვარგარეთ გადასახდელი საფასურები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 აშშ დოლარი.

4. დროებითი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 აშშ დოლარი.

5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 აშშ დოლარი.

6. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 40 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

7 . საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე -80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 170 აშშ დოლარი .

8. განაცხადის მიღებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი.

9. აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი.

9​1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადებისათვის განცხადების შეტანიდან მე-80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.

9​2. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს საქართველოში, ანალოგიური მომსახურებისათვის ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული საფასურის შესაბამისად. მომსახურების საფასურის საქართველოში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარედგინება სააგენტოს, რომელიც ამას ატყობინებს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 5. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ :

ა ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი;

ბ ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 65 აშშ დოლარი;

გ ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 65 აშშ დოლარი;

დ ) განქორწინების რეგისტრაციისათვის , შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური 100 აშშ დოლარი;

ე ) სახელის , გვარის შეცვლის რეგისტრაციის , ასეთი შეცვლიდან გამომდინარე , შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მათ შორის , მშობლის (მშობლების ) მიერ სახელის , გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების ) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების , განქორწინების , მამობის დადგენის , შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), და სახელის , გვარის შეცვლის მოწმობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 აშშ დოლარი;

ვ ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების , დამატებისა და ცვლილების ( გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), მათ შორის , მშობლ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანის შემთხვევებში არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მშობლ(ებ)ის მონაცემის სავალდებულო შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ჩათვლით , შეტანისათვის – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი;

ზ ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი;

თ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 0 3 . 0 2 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

    მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი

1. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. (ამოღებულია - 22.08.2012, №341) .

2​1. მომსახურების გაწევის შემდეგ (მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა) საფასურის გადახდის უფლება აქვთ:

ა) საჯარო დაწესებულებებს;

ბ) იურიდიულ პირებს სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

4 . დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება როგორც ნაღდი , ისე უნაღდო ანგარიშსწორებით . მომსახურების საფასური ჩაირიცხება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე , რის შემდეგაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე .

  5 . ამ მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ხარჯები დაიფარება მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხებიდან .

6 . ამ დანართის მე‑4 და მე -5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში . იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში . ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი . საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სააგენტოს მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ , ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს .

7. ამ დანართის მე‑2 მუხლის 42‑ე – 44‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 50% საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშზე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

    მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.

3. (ამოღებულია - 22.08.2012, №341) .

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის (მათ შორის, მეტეოროლოგიური პირობების, ფორსმაჟორული გარემოებებისა და სხვ.) გამო.

5.თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-14, 34-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, მის სახელზე შედგენილ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-15 – 27‑ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.

7. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხლის 28-ე, 29‑ე და 30-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური სრულად დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი იყო გაყალბების ნიშნების მქონე/ყალბი დოკუმენტი.

8. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტოს მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს.

9. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ საფასურის ოდენობას შორის.

10. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

    მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მყოფი პირი, თუ ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნულ დაწესებულებაში.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-9 – მე‑10, მე‑12 – მე‑13 პუნქტებით და მე‑5 მუხლის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირი.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ან/და შესასწორებელი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან სამედიცინო დაწესებულების განცხადების (შეტყობინების , მიმართვის ) საფუძველზე და შეცდომა გამოწვეულია განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

4. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით და მე‑5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ შესაბამისი ცნობა აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადაანგარიშებისათვის.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑17 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ დაჩქარებულ ვადებში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ხორციელდება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

6​1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მომართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.

7. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ მოწმობის განმეორებით გაცემის საფუძველია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართვა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მომართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

8. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით და მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

9. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე‑5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვ) 18 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.

10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 და 38-ე პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

10​1. ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანი პირი, რომელიც იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, თუ ამ პირზე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი მეურვე ო ბისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ;

10​2. სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ამ დანართ ის მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით;

ბ) 35-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

10​3 . სტუდენტები , რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით , თავისუფლდებიან :

ა ) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის (გარდა მე -2 მუხლის მე -13 და 35 -ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისა ) გადახდისაგან 10% -ით;

ბ ) ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით.

11. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელზედაც სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ გასცა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

11​1. ამ დანართის მე‑2 მუხლის 42‑ე – 44‑ე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ სააგენტოს ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისათვის პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცა მცდარი მონაცემების შემცველობით, ხოლო განმცხადებელი ითხოვს გაცემული დოკუმენტის შეცვლას.

12. ამ დანართის მე‑2 მუხლის 23‑ე პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლისთვისაც დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი ბინადრობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. ამ დანართის მე-2 მუხლის 37-ე პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.

14. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15 . ამ დანართის მე‑5 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში , სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირები , რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით .

16. ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

17. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს ამ დანართის მე‑2 მუხლის მე‑15 და მე‑20 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები უმცირდება 25 პროცენტით.

18. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში ფოტოსურათის გადაღებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მის მიერ ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა მომსახურების/საქმიანობის ცნობადობის გაზრდის ან/და საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში/ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე/გამარჯვებული პირი/პირები.

19 . ამ დანართის მე‑2 მუხლის 41‑ე პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი , რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება წარუდგინა 2012 წლის 10 მაისის ჩათვლით .

20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 0 3 . 0 2 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №166 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №188 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 14.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №341 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 21.09.2012წ.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან შეტანილ განაცხადებზე .

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“, №508, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.016668 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549273-8/