1. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილში შესული სამუზეუმო ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება.
2. დასაშვებია სახელმწიფო მუზეუმებს შორის სამუზეუმო ექსპონატების გაცვლა მუზეუმის ფონდის შევსების მიზნით.
3. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია.
4. საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილში ჩარიცხული სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის ყიდვა-გაყიდვისას, ანდერძით გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ნივთისა და კოლექციის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას. ასეთი სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია, თუ იგი სახელმწიფოს მიერ შეტანილია დაცვით სიებსა და საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში, საქართველოდან გატანას არ ექვემდებარება.
5. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო მუზეუმს აქვს შესყიდვის უპირატესი უფლება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გასხვისება 1. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილში შესული სამუზეუმო ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება. 2. დასაშვებია სახელმწიფო მუზეუმებს შორის სამუზეუმო ექსპონატების გაცვლა მუზეუმის ფონდის შევსების მიზნით. 3. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია. 4. საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილში ჩარიცხული სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის ყიდვა-გაყიდვისას, ანდერძით გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ნივთისა და კოლექციის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას. ასეთი სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია, თუ იგი სახელმწიფოს მიერ შეტანილია დაცვით სიებსა და საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში, საქართველოდან გატანას არ ექვემდებარება. 5. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო მუზეუმს აქვს შესყიდვის უპირატესი უფლება. თავი VI მუზეუმის ქონება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება