საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო
რეესტრში და მათი რეესტრიდან ამორიცხვა
1. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას (სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა.
2. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი.
3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
4. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, სამინისტროს დასკვნის საფუძველზე.
5. სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე.
6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს სამინისტრო.
7. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №377
- 05.07.2018 კანონი №3045
- 07.12.2017 კანონი №1625
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის აღრიცხვა საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში და მათი რეესტრიდან ამორიცხვა 1. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას (სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა. 2. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი. 3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე. 4. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე. 5. სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე. 6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 7. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მუზეუმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 11/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება